20 მარტს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60) და დებიუტანტი გიორგი ედიშერაშვილი (55) ჭიდაობენ
20 მარტს, თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60) და დებიუტანტი გიორგი ედიშერაშვილი (55) ჭიდაობენ.

პირველი დღისა არ იყოს, მასპინძლებს ახლაც ცუდი წილისყრა ერგოთ - კვლავაც ფავორიტთა, ანუ აზერბაიჯანელთა და რუსთა გარემოცვაში არიან, რომლებსაც თურქი და კიდევ სხვა ძლიერი სკოლების წარმომადგენლებიც ემატებიან.

ედიშერაშვილი პირველ წრეში სულაც აზერბაიჯანელ იაშარ ალიევს ხვდება, რომელიც წლეულს დოგუს მემორიალზე ასევე მესამე იყო.

ბადის ამავე ნახევარშია რუსი არტემ გებეკოვიც.

ხინჩეგაშვილი მეორე წრიდან იწყებს გამოსვლას - ესტონელ ალექსეი ბასკაკოვს შეხვდება, მასთან მოგების შემთხვევაში კი უნგრელ იოზეფ მოლნარსა და აზერბაიჯანელ გაჯი ალიევს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ალიევიც დოგუს წლევანდელი მესამე პრიზიორია, შარშან კი ბაქოში "ოქროს დიდი პრიზი" მოიგო.

ვფიქრობთ, ის არაა დაუძლეველი ზღუდე. ნახევარფინალში ხინჩეგაშვილის სავარაუდო მეტოქეთა შორის კი რუსთა ორგზის ევროპის ჩემპიონი ოპან სატიცაა.

გიორგი ედიშერაშვილი (55)

დაიბადა: 1988-03-17, თბილისი

მწვრთნელები: ლერი ძაგანია, დავით ხურცია

ევროპის ჩემპიონი ჭაბუკებში (2005); კარტოზია-ბალავაძის ტურნირის გამარჯვებული (2011); "ოქროს დიდი პრიზის" მეორე (2011) და მესამე (2012) პრიზიორი; იაშარ დოგუს მემორიალის მესამე პრიზიორი (2013).

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60)

დაიბადა: 1991-04-18, გორი

მწვრთნელი: ნუგზარ სხირელი

ევროპისა (2011) და ოლიმპიადის (2012) ვიცე-ჩემპიონი; ახალგაზრდებში ევროპისა (2008, 2011) და მსოფლიოს (2010, 2011) ორ-ორგზის ჩემპიონი; ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი (2008); არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჭიდაობა. ევროპის ჩემპიონატი: თავმოწონება? რაღა ჩვენს ხარჯზე

bibo
ლადო ღმერთმა დაგლოცოს გაგვახარე როგორც იცი ისე.
ცოტნე
ლადო უნდა გაგვახარო აუცილებლად!
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
[VIDEO] წარმატებული დებიუტი - მაჭარაშვილმა ბიუკენენი ეფექტური ილეთით დაამარცხა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის