ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სერიოზული დარტყმა - ქართველები სეპარატისტების ჩემპიონატში

სერიოზული დარტყმა - ქართველები სეპარატისტების ჩემპიონატში

რუსულ-აფხაზურ-სომხური სოხუმის "დინამოს" შემადგენლობაში ხუთი ქართველი თამაშობს
რუსულ-აფხაზურ-სომხური სოხუმის "დინამოს" ვებგვერდზე საინტერესო ინფორმაციებს წავაწყდით. გუნდის შემადგენლობაში სულ 5 ქართველი თამაშობს: მცველები გიორგი ფაჩულია და ირაკლი ქორთუა, ნახევარმცველები ირაკლი გადელია, ჯონი საჯაია, გია კულუმბეგაშვილი - თითოეული მათგანი 25 წლის არის.

ეს ამბავი იდუმალებით არის მოცული, როგორ მოხვდა გუნდში ქორთუა, რომელსაც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია და ქართველი გულშემატკივარიც საკმაოდ კარგად იცნობს.

ირაკლი გულშემატკივარმა "გაგრადან" გაიცნო, სადაც მისი კარიერა დამაიმედებლად დაიწყო, მაგრამ სასურველი კალაპოტით ვერ წარიმართა. 2004 წელს 17 წლის მცველი კიევის "დინამო 2"-ში აიყვანეს და მას პატარა კალაძეს უწოდებდნენ.

ეს იყო "გაგრას" პირველი უკრაინული ტრანსფერი, რომლის შემდეგაც კლუბმა ამ სლავური ქვეყნის კლუბებთან პარტნიორობა დაიწყო.

თავიდან ნიჭიერი ბიჭი კიეველებს ძალიან მოსწონდათ, მაგრამ მთავარ გუნდში ვერ დაწინაურდა; მერე სათადარიგოებში ყოფნა აღარ აკმაყოფილებდა და 2005-06 წლების სეზონის მეორე ნახევარში სიმფეროპოლის "ტავრიაში" იჯარით გაუშვეს.

2006 წლის ზაფხულიდან კი რუსეთის პრემიერლიგის "როსტოვში" გასინჯეს, მაგრამ საბოლოოდ ლატვიურ "დიჟვანგში" გადავიდა, რომელიც 2007 წლიდან "ბლაზმად" გადანათლეს. 2009 წლის ზამთარში ქორთუამ კონტრაქტი დაუგავპილსის "დინაბურგთან" გააფორმა. იმავე წელს "გაგრაში" დაბრუნდა, მაგრამ მალე წავიდა და სარბიელზე მხოლოდ 2011 წელს გამოჩნდა - ორი წლის წინ, თებერვალში ირაკლი სოხუმის "დინამოში" ჩაირიცხა.

ჩვენთვის უცნობია, როგორ და რანაირად აღმოჩნდა სოხუმის "დინამოში" საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი მცველი. აფხაზეთიდან დევნილი ფეხბურთელის ოჯახი დიღომში, "ლოკომოტივის" ყოფილ ბაზაზე ცხოვრობდა, მაგრამ რაც ეს ბაზა მორაგბეებს გადაეცათ და ხალხი გამოასახლეს, მას შემდეგ ირაკლის ალი-კვალიც დავკარგეთ.

სოხუმის "დინამოს" ვებგვერდზე მითითებულია, რომ ირაკლი ქორთუა აფხაზეთის პასპორტის მფლობელია. არადა, ვიკიპედიაში, მოქალაქეობის გრაფაში, საქართველო უწერია. ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოს ჩემპიონატიდან ფეხბურთელი სათამაშოდ სეპარატისტების ლიგაში წავიდა.

ბუნებრივია, კითხვები ჩნდება - როგორ, რანაირად? ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ტრანსფერით აფხაზებმა ქართულ ფეხბურთს სერიოზული დარტყმა მიაყენეს.

როგორც ჩანს, ამჟამად ირაკლი საუკეთესო ფორმაში არ არის, რადგან 2012 წელს აფხაზეთის საუკეთესო ფეხბურთელების ნომინაციაში მე-9-10 ადგილზე გავიდა - უკრაინის ჩემპიონატში ნათამაშებ 25 წლის ფეხბურთელს გაცილებით მეტი მოეთხოვება.

საინტერესოა, რომ ათეულში მოხვდნენ გენადი კაცია ("დინამო"), ასლან გაგუა ("ნართი"), დავით ლოგუა (სკა), თემურ სანგულია ("დინამო"). რა თქმა უნდა, ყველა მათგანს პასპორტში აფხაზი უწერია.

გარდა ამისა, "რიწას" მთავარი მწვრთნელია ჯუმა კვარაცხელია, გალის "სამურზაყანოს" - ჯუმბერ ანჯაფარიძე, გალის სპორტკომიტეტის თავმჯდომარეა ზურაბ კიკნაველიძე...

აქვე ვიტყვით, რომ აფხაზეთში ცნობილი პოეტია ალექსეი გოგუა, სეპარატისტული აფხაზეთის პარლამენტის დიასპორასთან ურთიერთობის კომიტეტს სონერ გოგუა თავკაცობს, თანამდებობის პირები - ვინმე ხოჯავა, სალუქვაძე, პარლამენტის დეპუტატები არიან ბეჟან უბირია, ასლან კობახია, ახრა კვეკვესკირი...

რას ვიზამთ, ესეც ჩვენი ისტორიის უკუღმართობის გამოძახილია. წლების განმავლობაში ცნობილი მწვრთნელები, აწ გარდაცვლილები გრიშა და რევაზ გაგუები და თენგიზ კაცია ქართულ ფეხბურთს უზრდიდნენ მომავალ თაობებს. მათთვის რომ ვინმეს ეთქვა, ქართველები არ ხართო, გულიანად გადაიხარხარებდნენ.

ისიც ბედის ირონიაა, რომ 2012 წელს აფხაზეთის ჩემპიონი "გაგრა" გახდა - ძალიან სურთ, ბესიკ ჩიხრაძის დაარსებული ანალოგიური სახელის კლუბს საკუთარი საპირწონე შეუქმნან.

ცხადია, აფხაზეთის ჩემპიონატში ქართველი ფეხბურთელები ადრეც თამაშობდნენ, რადგან რუსებისგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენები კიდევ ცხოვრობენ. საფეხბურთო კლუბი გალის "სამურზაყანო", უმთავრესად, ქართველებით არის დაკომპლექტებული. 2011 წელს გუნდი ჩემპიონატის აუტსაიდერი იყო, გასულ სეზონში შედეგები გააუმჯობესა: 7-გუნდიან ჩემპიონატში 18 ტური გაიმართა, 6 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, 9 წააგო; ბურთების სხვაობა - 19:26-ზე.

საბოლოოდ, "სამურზაყანომ" 21 ქულით მე-5 ადგილი დაიკავა. ქორთუას სოხუმის "დინამომ" მას 9 ქულით გაასწრო და მე-4 ადგილი დაიკავა. გუნდს ფინანსურად უჭირდა და დაშლის პირას იყო, მაგრამ ახლა სპონსორი მოძებნეს და ვებგვერდზე ცნობა გაავრცელეს, გადავრჩით, ჩემპიონატში ისევ ვითამაშებთო.

მოლდოველების მსგავსად, საქართველოს ჩემპიონატში სეპარატისტული რეგიონების გუნდები არ მონაწილეობენ. სამწუხაროა, რომ ჩვენთან ეს ჯერ ვერ ხერხდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Bon

ეხლა რატომ არ იღებ ხმას?? ბიჭო ეხლა არ ურტყავენ ქართულ ფეღბურთს???;)))(

• ika

კორტუა ინგლისჰია

• vep1963

რაც შემეხება მე ბატონო gizog-ათას ისეთ ქრისტიანს, რომელიც ეკლესიაში ლოცულობს და სანთელს ანთებს, მაგრამ იქედან გამოსულს შეუძლია მოყვასს არაფრის გულისათვის დანა გაუყაროს.მირჩევნია ერთი ისეთი ადამიანი ,რომელიც შეიძლება ეკლესიაში არ შევიდეს და ილოცოს სხვების დასანახავად.მაგრამ თავისი სიტყვითა და საქმით მოყვასს სიკჯეთეს უკეთებს.

• vep1963

თქვენის აზრით gizog-პატივცემულო.სულში უნდა მივაფურთხოთ ცხონებული ჯიული შარტავას,გურამ გაბისკირიასა და ყველა იმ გმირი ქართველების ხსოვნას ?იმიტომ რომ ეკლესიას ეშმაკები არ დაეპატრონონ?მოყვასის გამყიდველი უკვე ეშმაკთან წილხვედრია და ამაზე მეტი ეშმაკი ვინ უნდა დაეპატრონოს მას.ეკლესიასაც ეშველება ქართველები თუ ერთმანეთის ხსოვნას არ ვუღალატებთ.

• vep1963

gizog-პატივცემულო;ქართველების ისტორიაში რომ ადრეც მომხდარა მსგავსი და უარესი ამბებიც და როგორც ეხლა სჩანს ქართველების უმრავლესობა ყოველთვის ვყიდიდით ერთმანეთს ყველა სხვა გარემოებების დამატებით.სწორედ ამიტომაცაა ნორმალური ქვეყანა რომ ვერ ავაშენეთ.

• gizog

რაც მოხდა დიდი ტკივილია ყველასთვის, ზოგიერთებისთვის განსაკუთრებით, მაგრამ ჩვენ უნდა მომავალზე ვიფიქროთ, თორემ საქართველოს ისტორია სულ ასეთი და უფრო საშინელი ამბებიტ იყო გაჯერებული, ჩვენ ხომ სულ იმ ამბებით ვერ ვიცხოვრებდით?

• gizog

ჩვენმა ძვემა წინაპრებმა დაგიტოვეს ბრძნული ანდაზა 'უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენო', იქნებ ჩვენ შეგვევსო ცარიელი და მადლიანი ადგილები თორემ მომხდურის მეტი რა არის ამ ქვეყანაში, ჩრდილოეთიდან თუ სამხრეთიდან. მერე კი, მერე უკვე გვიანი იქნება.

• vep1963

ხოლო მანამდე ის ქართველი რომელიც აფხაზეთში რაიმე მოღვაწეობას დაიწყებს ჩემთვის იქნება საკუთარი მოძმის სისხლისა და ხსოვნის გამყიდველი და გარეწარი.როგორაც არ უნდა შეფუთოს მან თავისი მოღვაწეობის მიზეზი.

• VEP1963

მაგრამ არა მგონია,,ძმა ''აფხაზებს ამის სურვილი ჰქონდეთ.აქ უბრალო ხალხი არა მყავს მხედველობაში რასაკვირველია.ამიტომაც ჩემო ბრმა და ყრუ ძმებო ქართველებო.სანამ ისევ რუსი გადაწყვეთს ყველაფერს.ყოველთვის ასეთ დღეში ვიქნებით.ამიტომაც თავი დაანებეთ სირაქლემობას.

• vep1963

ჩვენს კერაზე დაბრუნების წინაპირობა ერთია რუსი უნდა მოსცილდეს რეგიონს.აფხაზებმა და ქართველებმა კი ერთმანეთს უნდა შეუნდოთ ცოდვები და ცივილიზებული ქვეყნების კანონებით ავაწყოთ ჩვენი ერთად ცხოვრება.

• VEP1963

სულ გამოთაყვანდით ქართველებო?რა ძმობაზე ლაპარაკობთ?დაგავიწყდათ რატომ და როგორ დაიწყო აფხაზეთში არეულობა?როგორ მოუწამლა რუსეთმა ტვინი აფხაზებს და გამყიდველი ქართველების მეშვეობით როგორ გვათამაშა ომობანა მათთან და ოსებთან?აფხაზების ,ოსებისა და ქართველების საქმეს რუსი ჭრიდა და კერავდა.ეხლა გამოდიხართ და ძმობაზე ლაპარაკობთ.მაშ წავიდეთ ქართველები და გაგრის სტადიონზე ბურთი ვაგოროდ არა.ვაი თქვენ უთავმოყვარეო პატრონს.

• gizog

მე, ერთი რიგითი ქართველი ვთვლი, რომ ნეტავ აფხაზეთის ფეხბურთში კი არა მარტო, არემდ ქარტველები გამოჩნდნენოკუპირებულ აფხაზეთის კუტურაშიც, ხელოვნებაშიც, ეკონომიკაშიც, მმართველობაშიც და საერთოდ აფხაზეთში ყველგან და ყველაფერში, ისე როგორც იყო ავად მოსაგონარ კონფლიქტამდე. ასევე რაც შეილება მეტი აფხაზი უნდა გამოჩნდეს ჩვენ საერთო ქვეყანაში, რომ დავიყწყოთ შერიგება ნამდვილი, ძმური. და დავუბრუნდეთ ისტორიულ ფესვებს.

• Ermile

სირცხვილია რასაც წერთ ერთი იმ დროს დაგეწერათ ბავშ ბიჭს ოჯახი რომ გამოუყარეს ღია ცის ქვეშ და ულუკმა პუროდ მის სამშობლოში მეორად აქციეს ტოლვილად ერთი იმ კითხვას რატო არ სვამ რამ აიძულა ახალგაზრდა ბიჭი ოკუპირებულ აფხაზეთში წასულიყო და დანგრეულ გაპარტახებულ აფხაზეთში ეცხოვრა? დღეს აფხაზეთში 48 ათასი ქართველი ცხოვრობს რა მოღალატებია ქვეყნის ეს ხალხი? საქმის კეთება არავის გვინდა ლაქლაქი და სხვისი კრიტიკა იოლია მე არ ვიცი და არ განვიკითავ მაგ ბიჭს მის მშობლიურ ქალაქში რომ დაბრუნდა კარი ქნა თუ ცუდი მაგრამ ცნობისათვის ქეცბაია ანჩაბაძე ჩაჩიბაია შერვაშიძე მარშანია აფხაზური ისტორიულად ამ ლაქლაქის მაგიერ ვინმე დალაპარაკებოდათ სოხუმს ეთამაშა როგორც ტირასპოლი თამაშობს მოლდოვაში მაგრამ არა ჩვენ ლაქლაქი შეგვიძლია მხოლოდ და საქმის კეთება რავის უნდა აფხაზები მეტი გამტანიანები არიან ვიდრე ჩვენ ამან დაგვაკარგიადა გადაგვკიდა ეს ხალხი.

• vep1963

ირაკლი ქორთუას და ჩვენ სუტველას საქციელს ღმერთი განსჯის .მაგრამ რაც არ უნდა მომხდარიყო ეს არ უნდა გაეკეთებინა.

• vaxtangi

ირაკლი კორტუაზე რომ ცერტ როგორ მოხვდაო დინამო სოხუმის გუნდსჰი გეტკვიტ.დიხომიდან რომ გაასახლეს ტოლვილები კორტუები დატოვეს გარეტ.არავიტარი ფარტი არ მიცეს.სად ცასულიკვნენ.მატმა ახლობელმა ცაიხვანა სოხუმსჰი.ახლა მიტხარიტ ვისი ბრალია.

• Walkabout

ახალი ამბავი თქვით თქვენ, ნახევარ აფხაზებს რომ ქართული წარმოშობის გვარები აქვთ მთელმა ქვეყანამ იცის... ჯუმა კვარაცხელია არის აფხაზი, სოხუმის დინამოში თამაშობდა, აფხაზობდა, 1990 წელს რომ გუნდი ცხუმად და დინამოდ გაიყო აფხაზების გუნდში დარჩა... დაურ ახვლედიანი იყო მაგ გუნდის კაპიტანი, რომელიც 1993 წელს სოხუმის აღებისას სტადიონთან ჩაძაღლდა... ეს 5 კაცი კიდევ გასარკვევია, თუ მართლა ქართველები არიან და ფულის გულისთვის ასეთი რამე იკადრეს, დიდი სირცხვილია და ყველა ქართველის შერაცხყოფა...

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა

"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა