30 წლის ინგლისელი ვარსკლავი კარიერის დასრულებაზე ალაპარაკდა
თუ სეზონის ბოლოს „მანჩესტერ იუნაიტედი“ კონტრაქტს აღარ გაუგრძელებს, შეიძლება მაიკლ ოუენმა ფეხბურთის თამაშს საერთოდ დაანებოს თავი. საქმე ის გახლავთ, რომ 30 წლის ვარსკვლავს „იუნაიტედთან“ ორწლიანი ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული, რომელსაც უკვე ვადა ეწურება – მაისამდე რაც დარჩა, ეგაა. ამასთან, ფეხბურთელი ხედავს, რომ მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი თანამშრომლობის გაგრძელებაზე არაფერს ამბობს და სავარაუდოდ აღარც იტყვის.

„არ დაგიმალავთ, სიამოვნებით დავრჩებოდი „ოლდ ტრეფორდზე“, მაგრამ ამ შემთხვევაში მე უძლური გახლავართ. ჩემი დატოვება მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს. მე პრემიერლიგის დონეზე მრავალი წლის განმავლობაში გამქონდა გოლები და ამას „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურით კვლავაც გავაგრძელებდი. რასაკვირველია, სხვა გუნდში გადასვლაც შეიძლება, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ამის გაკეთება მინდა. აკი გითხარით, გოლები მართლაც მრავლად გამქონდა, მაგრამ თანდათანობით მათი რაოდენობაც შემცირდა და ამის გამო სიამოვნებასაც ნაკლებად ვიღებ. ვგრძნობ, რომ ჩემი თამაშის დონე გუნდს არ აკმაყოფილებს, რაც ჩემზე ცუდად მოქმედებს. პრემიერლიგაზე დაბლა ჩასვლა კი ნამდვილად არ მსურს“, - უთხრა ჟურნალისტებს „ფრანს ფუტბოლის“ 2001 წლის ლაურეატმა.

საინტერესოა, რომ ვეტერანს დღემდე ეტყობა კრიზისით დატანჯულ „ნიუკასლში“ გატარებული დროის კვალი. ის ამბობს:

„კარიერის განმავლობაში დიდ გუნდებშიც მითამაშია და ისეთებშიც, კრიზისისგან რომ იტანჯებოდნენ. კარგად ვიცი, რას ნიშნავს როგორც ერთგან, ასევე მეორეგან ყოფნა და, ამიტომ ზუსტად შემიძლია მოგახსენოთ, რა მიჯობს. როდესაც აქ, „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობ, ხარისხიან ფეხბურთში იღებ მონაწილეობას“.

ოუენი „იუნაიტედში“ 2009 წელს გადაბარგდა და ამ გადასვლამ მისი კარიერა გამოაცოცხლა, მაგრამ სტატისტიკა იმასაც გვეუბნება, რომ მან ამ დროის განმავლობაში სულ თოთხმეტჯერ ითამაშა სასტარტო შემადგენლობაში, თუმცა... 12 გოლი გაიტანა. საერთოდ, კი დიდი ინგლისელი ფორვარდი, რასაკვირველია, ტრავმებმა დატანჯა. აი, ახლაც, ორთავა კუნთის ტრავმის გამო იგი მთელ თვეს გამოსტოვებს. ოუენმა თქვა:

„გასული სეზონის უმეტესი ნაწილის განმავლობაში თავს შესანიშნავად ვგრძნობდი, მაგრამ „ქარლინგის“ თასის ფინალში დავშავდი და მას მერე მომეცარა ხელი. თამაში ძალიან მინდა, მაგრამ ბოლო ტრავმამ საერთოდ კბილებში მომცხო“.

და რასაკვირველია, თუ ოუენი ამ გაზაფხულზე კარიერას დაასრულებს, სიამოვნებით გააკეთებს ამას პრემიერლიგის ან ჩემპიონთა ლიგის მედლით მკერდდამშვენებული.

„ასეთი წარმატება ჩემს კარიერას საუცხოოდ შეაჯამებდა. შემდეგ კი დიდი შანსია მწვრთნელობას შევუდგე. სამწვრთნელო სასწავლებელში უკვე მეორე საფეხურზე გახლავართ.

გარდა ამისა, ფეხბურთელის კარიერის შემდეგ სიამოვნებით მივხედავ ჩემს ცხენებს. ცხენოსნობა ყოველთვის ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი იყო, თუმცა თუ ფეხბურთში საქმიანობის საშუალება მომეცემა, რასაკვირველია, უპირველეს ყოვლისა მას მივხედავ“.

შემდეგ კი ოუენმა ფეხბურთელების ღირსება დაიცვა – მას უეინ რუნიზე ჩამოუგდეს სიტყვა და უთხრეს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა თავისი შანტაჟით ფანებს ძალიან ატკინა გული: მოგეხსენებათ, რუნიმ დიდი ხმაური ატეხა, დაიმუქრა, რომ კლუბიდან წავიდოდა და როდესაც კვირაში 250 ათასი ფუნტი დაუნიშნეს, დარჩა.

ოუენმა უპასუხა: „ნურასდროს იტყვით, რომ ყველა ფეხბურთელი ასეთი ან ისეთია. ცხოვრებაში ფეხბურთელების მეტი რა მინახავს და გარწმუნებთ, ბევრი მათგანი ჩინებული ადამიანია. ეს ხალხი ხშირად სნეულ ბავშვებს მფარველობს და ამას ისე აკეთებს, რომ პრესა-ტელევიზიას არც უძახის“.

ამგვარად, ოუენი ფეხბურთელის კარიერის დამთავრებისთვის ემზადება, მაგრამ ვინ მოდის მისი და მისი თაობის სხვა დიდი ფორვარდების ადგილას? ბოლო დროს თავი განსაკუთრებით მექსიკელმა ხავიერ ერნანდესმა, იმავე ჩიჩარიტომ გამოიჩინა.

„დიდი გუნდების ფეხბურთელებს გოლები შედარებით იოლად გააქვთ, მაგრამ ნამდვილად არა მგონია, რომ ჩვენს ირგვლივ ბევრი ალღოიანი ბომბარდირი ტრიალებდეს. ჩიჩარიტო კი აშკარად ასეთია. ეს მის თვალებიდან ჩანს. მას საოცარი ინსტინქტი აქვს, ინსტინქტს კი ვერ შეიძენ, ის დაბადებიდან ან გაქვს ან არა. მოძრაობების სტილით და თამაშის ყაიდით თუ ვიმსჯელებთ, ის სხვებზე მეტად მაგონებს ჩემს ახალგაზრდობას.

იცით, ძალიან ბევრ ფეხბურთელს გააქვს გოლები. ზოგს სეზონში 20 გოლიც კი გაუტანია, მაგრამ ამ ხალხს შეტევის დასრულების კარგი უნარი აქვს და სულ ეს არის. ფორვარდობა კი სულ სხვა რამეა. დააკვირდით ჩიჩარიტოს გოლებს, გაიხსენეთ ჩემი გოლები და ნახავთ, რომ საჯარიმოს გარედან ცხრიანში დამიზნებით ჩვენ ფაქტობრივად არ გაგვაქვს. რასაკვირველია, ამის გაკეთება შეგვიძლია, მაგრამ ეს ჩვენთვის ბუნებრივი სიტუაცია არ არის“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
იუნაიტედი FA თასზე მესამე წრიდან გამოვარდა
ბაირამიანი: სომხეთის ნაკრებიც გაისვრის საქართველოს და უზბეკეთის მსგავსად
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება