ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

უგოლო დერბი

უგოლო დერბი

"ტორპედომ" და "სამტრედიამ" ერთმანეთში მეტად პრინციპული შეხვედრა ფრედ დაასრულეს

ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ "ტორპედოს" და "სამტრედიას" ერთმანეთში მეტად პრინციპული შეხვედრა ელოდათ. ამ მატჩამდე ორივე გუნდს 11-11 ქულა ჰქონდათ და მათი დაპირისპირება "ექვსქულიან" მატჩთა კატეგორიას განეკუთვნებოდა, რის გამოც მატჩნა გულშემატკივრებში დიდი ინტერესი გამოიწვია. "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელად გია გიგატაძის დანიშვნის შემდეგ ქუთათურებმა 4 შეხვედრაში არცთუ იოლ მეტოქეებთან 8 ქულას მოუყარეს თავი და გულშემატკივრები ახლა მორიგ წარმატებას ელოდნენ. ამიტომ, "მეზობლებთან" ფრემ ფანებს და ფეხბურთელებს ძალიან დასწყვიტათ გული. "ტორპედომ" საკუთარ მოედანზეც ვერ შეძლო "სამტრედიის" ძლევა და ამბიციურ გუნდს კვლავ ბოლოსწინა ადგილით უწევს დაკმაყოფილება.

თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ "ტორპედოს" დისკვალიფიცირებული ჰყავდა კვარაცხელია და თარხნიშვილი, რაც სერიოზული დანაკლისი იყო. მათ ნაცვლად კემუხტაშვილმა და ნიკა კვასხვაძემ ითამაშეს. ამავე მიზეზით დანაკლისი სტუმრებმა ბაკარანძე ვერ დაიხმარეს. თუმცა, სამტრედიელები შეხვედრას ამაღლებულ განწყობაზე ხვდებოდნენ. მათ წინა მატჩში "სპარტაკს" ბოლო წამებზე გაუტანეს გამარჯვების გოლი, რასაც შეუძლებელია სანაიას შეგირდებზე დადებითად არ ემოქმედა.

"ტორპედო" წყვილის ფავორიტი იყო და შეტევაზე გააკეთა აქცენტი. სამტრედიელებმა კი მთელს მოედანზე პრესინგს მიმართეს. მასპინძლებს გასაქანს არ აძელევდნენ, თავად კი ფლანგებიდან მწვავედ უტევდნენ. მე-5-ე წუთზე კაკალაძე მარჯვენა ფლანგზე მცველებს გაექცა და სახიფათოდაც დაარტყა, მაგრამ ააცილა. რიონისპირელებმა ჩიკვილაძის საჯარიმო დარტყმით უპასუხეს, თუმცა მათი მცდელობაც უშედეგო გამოდგა. მალე ჩომახიძის კუთხურს მასპინძელთა საჯარიმოში არეულობა მოჰყვა, თუმცა მეკარე მიგინეიშვილმა ვითარება განმუხტა. თანდათან უპირატესობა მასპინძლებმა მოიპოვეს და მწვავედ შეუტიეს. ჯერ ჩიკვილაძის თავური ასცდა მიზანს, შემდეგ დიღმელაშვილმა ჩააწოდა სახიფათოდ, ძაგანიამ უხერხულად მოიგერია, რასაც სამტრედიელთა კართან არეულობა მოჰყვა, კემუხტაშვილმა ამით ისარგებლა, კარში დაარტყა, მაგრამ ბურთს მცველები გადაეღობნენ. მერე საბანაძის დარტყმა ასცდა მიზანს. საპასუხოდ სამტრედიელებს შეეძლოთ თავის გამოჩენა - ტყემალაძის წაქცევისთვის სახიფათო ჯარიმა ჩომახიძემ ოსტატურად კი შეასრულა, მაგრამ მიგინეიშვილმა ნახტომში მოგერია. ამას სტუმრებმა კიდევ ერთი ეპიზოდი მიაყოლეს - სოსელიამ ჩომახიძე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა, რამაც სამტრედიელი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების პროტესტი გამოიწვია... ორმხრივი შეტევები გაგრძელდა, თუმცა გოლი არ გასულა.

მეორე ტაიმში სამტრედიელებმა ერთი მეტად მწვავე მომენტი შექმნეს. დანარჩენ დროში კი მხოლოდ "ტორპედო" უტევდა. ყველაზე რეალური შანსი ქუთათურებს მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე მიეცათ, როცა დიღმელაშვილის კუთხურის შემდეგ ჩიკვილაძემ თავური დარტყმით ხარიხა შეაზანზარა. მატჩის მიწურულს ლომაშვილს შეეძლო თავის გამოჩენა, მკერდით კარგად გაისწორა ბურთი, მცველიც ჩამოიცილა, მაგრამ კარში ხეირიანად ვერ დაარტყა.

გელა სანაია: "ველოდით, რომ უპირატესობას "ტორპედო" მოიპოვებდა და ასეც მოხდა. ჩვენი პროგრამა მინიმუმი ქულის აღება იყო და ეს მოვახერხეთ. მადლობა ფეხბურთელებს თავდადებული თამაშისთვის."

გია გიგატაძე: "მთელი მატჩის განმავლობაში დიდ უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ ფეხბურთში მთავარი გოლის გატაანაა, რაც სამწუხაროდ. დღეს ვერ შევძელით."

ტორპედო-სამტრედია 0:0

ქუთაისი. ცენტრალური. 5500 მაყურებელი

4-4-2

ტორპედო სამტრედია

4-5-1

მიგინეიშვილი ძაგანია

ფოფხაძე კუპრეიშვილი

ფარულავა ხუმარაშვილი

თოდუა გოგია

ჩიკვილაძე სოსელია

ნ.კვასხვაძე კირკიტაძე

დიღმელაშვილი ტყემალაძე

გიგაური ჩომახიძე

დათუნაიშვილი ქებაძე

საბანაძე პავლიაშვილი

კემუხტაშვილი კაკალაძე

მწვრთნელი: მწვრთნელი:

გ. გიგატაძე გ. სანაია

ტორპედო

46. გიგაური-ლომაშვილი

46. კემუხტაშვილი-გ.ჩხეტიანი

80. ნ.კვასხვაძე-როსტიაშვილი

სათადარიგოები: ქვილითაია, მაჭავარიანი, გურული, ცნობილაძე

სამტრედია

57. პავლიაშვილი-ფურთუხია

69. ტყემალაძე-ჩხიკვაძე

85. კაკალაძე-კვერენჩხილაძე

სათადარიგოები: ჯინჭარაძე, კირთაძე, ნინუა, შალიკაშვილი

გაფრთხილება: კუპრეიშვილი (89)

არბიტრი: ა.ნონიკაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

• babu

ჩამოდით ლელოს ჟურნალისტებო და თქვენო თვალით ნახეთ რამდენი კაცი დადის :P

• dinamoeli

,,საწყალი დინამო ნათესავების და ბოღმიანი ჯურნალისტების მეტი აგარავინ ქომაგობსსს"-არც დაიგინო მაგაზე ჯიგარსონ:))) მიუხედავად ყველაფრისა, მინდა ტორპედო არ გავარდეს. მე მიყვარს ქუთაისი...

• vaxo

დინამოსთან რაც დადის მთელ სეზონში 1 მატჩში დადის ჩვენთან.. ააუუ ეხა კვირას თავსხმა წვიმაა და შეილება მართლა 5 000 ზე მეტი არ მოვიდეს და ესენი დაწერენ 100 კაცს. პროსტა რო მახსენდება ხალხი და აურა და მერე ლელოს 5 500 კაცს უყურებ გულზე მხვდება

• vaxo

ტორპედო-ოლიმპიმ 9 000 მაყურებელი ტორპედო-კოლხეთი 3 500 მაყურებელი ტორპედო-სიონი 3 000 მაყურებელი ტორპედო-დინამო 11 000 მაყურებელი ტორპედო-ზესტაფონი 9 000 მაყურებელი ტორპედო-სამტრედია 8 000 მაყურებელი ჯამში: 43 500 მაყურებელი სიმართლე ვისაც აინტერესეწბს

• avto

საწყალი დინამო ნათესავების და ბოღმიანი ჯურნალისტების მეტი აგარავინ ქომაგობსსს

• vaxo

12 000 თუ ეტევა ნახევარზე მეტი როგორ არ იყო ნუ გამაგიჯეთ? სულ ცოტა დააკლდა შევსებას ეს ერთი მეორე ზესტაფონთან უფრო მეტი იყო ხალხი და თქვენ ზესტაფოონთან 5000 დაწერეთ სამტრედიასთან 5 500. აქ ჩაიჭერით ცოტა. სხვა გუნდებს რას მოაკლებთ მართლა არ დადის ხალხი დინამოს რაგას მოაკლებთ 100 კაცია სულ

• vaxo

ეი თქვენი აზრით ნახევარი სტადიონი არ იყო სავსეე????? გაგლიჯე 4000 თავისუფალი სკამი ყოფილიყო კარების უკან არ იყო მარტო სავსე მარა ხასლხი იქაც იჯდა

• babu

ვეჩნი ეგრე წერს ლელო სულ 2-3 ატასი კაცით ნაკლებს რა პონტია ეგ პირიქით უნდა გიხაროდეთ რო ამდენი კაცი დადის დენამოსთან 11000 კაცი იყო და 8 დაწერეს ზესტასთან 9000 იყო და 7 დაწერს კაი რააა ვინ წერს ამ ოქმებს ერთი

• administratori

გვერწმუნეთ, ჩემპიონატის მატჩებზე დამსწრეთა რიცხვს შეგნებულად არ ვამცირებთ - ეგ მატჩის ოფიციალური ოქმის მონაცემია. ჩემი ნება რომ იყოს, მაგ რიცხვს სიამოვნებით მივუწერდი კიდევ ერთ ნულს - ოღონდ კი საქართველოს ჩემპიონატზე დადიოდეს მაგდენი გულშემატკივარი... პატივისცემით ადმინისტრაცია

• ALEX

ქართულ სპორტულ გაზეთებში ყველაზე მეტად გაფასებთ! სასიამოვნო და ობიექტურ სტატიებს წერთ,მაგრამ რაღაცატომ მაყურებელთა რაოდენობას არა ობიექტურად წერთ. აშკარაა და თვალსაჩინო.. არ ვიცი რატომ,მაგრამ ფაქტია. თუ გნებავთ მომდევნო თამაშზე დავთვალოთ ერთად,სავარაუდოდ რამდენი მაყურებელი იყო.... იმედია ამ შენიშვნას გაგებით მიიღებთ.

• jemali

რა იყო რატო გვაკლებთ სუ ამ ხალხს თან გვინახევრებ რა. რა შUრიანები ხართ საღოლ რა.

• beqa1685

არ შეიძლება გამცეთ პასუხი რატო აკლებთ გულშემატკივრების რაოდენობას ყველა თამაშზე

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!