სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჩემპიონ-პრიზიორები სამწონით კატეგორიაში გამოვლინდნენ
სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი საშეჯიბრო დღე დასრულდა. ჩემპიონ-პრიზიორები სამწონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.

ვაჟთა შორის 66 კილოგრამში გამართული შეჯიბრება სომეხმა დავიდ საფარიანმა მოიგო, ვინც ფინალურ ორთაბრძოლაში თურქ იაკუპ გორს აჯობა.

ფინალური შეხვედრის ორივე პერიოდი უქულოდ დასრულდა, ბურთულის ამოღებისას კი ორივეჯერ საფარიანს გაუმართლა, ვისაც მიღებული უპირატესობის გამოყენება არ გასჭირვებია - 1:0, 1:0.

96-კილოგრამში ოქროს მედლისთვის უკრაინელი პავლო ოლეინიკი და პოლონელი სტანისლავ სკასკიევიჩი დაეჭიდნენ. გამარჯვება ოლეინიკს დარჩა. უკრაინელმა ფალავანმა დამაჯერებლად გაიმარჯვა და ოქროს მედალი მოიპოვა.

48 კილოგრამში ჩატარებული ქალთა ევროპირველობა კი რუსმა ვალერია ჩეპსარკოვამ მოიგო, რომელმაც გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ბრიტანელ იანა სტადნიკს 1:0, 1:0 სძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

20 მარტს, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ვაჟთა შორის შეჯიბრება 55 და 60 კილოგრამში ჩატარდება. ქალები საუკეთესოებს 51 და 59 კგ-ში გამოავლენენ. ს

აქართველოს სახელით ხალიჩაზე გიორგი ედიშერაშვილი (55 კგ) და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60 კგ) გავლენ.

ედიშერაშვილი შეჯიბრებას აზერბაიჯანელ იაშარ ალიევთან შეხვედრით გახსნის. ამ წყვილში გამარჯვებული მერვედფინალში გერმანელ კრაუზესა და ფრანგ ელ ქუარაქს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ჩემპიონატში მეორე წრიდან ჩაერთვება, სადაც ესტონელ ალექსეი ბასკაკოვს შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში კი უნგრელ იოზეფ მოლნარსა და აზერბაიჯანელ ჰაჯი ალიევს შორის საუკეთესოს დაეჭიდება.

ნახევარფინალში, ქართველი მოჭიდავის გზა რუსეთის ნაკრების წევრის, ოპან სატის გზას კვეთს.

20 მარტს წინასწარი ეტაპის შეხვედრები 14:00 საათზე დაიწყება. ფინალური ორთაბრძოლები კი 18:00 საათზე.

www.tbilisichampionship.com

ასევე იხილეთ:

თბილისში ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში ოფიციალურად გაიხსნა [VIDEO]

"თბილისი 2013": ელიზბარ ოდიკაძე და კონსტანტინე ხაბალაშვილი უმედლოდ დარჩნენ

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მოულოდნელი ამბავი - პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
18 წ. | როტაციით ინგლისთან
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა