თბილისის სპორტის სასახლეში ცერემონია ეროვნული ჰიმნის შესრულებით და მონაწილე დელეგაციების წარდგენით დაიწყო
თბილისში ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა. ჩემპიონატის გახსნის ცერემონია თბილისის სპორტის სასახლეში ამ წუთებში მიმდინარეობს.

ცერემონია ეროვნული ჰიმნის შესრულებით და მონაწილე დელეგაციების წარდგენით დაიწყო. ევროპის ჩემპიონატში, რომელსაც თბილისი დღეიდან 24 მარტის ჩათვლით უმასპინძლებს, 47 ქვეყნის 500 სპორტსმენი მონაწილეობს, მათ შორის იქნებიან ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავე როგორც ვაჟი სპორტსმენები, ასევე ქალთა ნაკრები გუნდები.

გახსნის ცერემონიაზე შეკრებილ გულშემატკივრებს და დელეგაციის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკა კურტანიძემ, ასევე ევროპის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ცენო ცენოვმა და საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ლენად ლალოვიჩმა.

მათ ხაზი გაუსვეს სპორტის ამ სახეობის პოპულარობას, ასევე, ისაუბრეს იმაზე, რომ საქართველო არის სწორედ ის ქვეყანა, სადაც სპორტის ეს სახეობა განსაკუთრებით პოპულარულია და მთელმა მსოფლიომ იცის ქართველი მოჭიდავეების დიდების ამბავი.

Video

ჭიდაობაში ევროპის ჩემპინატის გახსნა თბილისში

ლენად ლალოვიჩმა ასევე აღნიშნა, რომ სპორტის ამ სახეობას უდგას რთული პერიოდი და მას პირადად და ამ სახეობის ყველა წარმომადგენელს სურს, რომ სწორედ თბილისდან, "სპორტის ამ სახეობის ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ხალიჩიდან" გაუგზავნოს მთელ მსოფლიოს მშვიდობიანი და მკაფიო მესიჯი იმისა, რომ ჭიდაობის სახეობა არის ძლიერი და არ აპირებს შეჩერებას.

ამის შემდეგ მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტმა ტურნირის ოფიციალურად გახსნა სთხოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და მას სიტყვა გადასცა.

ბიძინა ივანიშვილის გამოსვლამდე კი ლენად ლალოვიჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი დააჯილდოვა ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციის უმაღლესი ჯილდოთი და სპორტის ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.

"ინტერპრესნიუსი"

ასევე იხილეთ:

"თბილისი 2013": ელიზბარ ოდიკაძე და კონსტანტინე ხაბალაშვილი უმედლოდ დარჩნენ

თბილისში ევროპის ჩემპიონატი იწყება - მოულოდნელი პრობლემები სტარტზე

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა