მარსიო ამოროზო 11 წლის წინ, "კიკერის ზარბაზნით"
თუ ტრავმა არ მიიღო ან დისკვალიფიკაცია არ დაიმსახურა, ეჭვი აღარავის ეპარება იმაში, რომ ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი ამ სეზონში დორტმუნდის "ბორუსიას" პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი გახდება. 24 წლის გოლეადორი 8 ტურია, მოედანს უგოლოდ არ ტოვებს, რაც "დორტმუნდში" რეკორდია და რობერტი გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირისთვის განკუთვნილ ჯილდოს, "კიკერის ზარბაზანსაც" უმიზნებს.

საინტერესო ისაა, რომ "დორტმუნდის" ფეხბურთელი ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი 11 წელია, არ გამხდარა! ბოლოს ეს წოდება 2001/02 წლების სეზონში "ბორუსიას" ბრაზილიელმა ფორვარდმა მარსიო ამოროზომ მოიპოვა - მაშინ დორტმუნდელები გერმანიის ჩემპიონებიც გახდნენ და დღეს 38 წლის ამოროზო იმხანად ბუნდესლიგის ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი იყო. აქვე ისიც ვთქვათ, რომ იმ სეზონში ამოროზომ ბომბარდირობა 18 გოლით გაიფორმა. ახლა კი ლევანდოვსკის 26 ტურის შემდეგ უკვე 19 გოლი აქვს გატანილი.

"გუნდის წარმატებები, რა თქმა უნდა, ყველაფერზე მაღლა დგას, მაგრამ გერმანიის ჩემპიონატის ბომბარდირობაზე მეც ვოცნებობ. იმედია, პირველობაში ვეღარავინ შემეცილება," - აცხადებს პოლონელი გოლეადორი, რომელსაც მიუნხენის "ბაიერნში" გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.

აღსანიშნავია, რომ ბომბარდირთა რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფი შტეფან კისლინგი (ლევერკუზენი) ლევანდოვსკის 3 გოლით ჩამორჩება, "ბაიერნის" გოლეადორი მარიო მანჯუკიჩი კი - ოთხით.

ლევანდოვსკიმ 19 გოლის გატანა 23 მატჩში შეძლო, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ ერთ შეხვედრაში 0.83 გოლი გააქვს და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ წინა სეზონში 22 გოლი შეაგდო, დავინახავთ, რომ რობერტი ბოლო 30 წელიწადში "დორტმუნდის" საუკეთესო ბომბარდირია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვინ შეცვლის რობერტ ლევანდოვსკის?

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა