მაიამიში სეზონის რიგით მეორე მასტერსი მესამე წრის მატჩების გაგრძელდა
მაიამიში სეზონის რიგით მეორე მასტერსი მესამე წრის მატჩების გაგრძელდა. თავდაპირველად ტურნირის მთავარ ფავორიტზე ვთქვათ. მაიამის მასტერსის ორგზის ჩემპიონმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ძალიან იოლად გაიარა მესამე წრის ბარიერი. მან 69 წუთში მოუგო ინდოელ სომდევ დევარმანს – 6:2, 6:4. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ჯოკოვიჩის თამაში პირველ მოწოდებაზე – 31 გათამაშებიდან 28 ქულა აიღო. დევარმანს მატჩში ერთადერთი ბრეიკი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა, ნოვაკმა კი სამჯერ აიღო მეტოქის მოწოდება.

ეს იყო ჯოკოვიჩის ზედიზედ მე-15 გამარჯვება მაიამის საჩოგბურთო არენის მთავარ კორტზე. ახლა ის ამ სერიის გაგრძელებას გერმანელი ვეტერანის ტომი ჰაასის წინააღმდეგ ეცდება. 34 წლის ტომიმ 77 წუთში გაანადგურა ტურნირის მე-19 ნომერი, უკრაინელი ალექსანდრ დოლგოპოლოვი. ჰაასმა, რომელიც აპრილში 35 წლის გახდება, 13 ეისი ჩააწოდა და რვიდან შვიდი ბრეიკ-პოინტი მოიგერია.

ჯოკოვიჩი და ჰაასი აქამდე ექვსჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და სერბს ოთხი მატჩი აქვს მოგებული.

ასევე ორ სეტში გაიმარჯვა მსოფლიოს მეხუთე ნომერმა დავიდ ფერერმა. ის ამ სეზონში უკვე მესამე ხვდებოდა იტალიელ ფაბიო ფონინის და მესამედ მოუგო, სულ კი ამ ჩოგბურთელთან ურთიერთშეხვედრებში 6:0 მიჰყავს ანგარიში. თამაში 79 წუთი გაგრძელდა, რომლის დროსაც ესპანელმა ოთხი ბრეიკი გააკეთა და თავად მხოლოდ ერთხელ დათმო საკუთარი მოწოდება – 6:1, 7:5. ფერერმა ბოლო პერიოდში ოდნავ უკლო თამაშს და ორი კვირის წინ, ინდიან უელსის მასტერსზე პირველივე მატჩი დათმო, არადა, მანამდე ორი ტურნირის მოგება (ოკლენდი, ბუენოს აირესი) და ავსტრალიის ღიაზე ნახევარფინალში გასვლა მოასწრო.

მერვედფინალში ფერერი კეი ნიშიკორის შეხვდება, რომელმაც ასევე ოთხი ბრეიკით აუღო ბელგიელ ქსავიე მალისეს – 6:2, 7:5. ფერერსა და ნიშიკორის შორის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 2:2-ია, თუმცა ბოლო შეხვედრა წლევანდელი ავსტრალიის ღიას მერვედფინალში ესპანელმა სამ სეტში მოიგო.

როგორც ჩანს, ოპტიმალურ ფორმას იბრუნებს სერბი იანკო ტიპსარევიჩი, რომელმაც ავსტრალიის ღიას შემდეგ პირველად მოიგო ზედიზედ ორი მატჩი. სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონთან პირველი სეტის წაგების შემდეგ, ტიპსარევიჩმა ტაი-ბრეიკზე აიღო მეორე სეტი, მესამეში კი 6:0 გაანადგურა ახალგაზრდა მოწინააღმდეგე.

ტიპსარევიჩმა სეზონი ჩენაის ტურნირის მოგებით დაიწყო, შემდეგ იყო ავსტრალიის ღიაზე მერვედფინალში გავიდა, რასაც მოჰყვა ზედიზედ ოთხ ტურნირში პირველივე წრეში გამოვარდნა.

ტიპსარევიჩის მეტოქე ფრანგი ჟილ სიმონი იქნება, რომელმაც თითო სეტში თითო ბრეიკი გააკეთა გრეგა ჟემლიასთან მატჩში და 6:4, 6:4 მოიგო. ფრანგი მეორედ ეცდება მაიამის მასტერსის მეოთხედფინალში გასვლას. პირველად მან ეს 2011 წელს გააკეთა და მაშინ მერვედფინალში სწორედ ტიპსარევიჩი დაამარცხა სამ სეტში.

III წრე

იურგენ მელცერი (ავსტრია)-ტობიას კამკე (გერ) 6:7(3), 6:3, 6:4; ალბერტ რამოსი (ესპ)-ჯეიმს ბლეიკი (აშშ) 6:4, 2:6, 7:5; კეი ნიშიკორი (იაპ, 13)-ქსავიე მალისე (ბელ) 6:2, 7:5; ჟილ სიმონი (საფ, 11)-გრეგა ჟემლია (სლოვენ) 6:4, 6:4; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-სომდევ დევარმანი (ინდ) 6:2, 6:4; დავიდ ფერერი (ესპ, 3)-ფაბიო ფონინი (იტა, 32) 6:1, 7:5; იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 7)-კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 26) 4:6, 7:6(5), 6:0; ტომი ჰაასი (გერ, 15)-ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 19) 6:3, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მაიამის ტურნირი: დელ პოტრომ პირველივე წრეში წააგო

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა