მორგან დე სანკტისი ნაკრებს დაემშვიდობა
როგორც მოსალოდნელი იყო, იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა მალტას განსაკუთრებული პრობლემების გარეშე მოუგო და მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

მართალია, ჯანლუიჯი ბუფონს თერთმეტმეტრიანის აღება მოუხდა და ერთხელ ბურთი მისი კარის ძელსაც მოხვდა, მაგრამ იტალიელებმა მაინც უპრობლემოდ მოიგეს... ეს თამაშის ნებისმიერ მონაკვეთში იგრძნობოდა, რადგან სტუმრები იმის ნახევარ ტემპშიც არ ირჯებოდნენ, როგორც ბრაზილიელებთან ამხანაგურ პაექრობაში. "სკუადრა აძურამ" მეტოქე ორი უპასუხო ბურთით დაამარცხა და ორივე გოლი მარიო ბალოტელის ანგარიშზეა - ერთხელ სტეფან ელ შაარავის მონადირებული თერთმეტმეტრიანი გამოიყენა, შემდეგ კი მატია დე შილიოს პასი შეირგო და ბურთი მეტოქის კარის ბადეში გაახვია.

მომენტების აღწერას აღარ მოვყვებით და ერთ საინტერესო დეტალზე გავამახვილებთ ყურადღებას - ჩეზარე პრანდელის მიერ შერჩეული სასტარტო თერთმეტეული ორი გუნდისგან დაკომპლექტდა და ისე გამოვიდა, რომ მალტის ნაკრები "მილანის" და "იუვენტუსის" გაერთიანებულ გუნდს შეეჭიდა...

თვალსაჩინოებისთვის კიდევ ერთხელ გავიხსენოთ "აძურას" ძირითადი შემადგენლობა: ბუფონი (იუვენტუსი) - აბატე (მილანი), ბარცალი (იუვენტუსი), ბონუჩი (იუვენტუსი), დე შილიო (მილანი) - პირლო (იუვენტუსი), მარკიზიო (იუვენტუსი), მონტოლივო (მილანი) - ჯაკერინი (იუვენტუსი) - ელ შაარავი (მილანი), ბალოტელი (მილანი).

მატჩის გმირად დუბლის ავტორი მარიო ბალოტელი შეირაცხა, რომელიც იტალიელმა ჟურნალისტებმა ქებით ცაში აიყვანეს. ბუნებრივია, სუპერმარიოს არც მწვრთნელ-ფეხბურთელებმა დააკლეს და აქვე კომენტარები...

ჩეზარე პრანდელი: "ვიცოდით, რომ მეტოქე ჩვენთვის სივრცეების შეზღუდვას შეეცდებოდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბურთზე კონტროლის დაწესება არ გაგვიჭირდა. როდესაც დაცვითი რუბიკონების გარღვევა გიწევს, თამაში მოკლე პასებზე უნდა ააგო და ჩვენ ეს კარგად გამოგვივიდა. კმაყოფილი ვარ შეგირდთა თამაშით და რა თქმა უნდა, შედეგითაც. გამოვარჩევდი ჯანლუიჯი ბუფონს და მარიო ბალოტელის - პირველმა თერთმეტმეტრიანი მოიგერია და ძალიან დამაჯერებელი იყო, მეორეს კი დუბლზე მეტად სხვა რამეს მოვუწონებდი - პროვოკაციაზე არ წამოეგო და მეტოქის უხეშობას სიმშვიდით პასუხობდა".

რიკარდო მონტოლივო: "ძალიან გაგვიმართლა, რომ გვყავს მარიო ბალოტელი, რომელსაც ნებისმიერ შეხვედრაში შეუძლია გოლის გატანა. მალტა საკუთარ ნახევარზე ჩადგა და ეს მოსალოდნელიც იყო, მაგრამ როდესაც გუნდს ასეთი შეტევითი პოტენციალი აქვს, ყველაზე რთულ ამოცანასაც გადაჭრის. მუნდიალის საგზურთან ახლოს ვართ, თუმცა მოდუნება არ შეიძლება".

მალტასთან შეხვედრის შემდეგ საგანგებო კომენტარი გააკეთა მორგან დე სანკტისმა და სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. "ნაპოლის" 36 წლის კიპერი წლების განმავლობაში ჯანლუიჯი ბუფონის უპირველესი ალტერნატივა გახლდათ, მაგრამ გასაგებ მიზეზთა გამო რეალური შანსი, ფაქტობრივად, არც მისცემია - მოვუსმინოთ დე სანკტისს:

"ჯიჯიმ მითხრა, რომ კიდევ 10 წელი აპირებს თამაშს და მეც სანაკრებო კარიერის დასრულება გადავწყვიტე... ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, ისე კი, დრო იყო, გზა ახალგაზრდებისთვის დამეთმო. უკვე 36 წლის ვარ და ჯობია, კლუბზე მოვახდინო კონცენტრაცია. ეროვნულ ნაკრებს მშვიდად ვტოვებ, რადგან აქ, ბუფონის გარდა, არაერთი ნიჭიერი კიპერია - თუნდაც სალვატორე სირიგუ, ფედერიკო მარკეტი ან გნებავთ, ემილიანო ვივიანო. იმედია, "სკუადრა აძურა" 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ტრიუმფატორი გახდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მუნდიალი 2014. შესარჩევი ციკლი: ჩერნოგორიაში სისხლი დაიღვარა! [VIDEO]

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა