ჯეკ უილშირი "არსენალს" უკვე ამ უქმეებზე დაეხმარება
ბრიტანული და არამარტო ბრიტანული პრესა ბოლო დღეებში "არსენალის" სატრანსფერო გეგმებზე ძალიან ბევრს წერს. "მეთოფეები" ამ თემაზე იანვარშიც სერიოზულ განცხადებებს აკეთებდნენ, მაგრამ, მოგეხსენებათ, საბოლოოდ არავინ არ უყიდიათ. ჩვენი ვალია, მკითხველს დროულად ვაცნობოთ ყოველივე. მაგალითად, Sport.es წერს, რომ ჩრდილოლონდონელები მზად არიან, "ბარსელონასთან" ერთბაშად სამი ფეხბურთელის ტრანსფერზე დაიწყონ მუშაობა - ვიქტორ ვალდესის, დავიდ ვილიასა და ალექსის სანჩესის. "დეილი სტარის" მტკიცებით კი, პრემიერლიგიდან "ქუინზ პარკის" გავარდნის შემთხვევაში არსენ ვენგერი "რეინჯერებს" კრისტოფერ სამბასა და ლოიკ რემის გაყიდვას შესთავაზებს. ფრანგი სპეციალისტი თანაქალაქელს 18 მილიონ ფუნტს გადაუხდის. "სანი" "არსენალის" კიდევ ერთ სამიზნეზე წერს. ლაპარაკია ნიგერიის ნაკრებისა და "სანშაინ სტარზის" 22 წლის ცენტრალურ მცველ გოდფრი ობოაბონაზე. გარიგება სულ რაღაც 1 მილიონ ფუნტად არის შეფასებული.

უილშირს პლუს პოდოლსკი

"არსენალის" 21 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ჯეკ უილშირი 17-თვიანი პაუზის შემდეგ მოედანს შარშან ოქტომბრის ბოლოსღა დაუბრუნდა. მას შემდეგ პრემიერლიგაში ფეხბურთელმა 17 თამაში ჩაატარა, თანაც ყველა ძირითად შემადგენლობაში. 3 მარტს "ტოტენჰემთან" დერბიში მან კოჭის ტრავმა მიიღო, რის მერეც მასმედია მასზე ურთიერთგამომრიცხავ ცნობებს ავრცელებდა. ზოგიერთი წყარო ჯეკს თვე-ნახევრიან პაუზას უწინასწარმეტყველებდა, ზოგი კი წერდა, რომ საშიში არაფერი იყო. ამ დღეებში გაირკვა, რომ უილშირმა სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა და შესაძლოა, ვენგერმა ის უქმეებზე "რედინგთან" ძირითადშიც კი ათამაშოს.

სულ ბოლოს კი "არსენალის" 27 წლის გერმანელ თავდამსხმელ ლუკას პოდოლსკიზე ვთქვათ. "პრინც პოლდის" თებერვლიდან მოყოლებული ფეხის ტრავმა აწუხებს, რის გამოც მან თამაშს სერიოზულად უკლო. Goal.com-ის ცნობით, ზაფხულზე ლუკასს ოპერაციას გაუკეთებენ, იქამდე კი მას ტკივილის მოთმენა მოუწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

არსენ ვენგერი: ბიჭებმა მოგებას მთელი ძალები შეალიეს [VIDEO]

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა