ოუენმა კარიერაში ბევრი შეცდომა დაუშვა
თვეზე ცოტა მეტია გასული მას მერე, რაც "ლივერპულის" ლეგენდამ, 34 წლის ჯეიმი კარაგერმა დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს ფეხბურთიდან მიდის. რამდენიმე დღის წინ კი ანალოგიური განცხადება გააკეთა კიდევ ერთმა მერსისაიდელმა, 33 წლის მაიკლ ოუენმა. კარამ "დეილი მეილთან" ინტერვიუში მეგობარზე, ვისთან ერთადაც "ენფილდზე" 8 წელიწადი აგორებდა ბურთს, ვრცლად ილაპარაკა. მაშ ასე:

იმისთვის, რომ მაიკლ ოუენს ჩვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება დაეტოვებინა, "ენფილდზე" ინგლისის ახალგაზრდული თასის მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედთან" ჰეთ თრიკი საკმარისი იყო. იქამდე მისი სახელი გვსმენოდა, როგორც ფეხბურთელის, ვისაც თვალი არ უნდა მოაცილო, მაგრამ 1996 წლის გაზაფხულის იმ საღამოს გავიფიქრე, რომ მაიკლი განსაკუთრებული იქნებოდა.

დამაგვირგვინებელ ფაზაში ის იმდენად მშვიდი იყო, როგორსაც 16 წლის ბიჭისგან არ ელოდები. მე არასოდეს მოვრიდებივარ ბურთისთვის ხისტ ორთაბრძოლებს, მაგრამ რამდენჯერმე მან სახტადაც კი დამტოვა. მაიკლს გამარჯვებისკენ განსაკუთრებული სწრაფვა ჰქონდა და რაღაც იდუმალ შინაგან ძალას ფლობდა.

12 თვის შემდეგ ჩვენ ერთად გადაგვიყვანეს პირველ გუნდში. რადგან ყველაზე პატარები ვიყავით, დავმეგობრდით და ერთ ოთახში დავსახლდით. სადებიუტო შეხვედრაში "უიმბლდონთან" მან საოცარი გოლი გაიტანა და თავისი თაობის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად იქცა. მას მერე, რაც მაიკლმა წლის ფეხბურთელის ტიტული მოიპოვა, თუკი ვინმე იწინასწარმეტყველებდა, რომ მას "სტოკის" სათადარიგო ფეხბურთელის რანგში მოუწევდა კარიერის დასრულება, ალბათ გულიანად დასცინებდნენ, მაგრამ ეს მაინც ასე მოხდა. ამის უპირველესი მიზეზი ტრავმებია.

მას მერე, რაც მან სისწრაფე დაკარგა, ის აღარ იყო ძველი მაიკლი. 1999 წლის აპრილში "ლიდსთან" მუხლის მყესების ტრავმამ, ხოლო 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მუხლის ჯვარედინი იოგების გაწყვეტამ მასზე დამთრგუნველად იმოქმედა. ამას გარდა, ის საჯარიმოში მოქმედი ვირტუოზი იყო, რომელსაც მოედანზე სულ სხვა ფუნქცია მოუნახეს. 4-3-3 და 4-2-3-1 სქემებში მისი საუკეთესო თვისებები დაიკარგა.

მაიკლი ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ საუკეთესო იყო და სულაც არ ანაღვლებდა, რომ ძირითადში რობი ფაულერის ან სტენ კოლიმორის ადგილი უნდა დაეკავებინა. პირადად ვარ მოწმე, რომ მას შეეძლო, თავისი პრობლემები გვერდზე გადაედო და მაინც ეფექტური ყოფილიყო, როცა ეს გუნდს სჭირდებოდა. წლების წინ მას ყველა გამოწვევაზე ჰქონდა პასუხი.

სწორედ ამიტომ იყო, რომ "რეალმა" ოუენზე შეაჩერა არჩევანი. ამერიკაში გამართული შეკრებისას მან მითხრა, რომ მადრიდიდან ჰქონდა შეთავაზება და სერიოზულად ფიქრობდა. "ლივერპულმა" იმ წელს ჯიბრილ სისე იყიდა, მილან ბაროში ევრო 2004-იდან ბომბარდირის ტიტულით დაგვიბრუნდა. მაიკლი ფიქრობდა, რომ ცხოვრებაში ახალი ეტაპის დასაწყებად დრო კარგად ჰქონდა შერჩეული. მე ვუთხარი, რომ ის ცდებოდა, რომ "რეალში" ძალიან ბევრი ტოპ-კლასის ფეხბურთელი იყო თავმოყრილი და მას თამაშის საშუალება არ მიეცემოდა.

იმისთვის, რომ "რეალში" თავი დაიმკვიდრო, უფრო მეტი უნდა იყო, ვიდრე უბრალოდ ბომბარდირი. ჩემმა არგუმენტებმა არ გაჭრა. მაიკლმა ურთულეს პირობებში თავისი საქმე მაინც გააკეთა. ძირითადში ცოტას თამაშობდა, მაგრამ 45 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა. შეიძლება მან ტიტულები ვერ მოიგო, მაგრამ მისი რეპუტაცია არ დაზარალებულა. 12 თვის თავზე მას შეეძლო, "ლივერპულში" დაბრუნებულიყო, მაგრამ "ნიუკასლმა" მასში მეტი გადაიხადა.

ოუენს 2009 წელსაც ჰქონდა მსგავსი შანსი. დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრები მას სიხარულით მიიღებდნენ უკან. რაფა ბენიტესს მივწერე კიდეც, რომ შეგვეძლო, მაიკლი უფასოდ დაგვემატებინა, როგორც თავისუფალი აგენტი. ამის მაგივრად, ესპანელმა "ჰერტადან" იჯარით გაშვებული ანდრეი ვორონინი დაიბრუნა.

"იუნაიტედში" გადასვლა კიდევ ერთი შეცდომა იყო. ამ ნაბიჯით მან თავად გადაუსვა ხაზი ყველანაირ შანსს, "ლივერპულის" გულშემატკივრებთან ურთიერთობა აღედგინა. იმის თქმაც შეიძლება, რომ ის ვერც მანჩესტერელებისთვის გახდა ახლობელი, "მანჩესტერ სიტის" კარში გატანილი გამარჯვების გოლის შემდეგაც კი. შესაძლოა, მას უნდა გაერისკა და რამდენიმე წლის წინ წასულიყო სათამაშოდ ამერიკაში ან ახლო აღმოსავლეთში, რადგან მეჩვენება, რომ არასწორია, "სტოკი"-"საუთჰემპტონის" მატჩზე ოუენი სათადარიგოთა შორის იჯდეს.

ამ ყოველივეს გამო მასზე ჩემს აზრს არ შევიცვლი. ის იყო უდიდესი ბომბარდირი, რომელსაც ბრწყინვალე მომენტების შექმნა შეეძლო. 2001 წელს, "მილენიუმზე" თასის ფინალში, მისი გოლი დევიდ სიმენის კარში უმშვენიერეს მომენტად რჩებოდა ჩემს კარიერაში სტამბულის ფინალამდე. გასაგები მიზეზების გამო "არსენალთან" შეხვედრა ჩემთვის ყოველთვის დარჩება "ოუენის ფინალად".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მაიკლ ოუენი - ვარსკვლავთბიჭუნა ფეხბურთიდან მიდის

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა