ზაჰას "მანჩესტერ იუნაიტედში" თავის დამკვიდრების იმედი აქვს
"მანჩესტერ იუნაიტედმა" იანვარში "კრისტალ პალასიდან" უილფრიდ ზაჰა 15 მილიონ ფუნტად შეიძინა და სეზონის ბოლომდე ლონდონურ კლუბს იჯარითვე დაუბრუნა. 20 წლის გარემარბი სრულფასოვანი "წითელი ეშმაკი" 1 ივლისიდან გახდება. მის ტრანსფერზე უკვე ბევრი დაიწერა და ბევრი ითქვა. ფეხბურთში ღრმად ჩახედული ჟურნალისტების უმრავლესობა უბრალოდ ვერ ხვდება, რაში დასჭირდა სერ ალექს ფერგიუსონს ახალგაზრდა ფეხბურთელი, როცა მას ამავე ამპლუის ფეხბურთელთა მთელი თანავარსკვლავედი ანტონიო ვალენსია, ლუიშ ნანი და ეშლი იანგი ჰყავს. ცხადია, ზაჰასთვის ცნობილია, რომ მის პოტენციალში ეჭვი ეპარებათ, რაც მისი თქმით, მხოლოდ მოტივაცია მატებს. აი, რა უთხრა მან "დეილი მირორის" ჟურნალისტს:

- არიან ადამიანები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ მე უფრო მეტად ვარ შეფასებული, ვიდრე ვიმსახურებ. ამის გამო, ყოველ ჯერზე, როცა მოედანზე გამოვდივარ, უნდა დავამტკიცო, თუ რა შემიძლია. მთავარია, ვიცი, ამ ზეწოლას როგორ გავუმკლავდე. ინგლისის ნაკრებების ღირსების დაცვა ჩემთვის უდიდესი გამოცდილებაა. განსხვავება ეროვნულსა და ასაკობრივ გუნდებს შორის მხოლოდ ემოციური მხარეა. სტივენ ჯერარდისა და სხვა ვარსკვლავების გვერდით თამაშის შანსი ჩემთვის განსაკუთრებული მომენტი იყო.

მაღალი კლასის ფეხბურთელებთან ერთად თამაში, შანსიც კი, რომ დრო მათთან ერთად გავატარო, ინგლისის ნაკრების ფორმა მეცვას, არასოდეს გახდება ჩემთვის ერთი რიგითი ეპიზოდი. თუმცა ყველანაირად ვეცდები, შევეგუეო ამ ყველაფერს და ვითამაშო ისე, როგორც შემიძლია. ამ თემაზე როცა ვფიქრობ, სულაც არ ვნერვიულობ. ფეხბურთის თამაში, ეს არის ერთადერთი, რასაც ჩემგან ითხოვენ. ჩემთვის ახალგაზრდულ ნაკრებში ასპარეზობაც დიდი პატივია. ბიჭებთან კარგად ვარ შეთამაშებული და მათ გვერდით თავს კარგად ვგრძნობ. "იუნაიტედში" გადასვლა ჩემთვის იმის შესაძლებლობა იქნება, რომ ჩემი საფეხბურთო ოსტატობა საერთაშორისო არენაზე წარმოვაჩინო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"მანჩესტერ იუნაიტედის" მომავალმა ვარსკვლავმა "ლიდსის" ფანებს შუათითი უჩვენა

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა