"ლორიანის" თამაშების დროს მოწყენა შეუძლებელია
"ლორიანმა" "ბრესტს" 4:0 მოუგო, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ გუნდის მონაწილეობით გამართულ მატჩებში კვლავ 3 გოლზე მეტი გადის. "ბასტიამ" "ლიონს" 4 გოლი ბოლოს 15 წლის წინ გაუტანა, "ნანსი" კი დივიზიონში ადგილს კარგი საშინაო ფორმის გამო თუ შეინარჩუნებს...

მთავარი:

29 - "ბრესტთან" გატანილი 4 გოლის შემდეგ "ლორიანის" ანგარიშზე 47 ბურთია და ამ მაჩვენებლით კრისტიან გურკუფის შეგირდები საუკეთესო შედეგის მქონე "სენტ ეტიენსა" და პსჟ-ს მხოლოდ ერთი გოლით ჩამორჩებიან. "ლორიანის" მონაწილეობით გამართულ 29 შეხვედრაში, საბოლოო ჯამში 91 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ ერთ მატჩში 3.1 გოლს უდრის. გურკუფის გუნდი იყო ერთადერთი ლიგის პირველ 13 გუნდს შორის, ვინც ამ ტურში გამარჯვება მოიპოვა.

გუნდური მიღწევები:

4 - გასავარდნ ზონაში მყოფმა "ნანსიმ" საკუთარ მოედანზე "ნიცას" 1:0 მოუგო და საშინაო არენაზე ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. თანაც პატრიკ გაბრიელის შეგირდებს ამ ოთხ შეხვედრაში გოლიც კი არ გაუშვიათ. სულ, "ნიცასთან" მატჩში "ნანსის" ფეხბურთელებმა 21 დარტყმა განახორციელეს, რაც ამ სეზონში მათთვის საუკეთესო შედეგი იყო.

6 - "რეიმსმა" შინ "რენს" 1:0 მოუგო და საკუთარ მოედანზე მე-6 გამარჯვება მოიპოვა. შამპანელებმა ამ სეზონში ათეულის გუნდი მეოთხედ დაამარცხეს.

4 - "ბასტიამ" "ლიონს" 4 გოლი გაუტანა და დიდი ანგარიშით (4:1) დაამარცხა. კორსიკელებმა "ლიონს" 4 გოლი ბოლოს 1998 წელს გაუტანეს, როდესაც ასევე 4:1 მოუგეს. სხვათა შორის, "ბასტია" არის ერთადერთი გუნდი ამ სეზონში, რომელმაც ყველა ის მატჩი მოიგო, სადაც ანგარიში გახსნა.

ინდივიდუალური მიღწევები:

5 - "ბასტიას" ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა ვაჰბი ხაზრიმ სეზონში თავისი მე-5 გოლი გაიტანა. გარდა ამისა, ხაზრიმ ორი საგოლე პასი გააკეთა და ახლა მის ანგარიშზე 7 საგოლე გადაცემაა.

3 - "ევიანმა" კარგ ფორმაში მყოფ "ლილს" 2:1 მოუგო, მასპინძელთა ტუნისელმა ფორვარდმა საბერ ხელიფამ კი ბოლო ორ შეხვედრაში მესამე გოლი გაიტანა. ხელიფამ სულ 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი 9-ჯერ გამოიჩინა - ტუნისელს ბურთი ყოველ 143 წუთში ერთხელ გააქვს.

7 - 2009 წლიდან მოყოლებული, იან ჟუფრემ "ლორიანის" რიგებში სულ 7 გოლი გაიტანა - ყველა საკუთარ მოედანზე. ნახევარმცველმა 29-ე ტურში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და გატანილი გოლის გარდა იმითაც გამოირჩა, რომ მოედანზე მყოფ ფეხბურთელთაგან ბურთს ყველაზე მეტჯერ (81) შეეხო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ლიგა 1. XXIX ტური: პსჟ-ს მოსაგებად იბრაჰიმოვიჩის გოლი არ ეყო [VIDEO]

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა