"მავერიქსმა" წელს პირველად შეძლო დასავლეთის ტოპ-ოთხეულის გუნდის დამარცხება
დღის მთავარი მატჩი დალასში გაიმართა და ადგილობრივმა "მავერიქსმა" წელს პირველად შეძლო დასავლეთი კონფერენციის ტოპ-ოთხეულში მყოფი გუნდის დამარცხება. "კლიპერსთან" 27 მარტის მატჩამდე "დალასს" 11 მარცხი ჰქონდა "სან ანტონიოს", "ოკლაჰომას", "კლიპერსისა" და "დენვერის" წინააღმდეგ.

მიუხედავად ამისა, რიკ კარლაილის გუნდი, რომელიც შესანიშნავად ატარებს სეზონის მეორე ნახევარს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სეზონი აპრილში არ დაამთავროს და პლეი ოფის საგზური მოიპოვოს.

მატჩის დიდი ნაწილი მასპინძლებს მდევრის როლში ყოფნა მოუწიათ, მაგრამ მეოთხე მეოთხედში საბოლოოდ აუღეს ალღო კალიფორნიელთა თამაშს. "კლიპერსის" რიგებში ბრწყინავდა კრის პოლი, რომელმაც 33 ქულით ამ სეზონის რეკორდი დაამყარა. ისე ჩანდა, რომ სწორედ პოლის მიზეზით, "დალასი" მე-12 შეხვედრას წააგებდა დასავლეთის საუკეთესო გუნდებთან - "კლიპერსის" გამთამაშებელმა სირენამდე ხუთი წამით ადრე ჩააგდო ურთულესი ორქულიანი, თუმცა ო ჯეი მაიომ მოასწრო არანაკლებ რთული გარღვევით პასუხის გაცემა.

ოვერტაიმში კი სტუმრებს ძალები არ ეყოთ. სამაგიეროდ, ენერგია და ბრძოლის ჟინი საკმარისად შერჩა დირკ ნოვიცკის, რომელმაც საბოლოოდ დაიბრუნა თავისი ოპტიმალური კონდიციები. გერმანელმა დამატებით ხუთ წუთში 8 ქულა აიღო და შანსი არ დაუტოვა კრის პოლსა და კომპანიას.

"დალასი" ახლა მეათე ადგილზეა 35 მოგებითა და 36 წაგებით. ასეთივე მაჩვენებელი აქვს "იუტა ჯაზს", ხოლო მათზე ზემოთ მერვე პოზიციაზე იმყოფება "ლეიკერსი" 36 მოგებითა და 35 წაგებით.

კევინ გარნეტის გარეშე "ბოსტონის" საქმეები დაცვაში უკან მიდის. ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხში "კელტებმა" 100 ან მეტი ქულა გაუშვეს, ხოლო შეტევა ვერ ახდენს დაცვაში წარმოქმნილი პრობლემების კომპენსირებას. როგორც წესი, "ნიუ იორკს" ყოველთვის უჭირს "მწვანეების" მოედანზე თამაში, მაგრამ ახლა ყველაფერი პირიქით იყო. ტრავმებით გაწამებული დოკ რივერსის გუნდი მხოლოდ მეოთხედნახევარი ეწინააღმდეგებოდა მეტოქეს, რის შემდეგაც "ნიუ იორკი" 14:0 გაიქცა და მატჩის ბოლომდე შვიდ ქულაზე ახლოს არ მიიკარა "ბოსტონი". ეს იყო "სელტიქსის" ზედიზედ მეხუთე მარცხი.

ბოსტონი-ნიუ იორკი 85:100

24:28, 20:30, 25:26, 16:16

ბ: გრინი (19+10 მოხსნა+6 პასი), პირსი (16+6 მოხსნა+6 პასი), ჯორ. კროუფორდი (14+6 პასი), ბასი (11+7 მოხსნა+3 დაფარება), ტერი (10).

ნ-ი: სმიტი (32+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), ენტონი (29+8 მოხსნა+3 ჩაჭრა).

დეტროიტი-მინესოტა 82:105

16:19, 22:25, 16:38, 28:23

დ: კალდერონი (14), მონრო (11+12 მოხსნა+4 ჩაჭრა), მიდლტონი (10).

მ: ბარეა (21), პეკოვიჩი (18+11 მოხსნა), რიდნური (15+3 ჩაჭრა), რუბიო (14+9 პასი).

დალასი-კლიპერსი 109:102 (ო)

22:27, 28:21, 24:25, 23:24, 12:5

დ: ნოვიცკი (33+9 მოხსნა), კარტერი (14+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), კოლისონი (13), რაიტი (11+7 მოხსნა), მაიო (11+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), მ. ჯეიმსი (10+6 პასი).

კ: პოლი (33+6 მოხსნა+5 პასი), გრიფინი (14+9 მოხსნა), ბატლერი (14), კროუფორდი (10+5 პასი), ბარნსი (10), ჯორდანი (8+11 მოხსნა).

მეტამ სეზონი დაასრულა?

პრობლემები არ აკლდება "ლოს ანჯელეს ლეიკერსს". მას შემდეგ, რაც კალიფორნიულ კლუბს დაუბრუნდნენ კობი ბრაიანტი და პაუ გასოლი, სერიოზული ტრავმა მიიღო გუნდის კიდევ ერთმა წამყვანმა მოთამაშემ მეტა უორლდ პისმა. მან მუხლის დაზიანების გამო ვერ დაასრულა შეხვედრა "გოლდენ სტეიტთან".

ექიმების მიერ დასმული წინასწარი დიაგნოზი არასახარბიელო აღმოჩნდა - ფორვარდს მარცხენა მუხლის მენისკი აქვს გაწყვეტილი.

ასეთი ტრავმის დროს აღდგენითი პროცესის ხანგრძლივობა სხვადასხვაგვარია. მაგალითად, "მინესოტას" კალათბურთელს ჩეიზ ბადინგერს მწყობრში ჩასადგომად თითქმის ოთხი თვე დასჭირდა, ტაირუს ტომასმა კი ამგვარი დაზიანება ცხრა კვირაში მოირჩინა.

თავად კალათბურთელი ოპტიმიზმს ინარჩუნებს. "სამწუხაროა, რომ ტრავმა მივიღე - მუხლის პირველი ტრავმა კარიერაში. იმედია, მოედანზე ერთ-ორ კვირაში დავბრუნდები", - დაწერა თავის "ტვიტერზე" უორლდ პისმა.

ფორვარდი დღეს გაივლის სამედიცინო შემოწმებას და ცნობილი გახდება საბოლოო დიაგნოზი, თუმცა "ლეიკერსის" დამრიგებელმა მაიკ დ'ენტონიმ განაცხადა, რომ თითქმის გამორიცხულია ამ სეზონში მეტა უორლდ პისის თამაში.

მიმდინარე სეზონის 70 მატჩში უორლდ პისმა საშუალოდ 12.8 ქულა და 5.1 მოხსნა დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. რეგულარული ჩემპიონატი. კვირის მოთამაშეები

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა