საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩში ირლანდიის ნაკრებს უშეღავათო ბრძოლა გაუმართა
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა საფრანგეთის ქალაქ გრენობლთან ახლოს ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩში ირლანდიის ნაკრებს უშეღავათო ბრძოლა გაუმართა და მიუხედავად იმისა, რომ ოთხი ქულის სხვაობით წააგო - 27:31, სტადიონზე მისულმა მაყურებელმა ოვაცია გაუმართა.

"უმცროს ბორჯღალოსნებს" სულ ცოტა დააკლდათ ევროპის ჩემპიონატის შარშანდელი ფინალისტის დასამარცხებლად.

თამაშის დასრულებას აღარაფერი აკლდა, ჩვენმა ბიჭებმა იერიში რომ წამოიწყეს, მაგრამ "სამყურებმა" თავის დაცვა შეძლეს და ნახევარფინალში გააღწიეს.

თამაში ჩვენი გუნდისთვის ცუდად დაიწყო, მე-12 წუთისთვის უკვე 8:0-ს ვაგებდით, თუმცა ილია მაისურაძის სამწყსომ დროულად შეძლო მობილიზება და ტაიმის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე 13:11 იგებდნენ.

ბოლო წუთზე კი, ირლანდიელებმა საჯარიმოთი მაინც შეძლეს დაწინაურება - 14:13.

საკმაოდ დაძაბულ და უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა მეორე ნახევრის საწყისი 15 წუთი.

ირლანდიელებმა შესვენების შემდეგ მალევე გაიტანეს ლელო, თუმცა ჩვენმა ნაკრებმაც ლელოთივე უპასუხა და 20:21.

აი, მომდევნო ათ წუთში რა მოხდა, ძნელი სათქმელია. მეტოქემ ორი ლელო გაგვიტანა და მატჩის ეს მონაკვეთი გადამწყვეტი აღმოჩნდა - 31:20.

დასკვნით ათ წუთში საქართველოს ნაკრები დომინირებდა, თუმცა ჩვენმა ბიჭებმა მხოლოდ ერთი ლელოს გატანაღა მოახერხეს - 27:31. ახლა მე-5 ადგილისთვის ნახევარფინალში, ისვე როგორც შარშან, იტალიის ნაკრებს დავუპირისპირდებით, რომელმაც მეოთხედფინალში მასპინძლებთან 0:32 წააგეს.

საქართველო-ირლანდია 27:31

15. ირაკლი სვანიძე, 14. ბადრი ლიპარტელიანი, 13. დევი დევსურაშვილი, 12. თემურ ირემაძე, 11. იოსებ კიკვაძე, 10. რევაზ ჯინჭველაშვილი, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. დავით ფხაკაძე, 2. ბადრი ალხაზაშვილი, 3. ზაურ ხარებავა, 4. თორნიკე ზოიძე, 5. როლანდ კვაჭაძე, 6. ბადრი დანგაძე, 7. თორნიკე ბუბუტეიშვილი, 8. ჟორა მღებრიშვილი.

16. ბექა კაკაბაძე, 17. გიორგი ტორაძე, 18. გუგა ხანთიძე, 19. ბექა გორგაძე, 20. თეიმურაზ თუთბერიძე, 21. დავით გულიტაშვილი, 22. თემურ ირემაძე, 23. დავით ლობჟანიძე, 24. დავით პაპავაძე, 25. გიორგი ხვისტანი, 26. ლევან გიკაშვილი.

მეოთხედფინალი

ინგლისი-პორტუგალია 82:8, საფრანგეთი-იტალია 32:0, უელსი-შოტლანდია 17:18

V ადგილისთვის

საქართველო-იტალია

პორტუგალი-უელსი

ნახევარფინალი

ინგლისი-შოტლანდია

საფრანგეთი-ირლანდია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ciba
ახლახანს დავამარცხეთ იტალია 17-12 (18 წლამდელებმა)!!!
საქართველოსთვის!!!
მგლებო!
20 წ. | აფრიკასთან ბრძოლაში დავმარცხდით
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის 23 მორაგბე შეირჩა
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის