ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ივანოვიჩი - „ჩელსის“ მდიდარი ღარიბი

ივანოვიჩი - „ჩელსის“ მდიდარი ღარიბი

„ჩელსიმ“ სერბ მცველს კონტრაქტის განახლება-გახანგრძლივებაზე დაუწყო ლაპარაკი:
„ჩელსიმ“ სერბ მცველს ბრანისლავ ივანოვიჩს კონტრაქტის განახლება-გახანგრძლივებაზე დაუწყო ლაპარაკი: დასავლეთ ლონდონელები 26 წლის ფეხბურთელს კვირაში 60 ათას ფუნტს სთავაზობენ. მოგეხსენებათ, ინგლისის ჩემპიონმა მიმდინარე ჩემპიონატიც ძალიან მძლავრად დაიწყო და ამ საქმეში ივანოვიჩ დიდი წვლილი შეაქვს, თუმცა იგი „სტემფორდ ბრიჯის“ ვარსკვლავთა შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალხელფასიანია, მხოლოდ და მხოლოდ 40 ათასს იღებს.

შესაძლოა ჩვეულებრივ ადამიანებს ინგლისსა თუ საქართველოში კვირაში 40 ათასზე ცოტას სათქმელად ენა არ მოგვიბრუნდეს, მაგრამ რას იზამ – პრემიერლიგა სხვა სამყაროა, იქ ხალხი ცხოვრებას სხვა მასშტაბებით ზომავს და წონის. ამიტომაც გადაწყვიტა „ჩელსიმ“ სერბისთვის მისი ახლანდელი გასამრჯელოს 50 პროცენტი მოემატებინა და შემოსავალი წელიწადში 3 მილიონ ფუნტამდე გაეზარდა.

აქ, ისევ ისმის ინგლისში უკვე ტრადიციულად ქცეული კითხვა: განა კლუბები ხელფასების დაუსრულებელი ზრდით არ ზარალობენ? „ჩელსისთან“ დაკავშირებით ამ კითხვაზე პასუხი ასეთი გახლავთ: ჯერ ერთი, უეფას ახალი, შემზღუდავი კანონების ამოქმედებამდე კლუბის პატრონს რომან აბრამოვიჩს შეუძლია ჯამაგირებად გასაცემი ფული გარედან მოიტანოს და მეორეც, „ლურჯების“ აღმასრულებელმა შეფმა რონ გურლიმ გასულ ზაფხულს სახელფასო ფონდიდან დიდძალი თანხა გაათავისუფლა – გუნდიდან წავიდნენ მიხაელ ბალაკი, დეკუ, ჯო კოული, რიკარდო კარვალიუ და ჟულიანო ბელეტი.

საინტერესოა, რომ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, რაც აბრამოვიჩი „ჩელსის“ მეპატრონეა, გურლის პირველად დასჭირდა წლიურ შემოსავალ-გასავალის ჩამოწერა, ოღონდ აქ აბრამოვიჩი არაფერ შუაშია – ამიერიდან უეფა ითხოვს ამას.

ივანოვიჩი „ჩელსიში“ 2008 წელს იანვარში მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ გადავიდა. მაშის დასავლეთ ლონდონელებმა მასში 8,9 მილიონი ფუნტი გადაიხადეს. სერბის ამჟამად მოქმედ კონტრაქტს ვადა 2012 წელს გაუდის, მაგრამ თუ ის ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს, უკვე 2014 წლამდე მოუწევს „სტემფორდ ბრიჯზე“ დარჩენა.

მაგრამ, ბრანისლავ ივანოვიჩი ხელფასის კვირაში 60 ათასამდე გაზრდითაც კი ვერ გახდება „ლურჯების“ ერთერთი ყველაზე მაღალი ანაზღაურების მქონე მოთამაშე. „ჩელსიში“ ყველაზე მეტს ფრენკ ლემპარდსა და ჯონ ტერის უხდიან და მათი ჯამაგირი სერბისაზე მაინც სულ მცირე ორჯერ მეტი იქნება.

ბრაზილიელი ნახევარმცველი რამირესი კი ამბობს, რომ „ჩელსიში“ გადასვლის შემდეგ ისეთ ზეწოლას გრძნობს, ადრე რომ არასდროს უგრძვნია. არადა, რაც 23 წლის მოთამაშე „ბენფიკადან“ ლონდონში გადაბარგდა, საყოველთაო აზრით უკეთ ათამაშდა.

საქმე ის გახლავთ, რომ არც „ბენფიკასა“ და არც უფრო ადრე, „კრუზეიროში“ რამირესს ამდენ ყურადღებას არ აქცევდნენ:

„გამარჯვებეს „კრუზეიროსა“ და „ბენფიკაშიც“ გვთხოვდნენ, მაგრამ ამდენად საჯარო ადამიანები ნამდვილად არ ვიყავით. „ჩელსიში“ რაღაც სხვანაირად ჩანხარ. აქ, თუ ცუდად თამაშობ, ყველა თითი შენსკენ არის მოშვერილი, ხოლო თუ კარგად თამაშობ, მეცხრე ცამდე აჰყავხართ“.

უცნაური ის გახლავთ, რომ ხშირად, პრემიერლიგაში მოხვედრილ უცხოელ ფეხბურთელებს სულ სხვა რამის გამო უჭირთ ახალ გარემოსთან შეგუება: ისინი ინგლისური საკლუბო ფეხბურთის ტემპს და ინტენსივობას ვერ უძლებენ. ამ მხრივ რამირესს თითქოს პრობლემა არ აქვს:

„ორთაბრძოლები და ფიზიკური შეხლა-შემოხლა ყოველთვის მიყვარდა და ამიტომ ინგლისში ადაპტაცია არ გამჭირვებია. პრემიერლიგის თამაშების ტემპსაც უკვე შევეგუე. ახლა ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთი გუნდში ადგილის დამკვიდრებაა. ამისათვის ბევრი მუშაობა მომიწევს. ჩემი დახმარებით „ჩელსი“ ისეთივე წარმატებული უნდა დარჩეს, როგორიც ბოლო წლებში გახლდათ“.

რამირესს ლემპარდის დაშავებამაც ფრიად შეუწყო ხელი.

„ამის გამო რამდენიმე შეხვედრაში საჯარიმოდან საჯარიმომდე მორბენალი ნახევარმცველის როლი მერგო, ეს კი ჩემი ბუნებრივი პოზიციაა. ბრაზილიის ნაკრებშიც ამას მაკეთებინებენ. თუმცა, მოედნის შუაში არც სხვა დავალებების შესრულება მიჭირს და ამიტომ, რასაც კარლო ანჩელოტი მეტყვის იმას გავაკეთებ.

ჩემთვის ინგლისში უცნაურობა კიდევ ის არის, რომ ადრე მხოლოდ იმ ქვეყნებში მიწევდა ცხოვრება და თამაში, სადაც პორტუგალიურად ლაპარაკობენ. არა უშავს, ლონდონში ინგლისურის გაკვეთილებზე დავდივარ და ვფიქრობ, პრობლემას დავძლევ. ახალმა თანაგუნდელებმა საუცხოოდ მიმიღეს და თავად კლუბიც ყველა ღონეს ხმარობს რათა ხელი შემიწყოს“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება

[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა

ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა

ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო

გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია

[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა