მოდიბო დიაკიტეს კი ნაპოლიში სურს
იანვრის სატრანსფერო პერიოდში "ნაპოლიმ" პორტუგალიის ნაკრების მცველი როლანდო დაიმატა, რომელზეც ვალტერ მაცარი დიდ იმედებს ამყარებდა.

დიახ, ამყარებდა, რადგან ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ 27 წლის მცველი სეზონის დასრულებისთანავე "პორტუში" დაბრუნდება. როლანდომ ვერაფრით დაიმკვიდრა ადგილი ნეაპოლელთა ძირითად შემადგენლობაში, პორტუგალიელმა მხოლოდ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ამ ფონზე ლოგიკურია, რომ "ნაპოლის" მესვეურები მის გამოსყიდვას და პირინეელთა ბიუჯეტში 7.5 მილიონი ევროს გადარიცხვას არ აპირებენ. ამ თემაზე კომენტარი თვითონ როლანდომ გააკეთა:

"სიმართლე გითხრათ, ნეაპოლში სულ სხვა იმედებით ჩამოვედი, მაგრამ თამაში, პრაქტიკულად, არ მიწევს. ნეაპოლში დარჩენის სურვილი მაქვს, მაგრამ მეეჭვება, ასე მოხდეს. ჩემს სანაცვლოდ სოლიდური თანხაა გადასახდელი და თუ გუნდს ვერაფერში გამოვადექი, ხანგრძლივვადიანი კონტრაქტიც არ გაფორმდება. ვნახოთ, ეს საკითხი მალე გაირკვევა".

ამასობაში "ნაპოლიში" გადასვლის სურვილი "ლაციოს" მცველმა მოდიბო დიაკიტემ გამოთქვა, რომელსაც რომაულ კლუბთან ზაფხულში ეწურება კონტრაქტი და თავისუფალი აგენტის სტატუსით, საითაც გული გაუწევს, იქით წავა. მიმდინარე სეზონში დიაკიტეს, ფაქტობრივად, არ უწევს თამაში და ამად არის, რომ წასვლაზე უჭირავს თვალი:

"მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთ შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა და ამიტომ რომაელთა შემოთავაზებულ ახალ კონტრაქტზე უარი განვაცხადე. ზაფხულში წინადადებებს განვიხილავ და ყველაზე სასურველ ვარიანტს ავირჩევ. ვიცი, რომ ჩემი გადაბირებით "ნაპოლია" დაინტერესებული და არც მე დავმალავ, რომ ამ გუნდის მიმართ სიმპათიით ვარ განწყობილი. აპრილში ალბათ ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ნაპოლი": როლანდო - მთავარი ფული არაა

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა