ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ბესიკ დეკანოიძე: მოთხოვნაა, რომ "ჩიხურამ" წელს ევროსარბიელზე ითამაშოს

ბესიკ დეკანოიძე: მოთხოვნაა, რომ "ჩიხურამ" წელს ევროსარბიელზე ითამაშოს

"გუნდში ძმაკაცური სიტუაციაა, ფეხბურთელები ერთმანეთისთვის ყველაფერს ვაკეთებთ მოედანზე"
ეროვნული ჩემპიონატის წინა ტურში, საჩხერის "ჩიხურამ" სტუმრად დაამარცხა "ზუგდიდი" - 3:1. იმერელთაგან ორი გოლი ბესიკ დეკანოიძემ გაიტანა და "ლელომ" ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანა.

არადა, მიმდინარე სეზონის პირველ ეტაპზე ზუგდიდელებმა "ჩიხურას" შინ 4:2 მოუგეს. იმ მატჩზე გახლდით და საკუთარი თვალით ვნახე, თუ რა ძნელია იქ თამაში სტუმარი გუნდისთვის - განმუხურის სტადიონზე ისეთი ატმოსფერო იქმნება, რომ იქიდან ქულების წამოღება ძალიან რთულია.

"ზუგდიდელებს ისეთი გუნდი აღარ ჰყავთ, როგორიც ამ სეზონის პირველ ეტაპზე, ბევრი ფეხბურთელი სხვაგან გადავიდა, მაგრამ "ზუგდიდთან" სტუმრად თამაში ყველას უჭირს.

პირველ ტაიმში მასპინძლებმა გვაჯობეს და 1:0-ს იგებდნენ, შესვენების შემდეგ კი თამაში გამოვასწორეთ, თანაგუნდელები ერთმანეთს გვერდში დავუდექით და შეხვედრა წარმატებით დავასრულეთ, ალბათ, ჩვენ უფრი გვწყუროდა გამარჯვება", - გვითხრა დეკანოიძემ.

ამ ტექნიკური შემტევი ნახევარმცველის გოლები გარდამტეხი გამოდგა. ანგარიში სწორედ დეკანოიძემ გაათანაბრა, მეორე გოლი "ზუგდიდს" ნიკა კვასხვაძემ გაუტანა, შეხვედრის მიწურულს კი ისევ დეკანოიძემ გამოიჩინა თავი და წერტილი დასვა.

"პირველი გოლის დროს იღბალიც ჩემს მხარეს აღმოჩნდა - ბურთი ჯერ მეკარემ მოიგერია, მერე მცველს მოხვდა და ფაქტობრივად ცარიელი კარის დალაშქვრა მომიწია, მეორე გოლი კი ლამაზი გამომივიდა. ძალიან მიხარია, რომ საკუთარ გუნდს სამი ქულის მოპოვებაში დავეხმარე", - ამბობს დეკანოიძე.

"ჩიხურა" ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა, თასის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში კი შინ გორის "დილა" 3:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გასვლის ჩინებული შესაძლებლობა გაუჩნდა.

"დილას" ლიტველმა დამრიგებელმა ვალდას ივანაუსკასმა იმ შეხვედრაში რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი არ ათამაშა. ცუდი მინდორი დაგვხვდა და საკუთარ მოთამაშეებს გავუფრთხილდიო - ასე ახსნა მან თავისი გადაწყვეტილება.

"უკვე რა ხანია, ამ მინდორზე ვთამაშობთ და ის არც ისეთი ცუდია. "დილას" მწვრთნელმა ასე ჩათვალა საჭიროდ და რამდენიმე მოთამაშე დაასვენა.

თუმცა ნახევარფინალში გასვლა განაღდებული არ გვაქვს, უბრალოდ, მიზნისკენ ერთი ნაბიჯი გადავდგით.

საშინაო მატჩებს საჩხერესთან ახლოს - ივანწმინდაში ვთამაშობთ. როცა ამინდი გვიწყობს ხელს, მანდვე ვვარჯიშობთ, წვიმის დროს კი საჩხერეში ხელოვნურსაფრიან მოედანს ვიყენებთ.

ივანწმინდაში მინდორს ძალიან კარგად უვლიან, ისეთი ატმოსფეროა სტადიონზე, რომ ყველა სტუმარ გუნდს უჭირს თამაში". - განმარტავს დეკანოიძე, რომელმაც ისიც გვითხრა, რომ ჯერ უცნობია, ჩემპიონატის მომდევნო ტურში რომელ სტადიონზე უმასპინძლებს "ჩიხურა" "ზესტაფონს".

"ყველამ კარგად ვიცით, თუ რა ძლიერი გუნდია "ზესტაფონი". როგორც გავიგეთ, შესაძლოა, რომ ეს შეხვედრა ივანწმინდაში არ გაიმართოს. ყველაფერი რამდენიმე დღეში გაირკვევა.

კლუბის ხელმძღვანელობის და გულშემატკივრების მოთხოვნაა, რომ "ჩიხურამ" წლეულს ევროსარბიელზე ითამაშოს. ყველა გვერდში გვიდგას და ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ ამ მიზნის მისაღწევად", - ამბობს დეკანოიძე.

დეკანოიძე ბურთის ფლობაშია გამორჩეული, შეუძლია მეტოქეს თავგზა აუბნიოს, სხარტია და ორიგინალური გადაწყვეტილების მიღება ეხერხება.

წარმოშობით საჩხერელია, საიდანაც ცხინვალის "სპარტაკში" მოხვდა, თუმცა პირველ გუნდში ფეხის მოკიდება გაუჭირდა. იქ პერსპექტიულ ფეხბურთელად მიიჩნეოდა, მაგრამ იქ ბოლომდე ვერ გაიხსნა.

"როცა "ჩიხურას" უმაღლეს ლიგაში დაბრუნების რეალური შანსი გაუჩნდა და პლეი აუტში მოუწია თამაშმა, სწორედ მაშინ დავბრუნდი საჩხერულ გუნდში. "სპარტაკში" თითქმის სამი წელი დავრჩი, ასაკის გამო ფიზიკურად ვერ ვიყავი სათანადოდ მზად, ახლა კი ვგრძნობ, რომ ჯანი მომივიდა.

"ჩიხურაში" უფრო მიადვილდება თამაში, გუნდში ძმაკაცური სიტუაციაა, ფეხბურთელები ერთმანეთისთვის ყველაფერს ვაკეთებთ მოედანზე, ძალიან მიხარია, რომ ასეთი შეკრული გუნდი გვყავს.

ფაქტია, "ჩიხურა" ახალი გადმოსულია უმაღლეს ლიგაში და უკვე ყველასათვის ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს. ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი გვყავს, მათ ემატება 3-4 ახალგაზრდა მოთამაშე. ასეთნაირად ჩამოყალიბდა ჩვენი გუნდი", - გვითხრა დეკანოიძემ.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების დამრიგებელმა დეკანოიძე ჯერ მხოლოდ ერთხელ გამოიძახა. ალექსანდრე ჩივაძე სელექციას აგრძელებს და 21 წლის ჩიხურელი ისევ ჰყავს თვალთახედვის არეში.

ქართველი 21-წლამდელები ახლა ავსტრიაში არიან შეკრებაზე, დეკანოიძე კი "ზესტაფონთან" მატჩისთვის (30 მარტი) ემზადება და თუ ისევ გამოიჩენს თავს, ნაკრებსაც უფრო მიუახლოვდება.

ძმაკაცური გუნდი ვართ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო

"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო

"დინამო თბილისისა" და "გარეჯის" მოგებები, "სამგურალი"-"გაგრას" ფრე

"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს

"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა

კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა

ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს

[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა

პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა

[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ

სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან

"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს

[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო

20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"

"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს

"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა

მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა

"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა

იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე

რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს

"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა

"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა