საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდისთვის ემზადება
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდისთვის თბილისში ემზადება. მთავარი მწვრთნელის, გია ცეცაძის ხელმძღვანელობით გუნდი საგურამოში და ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ვარჯიშობს.

ჩვენი დელეგაცია 21 მარტს, გამთენიისას, პოლონეთში გაემგზავრება, სადაც ამ ქვეყნის 19-წლამდელთა გუნდთან 22 და 24 მარტს ორი ამხანაგური მატჩი დაიგეგმა.

ნაკრებში გამოძახებული მოთამაშეებიდან შეკრებაზე ორი არ იმყოფება - გერმანული "უნტერხაჰინგის" ცენტრალური ნახევარმცველი ლუკა ჰუფნაგელი და პოლონური "რუხის" მცველი ნიკა ნარმანია გუნდს პოლონეთში შეუერთდებიან.

სამწუხაროდ, ამ სპარინგებს გამოტოვებს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ფანცულაია - ქუთაისის "ტორპედოს" თავდამსხმელს 18 მარტს, ვარჯიშის ბოლო წუთზე კოჭი გადაუტრიალდა და მკურნალობა დასჭირდა.

გიორგის თქმით, ვარჯიშს ერთ კვირაში განაახლებს, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში პოლონეთში მის გამგზავრებას აზრი არ ექნებოდა.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ გვითხრა, რომ ფანცულაიას ნაცვლად ნაკრებში თბილისის "დინამო 2"-ის ცენტრალური ნახევარმცველი, ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი გიორგი პაპუნაშვილი მიიწვია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა