საქართველოს ნაკრებმა ჰონგ კონგში მიმდინარე მსოფლიოს სერიის შესარჩევ ტურნირში მოწინავე ოთხეულში გააღწია
საქართველოს ნაკრებმა ჰონგ კონგში მიმდინარე მსოფლიოს სერიის შესარჩევ ტურნირში მოწინავე ოთხეულში გააღწია და მომდევნო ეტაპზე, ლონდონში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ინგლისის დედაქალაქში ჩვენს მეშვიდკაცეებს ამჯერად სამეულში გასვლა მართებთ, რათა მომავალი წლის მსოფლიოს სერიის საგზური მოიპოვენ.

"შვიდკაცა ბორჯღალოსნებმა" პირველ მატჩში იამაიკის ნაკრებს ხუთი ლელო გაუტანეს და 27:17 დაამარცხეს. ჩვენი გუნდიდან ორ-ორი ლელო ვიქტორ კოლელიშვილმა და ირაკლი მაჩხანელმა მიითვალეს, ერთიც თედო ზიბზიბაძის ანგარიშზეა.

შეჯიბრების მეორე დღე ჩვენი გუნდისთვის წარმატებული ვერ გამოდგა. მომდევნო მეტოქე ბრაზილიის ნაკრები იყო, რომელსაც პირველი ტაიმი ლაშა ხმალაძისა და გიორგი ფრუიძის ლელოების წყალობით 14:0 მოვუგეთ. როგორც ჩანს, ქართველმა მორაგბეებმა გამარჯვება ნაადრევად ირწმუნეს და მეტოქეს მდგომარეობის გამოსწორების საშუალება მისცეს. მატჩი საბოლოოდ ფრედ 19:19 დასრულდა.

ჯგუფური ტურნირის ბოლო შეხვედრა საქართველოს ნაკრებმა იაპონიის გუნდთან გამართა და, მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორ კოლელიშვილის ლელოთი მატჩის დასაწყისშივე დაწინაურდა 7:0, ბოლოს მაინც წააგო - 7:26.

ამდენად "შვიდკაცა ბორჯღალოსნებმა" ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს და ძალიან გაუმართლათ, რომ მესამეადგილოსნებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდათ, რადგან მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს.

პლეი ოფის ამ ეტაპზე მეტოქე ისევ იაპონიის ნაკრები იყო. ეს მატჩი შეჯიბრების მესამე დღეს გაიმართა და ჩვენმა გუნდმა შესნიშნავად ითამაშა. ქართველმა მორაგბეებმა ამომავალი მზის ქვეყნის შვილებს შანსი არ დაუტოვეს და მშრალი ანგარიშით - 17:0 დაამარცხეს.

მიზანი მიღწეულია. "შვიდკაცა ბორჯღალოსნებმა" ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს, სადაც ტონგას ძლიერ ნაკრებთან 7:19 წააგეს. ტონგელები ფინალში მოულოდნელად 19:22 დამარცხდნენ ზიმბაბვეს ნაკრებთან, რომელმაც მანამდე ნახევარფინალში რუსებსაც მოუგო - 19:5. მაისში, ლონდონში თამაშის უფლება სწორედ ამ ოთხეულმა მოიპოვა.

საქართველოს ნაკრები

ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), ლაშა ხმალაძე (ლელო), ირაკლი ღვინჯილია (ლოკომოტივი), შავლეგ მახარაშვილი (ბათუმი), გიორგი ფრუიძე, ზუაბ ძნელაძე (ორივე-აია), ალექსანდრე თოდუა (ალბი), ლევან გოგოლაშვილი, გიორგი ჯიმშელაძე (ორივე-არმია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

levani kaxeti
დაწერეთ გარკვევით, რომელ ოთხეულზეა საუბარი, რა გაახურეთ საქმე.
vendeta
გენაცვალეთ ბიჭებო სამშობლოს ასე რომ ასახელებთ იპონელებზე მოგება გამიხარდა ყველაზე მეტად.
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა