24 წლის ტანმაღალი თავდამსხმელი საქართველოში შეეცდება კარიერის გაგრძელებას
რევაზ ბარაბაძე რუსთავის "მეტალურგში" ვარჯიშობს და შესაძლოა, სულ მალე კლუბთან კონტრაქტიც გააფორმოს.

დიდი ხანია, ბარაბაძეს ქართველი გულშემატკივრისთვის თავი არ შეუხსენებია. ტანმაღალი თავდამსხმელი 19 წლის იყო, როდესაც ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს, სადაც საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა.

ლისაბონში პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ რევაზმა თვით ლუიშ ფელიპე სკოლარის მოწონებაც დაიმსახურა. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა - მცირე ხნით ის მილანის "ინტერის" დუბლშემადგენლობასთან ერთად ვარჯიშობდა.

მაგრამ კარიერა 2008 წლის ზაფხულში აერია. იმ დროს მახაჩყალის "ანჟიში" თამაშობდა, მუხლი დაუზიანდა და მეხუთე წელია, რაც ფეხზე ვერ დადგა: რამდენიმე მძიმე ოპერაცია გადაიტანა, მოედანს უბრუნდებოდა და შემდეგ ისევ სამკურნალო ხდებოდა.

რუსთავურ კლუბში ბარაბაძე მეორედ მივიდა. პირველად - 2010 წელს, როცა "ანჟიდან" წამოვიდა. ბოლოს გორის "დილაში" აიყვანეს. მორიგი სარეაბილიტაციო კურსის შემდეგ თურქეთში გუნდთან ერთად მოემზადა და თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ შემადგენლობაში ვერ დამკვიდრდა და უგუნდოდ დარჩა.

წლეულს, ზამთარში, 24 წლის ბარაბაძე უცხოეთში მოწყობას ცდილობდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა და ახლა კვლავ საქართველოში შეეცდება კარიერის გაგრძელებას.

ბარაბაძის თქმით, ორი დღეა, რაც რუსთავის "მეტალურგში" ვარჯიშობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა