ყენიას შეუძლია, ნაკრებს ის ბრწყინვალება და ორიგინალურობა დაუბრუნოს, რაც ქინქლაძის წასვლის შემდეგ გაქრა
სტატისტიკა ყოველთვის საინტერესოა. ზოგისთვის ეს, უბრალოდ, მშრალი ციფრებია, ზოგისთვის - დასკვნების გამოსატანი კარგი მასალა.

უკრაინაში კომპანია "ინსტალ ფუტბოლი" დაწვრილებით სტატისტიკურ მონაცემებს აგროვებს და ყველა დაინტერესებულ კლუბთან თანამშრომლობს, რათა მწვრთნელებს განვლილი შეხვედრების ანალიზი გაუადვილოს.

უკრაინის პრემიერლიგის მე-19 ტურში საუკეთესოთა შორის ქართველებიც მოხვდნენ. მაგალითად, ლვოვის "კარპატის" შემტევი ნახევარმცველი ლევან ყენია ზაპაროჟიეს "მეტალურგთან" რვა წარმატებული დრიბლინგით საუკეთესოთა სამეულში მოხვდა - ნელსონსა და მარლოსსაც ზუსტად ასეთი მაჩვენებელი ჰქონდათ.

ბუბა დაუშვილი "მეომრის" სახელს ამართლებს - ლვოველთა ქართველმა საყრდენმა ზაპოროჟიელებთან 20 ორთაბრძოლა მოიგო.

მარიუპოლის "ილიჩევეცის" შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი კიევის "არსენალთან" არა მხოლოდ დუბლით გამოირჩა, არამედ მეტოქეთა შეტევები შვიდჯერ წესების დარღვევით შეაჩერა და გუნდს დაცვაში დროულად დაბრუნების საშუალება მისცა - ასე რომ, ეს ნომინაცია მაინცდამაინც უარყოფით კონტექსტში არ უნდა განვიხილოთ.

საერთოდ, აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი სეზონია, ქართველები უკრაინაში პოზიციებს იბრუნებენ. ლევან ყენია სპორტულმა ინტერნეტ-გამოცემა Football24.ua-მ მე-20 ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. ხოლო ბოლო ტურში ზაპოროჟიეს "მეტალურგთან" ფრეს (1:1) შემდეგ, ლვოველმა გულშემატკივრებმა "კარპატის" ვებგვერდზე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ლევანი დაასახელეს. ამ გამოკითხვაში მესამეზე დაუშვილი გავიდა.

ყენიამ "ტავრიასთან" და "ჩერნომორეცთან" მატჩების შემდეგაც გაიმარჯვა ანალოგიურ გამოკითხვებში და შეიძლება ითქვას, დღეისათვის "კარპატის" საუკეთესო მოთამაშეა.

უკრაინის პრემიერლიგის ერთ-ერთ ლიდერს - დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" დაუბრუნდნენ ჯაბა კანკავა და სანდრო კობახიძე - პირველი ძირითადში დამკვიდრდა, სანდრო კი თავის შანსს ელოდება.

უკრაინის საუკეთესო კლუბში - დონეცკის "შახტარში" დაბრუნების იმედი აქვს თორნიკე ოქრიაშვილს, რომელიც ბოლო ერთ სეზონში ბავშვობის ასაკიდან გამოვიდა.

ფორმაშია და სიმბოლურ ნაკრებებში ხშირად ხვდება "კრივბასის" მცველი უჩა ლობჟანიძე.

საფრანგეთის ნაკრებთან მოახლოებული მატჩის წინ ეს ამბავი ძალიან გვახარებს. ილუზიები არ გვაქვს - საფრანგეთი კლასით ბევრად აღემატება საქართველოს ეროვნულ გუნდს და პარიზში მოგებაზე ფიქრი ზღაპარს ჰგავს.

თუმცა "მამლებს", პერიოდულად, უცნაური ჩავარდნები ახასიათებთ, რაც მცირე შანსს გვიტოვებს. ჩვენი მთავარი იმედი კი ბოლო დროს დაწინაურებული ქართველი ფეხბურთელები არიან. მათ შორის ლევან ყენიას გამოვარჩევთ.

"მას შეუძლია, "კარპატელი მესი" გახდეს. თუ პროგრესს ამ ტემპით გააგრძელებს, დიდი ფეხბურთელი დადგება", - ასე თქვა ყენიაზე ხარკოვის "ჰელიოსის" მთავარმა მწვრთნელმა რომან პოკორმა.

ყენიამ "კარპატის" სათადარიგოთა სკამზე გადასვა ბოსნიის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სემირ შტილიჩი, რომელიც ქართველის მისვლამდე გუნდის ლიდერად და უკრაინული ლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ მიიჩნეოდა.

ყენიას შეუძლია ნაკრებს ის ბრწყინვალება და ორიგინალურობა დაუბრუნოს, რაც გიორგი ქინქლაძის წასვლის შემდეგ გაქრა. ეს დეფიციტი ხომ სწორედ შემოქმედი ცენტრალური ნახევარმცველის არყოფნით იყო გამოწვეული.

და თუ პარიზში ვერ მოვიგებთ, იქნებ ქართველმა ფეხბურთელებმა მატჩზე მისულ სელექციონერებს მოაწონონ თავი.

ძლიერ კლუბებსა და ლიგებში გადასული ჩვენი ლეგიონერები ისევ ეროვნულ ნაკრებს წაადგებიან, გააძლიერებენ და თავდაჯერებულობას შემატებენ მას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

tijana513
ღმერთმა ქნას ყენიამ ქინქლაძის დონის ფეხბურტი ითამაშოს მაგრამ ქინქლაძემდე ვერ მივა გიოს მეფეს ეძახდნენ სიტიში და ამხელა დონის კლუბია დღემდე გიოზე ლაპარაკობენ
romani
ჩემი აზრით ყენიასთვის ჯობია ცოტა ხანი კიდევ ითამაშოს ლვოვში, ძირითადშია და ყოველდღე აუმჯობესებს თამაშს. დიდ გუნდებში აუცილებლად ითამაშებს
shaqruxa
ასიანი ხარ მერაბ
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა