41 წლის ქართველმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მიუნხენში წარმატებას მტკიცე ხასიათის ხარჯზე მიაღწია
41 წლის ქართველმა ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ მეცხრედ მოიპოვა მსოფლიოს თასი! ეს სასიხარულო ამბავი გუშინ მიუნხენში, მსოფლიოს სუპერთასის გათამაშებაზე მოხდა.

მსოფლიოს სუპერთასის შეჯიბრებაში მონაწილეობა ლიმიტირებულია - იწვევენ მხოლოდ მსოფლიოს თასების ცალკეულ ეტაპებზე პირველ-მეორე ადგილებზე გასულ სპორტსმენებს. წლეულს მათ მსოფლიოს ჩემპიონატის მედალოსნებიც დაუმატეს და ორივე დისციპლინაში - სპორტულშიც და პნევმატურშიც 12-12 მონაწილე მოგროვდა.

სალუქვაძემ საკვალიფიკაციო ეტაპი 578 ქულით და მეოთხე ადგილით დაასრულა. ეს არაა ცუდი შედეგი, მაგრამ 578 ქულა საკმაოდ ჩამორჩება მის პირად რეკორდს. თუმცა მეოთხეობაც სადავო გაუხდა, რადგან ამდენივე ქულა დააგროვეს რუსთა ახალბედა ანა მასტიანინამ და მონღოლთა ნაკრების მოულოდნელ ლიდერად ქცეულმა მუნკზულ ჩოგბარდანმა (აქამდე მათ შემადგენლობაში ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი გუნდეგმაა ოტრიადი გამოირჩეოდა, რომელიც წლეულს საერთოდ ჩაიკარგა). დამატებით სროლებში კონკურენტებთან შედარებით ბევრად გამოცდილმა ჩვენებურმა მტკიცე ნერვები გამოავლინა და აჯობა მათ.

რაც შეეხება შესარჩევი ეტაპის გამარჯვებულს, ის 582-ქულით წლევანდელი სეზონის კიდევ ერთი მოულოდნელობა, ფრანგი სელინ გობერვილია. მომდევნო ადგილებს 579-579 ქულით გერმანელთა მონღოლი მსოფლიოს ჩემპიონი მუნკბაიარ დორჯსურენი და ჩეხთა ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს წლევანდელი პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი ლენკა ჰიკოვა-მარუსკოვა იყოფდნენ. 12 მონაწილიდან ფინალურ ოქტეტში ორი 577-ქულიანი მსროლელიც შევიდა - ბელარუსული წარმოშობის ავსტრალიელი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის მედალოსანი ლოლიტა იევლევსკაია და სალუქვაძესავით ყველაფრის მომგები სერბი, მისი ოდინდელი მეტოქე და მეგობარი იასნა სეკარიჩი. საკმაოდ სოლიდური კვარტეტი დარჩა ფინალს მიღმა - მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონები, რუსი კირა კლიმოვა და სერბი ზორანა არუნოვიჩი, ბულგარელი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი მარია გროზდევა და ამ სეზონში თავგამოჩენილი კიდევ ერთი უცნობი ახალგაზრდა, ყაზახი ზაურეშ ბაიბუსინოვა.

სალუქვაძემ კიდევ ერთხელ გამოავლინა მტკიცე ხასიათი და ფინალში გაიბრწყინა - 205,4 დააგროვა, რაც ძალზე კარგი მაჩვენებელია. როგორც საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალური საიტი იტყობინება, მან განსაკუთრებით კარგად ბოლო სერია ჩაატარა. ამ შედეგით სალუქვაძემ საგრძნობლად ჩამოიტოვა კონკურენტები. ფინალში მეორე შედეგი მარუსკოვას ჰქონდა - 202,9, თუმცა ჯამში ჩვენებურმა 783,4 ქულა დააგროვა, ჩეხმა - 781,9. მესამეზე გობერვილი გავიდა 780,5-ით.

ბარემ აქვე გეტყვით, რომ პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში მსოფლიოს თასი კლიმოვამ მოიპოვა, რაც ახალგაზრდა რუსისთვის სეზონში მეორე ჯილდოა აგვისტოში მიუნხენშივე მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედლის შემდეგ.

სალუქვაძისთვის ეს წარმატება ერთგვარი კომპენსაციაა არცთუ წარმატებული სეზონის ბოლოს. ჩვენებურმა ვერც ევროპის ჩემპიონატზე გამოიჩინა თავი, დიდად ვერც მსოფლიოს თასებზე იყოჩაღა, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც სპორტის ამ სახეობაში ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება, იმდენად ცუდად გამოვიდა, მსგავსი რამ კარიერის დასაწყისში თუ მოსვლია მხოლოდ. მან სუპერთასის საგზური წლეულს თავისითაც კი მოიპოვა, მაგრამ შარშანაც მოიგო თასი ამავე დისციპლინაში და წლევანდელ შეჯიბრებაში გამოსვლა ჯერ კიდევ მაშინვე დაიბევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

Giorgi
ლეგენდა ხარ და ლეგენდად დარჩები ყოველთვის.
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის