საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები ივლისის დასაწყისში მოსკოვში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები ივლისის დასაწყისში მოსკოვში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს.

გუნდი ჰონგ კონგში გაემგზავრა, სადაც მომავალ უქმეებზე შვიდკაცა რაგბის მსოფლიოს სერიის შესარჩევ ტურნირში იასპარეზებს.

შეჯიბრებაში 12 გუნდი სამ ჯგუფშია განაწილებული. საქართველოს ნაკრების მეტოქეები იაპონიის, ბრაზილიისა და იამაიკის ნაკრებები იქნებიან. ამ ტურნირზე ჩვენი გუნდის მიზანი ოთხ საუკეთესოს შორის მოხვედრაა.

"ჰონგ კონგში ძალიან რთული მატჩები გველის, თუმცა კარგია, რომ საბრძოლო შემადგენლობით მივემგზავრებით. გუნდს ეროვნული ნაკრებიდან დაემატნენ ის "ბორჯღალოსნები", რომლებსაც შვიდკაცა რაგბის თამაშის გამოცდილება აქვთ.

უნდა მოვახერხოთ და ოთხეულში მოვხვდეთ, რათა ლონდონის შვიდკაცას ტურნირზე მონაწილეობის უფლება მივიღოთ და თუ იქ სამეულში მოვხვდებით, მაშინ საშუალება გვექნება, მომავალი სეზონიდან მსოფლიოს სერიის ყველა ეტაპზე ვიასპარეზოთ", - თქვა საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ალანიამ.

საქართველოს შვიდკაცა ნაკრებში ხუთი "ბორჯღალოსანია": ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), ლაშა ხმალაძე (ლელო) და ალექსანდრე თოდუა (ალბი). მათ სხვადასხვა დროს მსოფლიოს სერიის ეტაპებზე თამაშის გამოცდილება აქვთ.

საქართველო

ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), ლაშა ხმალაძე (ლელო), ირაკლი ღვინჯილია (ლოკომოტივი), შავლეგ მახარაშვილი (ბათუმი), გიორგი ფრუიძე, ზურაბ ძნელაძე (ორივე - აია), ალექსანდრე თოდუა (ალბი), ლევან გოგოლიშვილი, გიორგი ჯიმშელაძე (ორივე - არმია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა