ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გია ისიანმა ფეხბურთის განვითარების პროექტი სპორტის მინისტრსაც წარუდგინა

გია ისიანმა ფეხბურთის განვითარების პროექტი სპორტის მინისტრსაც წარუდგინა

რატომ გვიანდება კლუბების კონსოლიდაცია?
რა ბედი ელით მომავალ სეზონში ე. წ. საბიუჯეტო კლუბებს და საერთოდ, ქართულ საკლუბო ფეხბურთს - ამ თემაზე ბევრჯერ თქმულა და დაწერილა, მაგრამ საქმე ამის იქით არ წასულა.

გორის "დილაც" საბიუჯეტო კლუბია - ადგილობრივი მუნიციპალიტეტი აფინანსებს. გუნდი საქართველოს ჩემპიონობისა და თასისთვის იბრძვის, ჰყავს ლიტველი მწვრთნელი, გერმანელი ფიზმომზადების სპეციალისტი, ლეგიონერები და საკმაოდ კარგი ქართველი ფეხბურთელები, ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების წევრები...

თუმცა, დანარჩენი საბიუჯეტო კლუბების მსგავსად, "დილამაც" არ იცის, როგორ გააგრძელებს არსებობას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ.

ამასთან დაკავშირებით "დილას" მენეჯერმა გია ისიანმა შეიმუშავა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოს როლის გაძლიერებას რეგიონებში ფეხბურთის ეფექტური განვითარებისთვის.

ისიანი ყურადღებას რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე ამახვილებს. პროექტში ნათქვამია, რომ ფიფა-უეფა არ კრძალავს საბიუჯეტო კლუბების არსებობას, თუ ერთსა და იმავე ლიგაში ერთი ორგანიზაცია რამდენიმე კლუბს არ აფინანსებს.

საქართველოში საბიუჯეტო კლუბების უმრავლესობას ერთი და იგივე ისტორია აქვს - რაღაც ეტაპზე გაჩნდება ფული, მერე დაფინანსება წყდება, შემდეგ ისევ გამოჩნდება და ა. შ. ასეთ დროს კლუბს არ აქვს იმის საშუალება, რომ გრძელვადიანი, მიზანმიმართული პოლიტიკა აწარმოოს, სახელმწიფოსგან მიღებული ფული კი, ფაქტობრივად, წყალში იყრება. ამიტომ, ამ პროექტის მიხედვით, სახელმწიფო უწყებებისგან კლუბის დაფინანსება არ უნდა იყოს მოკლევადიანი და სამ წელიწადზე მაინც უნდა იყოს გათვლილი.

ისიანს მოჰყავს ფაქტები: მას შემდეგ, რაც გორის "დილაში" სერიოზული ინვესტიცია განხორციელდა, 70-80 პროცენტით მოიმატა სტადიონზე მაყურებელთა დასწრებამ; თუ გორში მანამდე 250 ბავშვი დადიოდა საფეხბურთო სკოლაში, დღეს ეს რიცხვი თითქმის გაორმაგებულია.

პროექტი თანხის მიზნობრივ ხარჯვასაც ითვალისწინებს და მერე ამ ყველაფრის მონიტორინგს - ყოველი დახარჯული თეთრი უნდა მოწმდებოდეს, კლუბებში საშტატო ერთეული "გაბერილი" არ უნდა იყოს და ა.შ.

ერთი სიტყვით, პროექტის მთავარი დანიშნულებაა: რეგიონის საფეხბურთო კლუბებს მრავალწლიანი განვითარების გეგმა გააჩნდეთ და სახელმწიფოსგან გამოყოფილი თანხაც ამის მიხედვით გამოიყოს და დაიხარჯოს.

მას შემდეგ, რაც ამ პროგრამას გავეცანით, ისიანს რამდენიმე კითხვა დავუსვით.

- ჩვენი სახელმწიფო დიდ როლს თამაშობს ქვეყანაში სპორტის განვითარებისთვის და ეს ძალიან კარგია. ყოველწლიურად იხარჯება მილიონობით ლარი, მათ შორის, ფეხბურთისთვისაც.

ბევრი მაგალითი არსებობს, თუ რა კარგი შედეგი მოაქვს სახელმწიფოსგან საფეხბურთო კლუბის დაფინანსებას. მაგალითად ბელორუსული ბატე ავიღოთ; აგრეთვე, რუსეთის და უკრაინის კლუბები, რომლებიც ევროსარბიელზე მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ.

ასეთი თანამშრომლობის შედეგი იყო "დილას" შარშანდელი გამოსვლა ევროპალიგაზე. ალბათ გახსოვთ, თბილისის "დინამოს" რომ ჰქონდა სახელმწიფოს შეღავათები კომერციულ საქმიანობაში, მაშინაც იყო მნიშვნელოვანი შედეგები.

- ალბათ, იცით, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას აქვს იდეა საკლუბო ფეხბურთის განვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს ქვეყნის ბიუჯეტიდან "საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის" დამატებით რამდენიმე მილიონი ლარის გამოყოფას იმისთვის, რომ ამ ტელეარხმა კარგად გააშუქოს საქართველოს ჩემპიონატი, თასის გათამაშება და კლუბებმა აქედან მიიღონ შემოსავალი. რას გვეტყოდით ასეთ პერსპექტივაზე?

- ეს იდეა სავსებით მისაღებია, თუმცა განსხვავებული აზრიც არსებობს. "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" დაკავშირებით არსებობს პრობლემა - ხშირად საფეხბურთო მატჩის ტრანსლაციის დრო ემთხვევა იმ გადაცემას, რომელიც საზოგადოების უმეტესი ნაწილისთვის უფრო საინტერესოა. ამიტომ მიმაჩნია, რომ უკეთესი იქნება, თუ ქვეყნის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულით "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ითანამშრომლებს რომელიმე საკაბელო, ფასიან არხთან, ანუ სახელმწიფოს დახმარებით უნდა მოხდეს შეთანხმება "საზოგადოებრივ მაუწყებელსა" და რომელიმე სხვა ტელეარხს შორის.

ასეთ შემთხვევაში, "საზოგადოებრივი მაუწყებელი" უზრუნველყოფს ტექნიკურ მხარეს, მოძრავი სატელევიზიო სადგურით მომსახურებას.

ის კომერციული სტრუქტურები, რომელთაც რეკლამა მიაქვთ კომერციულ არხზე, ავტომატურად გახდებიან საქართველოს ჩემპიონატის და თასის გათამაშების სპონსორები. დარეგულირდება პირდაპირი ტრანსლაციის დროც, ტური გაიწელება სამ დღეზე - პარასკევი, შაბათი და კვირა, რაც მეტი პირდაპირი რეპორტაჟის საშუალებას მოგვცემს. სტადიონების ცარიელი ადგილები შეივსება სარეკლამო ბანერებით და ტელეტრანსლაციაც უფრო კარგი სანახავი გახდება.

კლუბებზე თანხის გადანაწილებისას გასათვალისწინებელი უნდა იყოს ინფრასტრუქტურაც. უკვე ყველა კლუბს გაუჩნდება იმის სურვილი, რომ საკუთარ სტადიონზე ჰქონდეს განათება.

ძალიან კარგია, რომ ფეხბურთის ფედერაცია სერიოზულად დაინტერესდა საკლუბო ფეხბურთით. დროა, რომ ქართულმა კლუბებმაც ძირითადი შემოსავალი სწორედ ტელეტრანსლაციებიდან მიიღონ. ფეხბურთის ფედერაციას და პირადად ზვიად სიჭინავას მადლობა უნდა გადავუხადო იმის გამოც, რომ გორში ახლა კარგი სტადიონი გვაქვს.

- სახელმწიფო, "საზოგადოებრივი მაუწყებელი" და კომერციული ტელევიზია - დაახლოებით რა დაჯდება ასეთი პროექტის განხორციელება?

- ზუსტად ვერ გეტყვით, ეს პროფესიონალების დასათვლელია.

- ჩემპიონატის და თასის გათამაშების ტელეგაშუქებაზე უნდა არსებობდეს თუ არა ექსკლუზიური უფლება?

- მიმაჩნია, რომ გარდამავალ ეტაპზე თუ ყველა ტელეარხი თვეში მინიმუმ ერთ საათს დაუთმობს ჩვენს ჩემპიონატსა და თასის გათამაშებას, ამით ძალიან დაეხმარება საკლუბო ფეხბურთს. ვფიქრობ, საინფორმაციო გამოშვების სპორტული ბლოკი ეროვნული ჩემპიონატის და თასის გათამაშების ამბებით უნდა იწყებოდეს.

- ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ სეზონის დასრულებამდე ორი თვე რჩება, მერე კი არავინ იცის, რა ელის გორის "დილას" და სხვა საბიუჯეტო კლუბებს; ანუ დრო ისე გადის, რომ რეალური ქმედება ჯერ არ ჩანს...

- ზუსტად ამაზე რომ დავფიქრდი, ამიტომაც შევიმუშავე პროექტი. არ ფორმდება კონტრაქტები მწვრთნელებთან და ფეხბურთელებთან, არ იდება კომერციული ხელშეკრულებები - ეს იმის გამო ხდება, რომ არ ვიცით, რა იქნება მომავალში. თუ იარსებებს კლუბის დაფინანსების სამწლიანი პროგრამა, კლუბიც უფრო ეფექტურად იმუშავებს, გაუჩნდება შემოსავლის დამატებითი საშუალება, განისაზღვრება და დაიგეგმება სატრანსფერო პოლიტიკა.

ამავე დროს, უნდა განხორციელდეს მონიტორინგი სახელმწიფოსგან დაფინანსებულ კლუბებზე.

- სხვა საბიუჯეტო ან კერძო კლუბები თუ გამოეხმაურნენ თქვენს წინადადებებს?

- არ ვიცი, რატომ, მაგრამ ჯერ არ არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით კლუბებს შორის ურთიერთობის სურვილი. არადა, რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს ქართული კლუბების კონსოლიდაცია ისე, რომ საბიუჯეტო გუნდების გარდა, გათვალისწინებული იყოს კერძო კლუბების ინტერესებიც საგადასახადო შეღავათების პერსპექტივის კუთხით. ეს პროექტი ერთობლივად უნდა განხორციელდეს და არა ცალ-ცალკე.

- ვიცით, რომ სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი შეხვდა რამდენიმე საფეხბურთო კლუბის მესვეურს. თქვენ თუ გქონდათ აუდიენცია მასთან?

- როგორ არა, ჩვენ დიდი ხანი ვისაუბრეთ ამ პრობლემაზე და ცხადია, ჩემი პროექტის შესახებაც. ეს საკითხები ჯერ კლუბებისთვის უნდა იყოს იმდენად საინტერესო და მნიშვნელოვანი, რომ მოხერხდეს ერთიანი პოზიციის შემუშავება, რაც უფრო მეტ ძალას მოგვცემს, მაგრამ ერთი-ორი კლუბის გარდა, ინტერესი ჯერ არ ჩანს... მინისტრს იმედი აქვს, რომ კლუბები ერთად დავსხდებით და განვიხილავთ სამოქმედო გეგმას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გია ისიანი: როგორი სახელმწიფო კლუბები გვჭირდება?

თვალსაზრისი: პრემიერლიგა ჩამოყალიბდა, საქმე მაინც გაყინულია

რევოლუციის ტოლფასი გადაწყვეტილება ქართული ფეხბურთისთვის

ქუთაისის "ტორპედომ" ფეხბურთის განვითარების პროგრამა წარადგინა

[ექსკლუზივი] რას ურჩევს დიმიტრი რამიშვილი პრემიერლიგის დამფუძნებლებს?

ლევან ფხაკაძე: ფეხბურთში ბიზნესს ასე თუ მოვიზიდავთ

გურამ რუხაძე: სტადიონზე მაყურებლის მოზიდვის ეფექტურ გზას მივაგენით

თვალსაზრისი: ქართული ფეხბურთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის შეღავათი

• puma

ეს პროექტი რომ აქტუალური გახდეს, საჭიროა ყველა კლუბმა აქტიურად მიიღოს მონაწილეობა, ზიან ბუებივით და სხის იმედზე , რა პონტია ნეტაა:)

• HUNTER

3მილიონიან გაღატაკებულ ქვეყანაში ჩემპიონთა ლიგის დონის გუნდი მომგებიანი არასოდეს იქნება, აი ეს უნდა გ ა ი გ ო თ ხალხო არა სო დეს! აქედან გამომდინარე ბიზნესის იმედი ნუ გექნებათ, არსებობს 4 ვარიანტი. 1 სახელმწიფო (რაც არარეალურია ხელისუფლების განცხადებების ფონზე) 2 სახელმწიფო და ბიზნესი (ყველაზე რეალურად ეს მიმაჩნია) 3 ქართულ ფეხბურთზე შეყვარებული მილიარდელი რომელიც იტყვის მე არ მაინტერესებს წლიური 100მილიონი და ამის სანაცვლოდ მინდა დინამოს განვითარება 4 ილუზიებით კვება თავის მოტყუება.. წავა დომენტი და თემური, მოვა ლევანი და ყველაფერი კარგად იქნება

• g

სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ფეხბურთი ვერ განვითარდება

• Gio

პროექტი კარგია... შეიძლება უშველოს კიდეც ქართულ ფეხბურთს, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრით მხოლოდ მცირე ხნით მთავარია გაეცეს რამოდენიმე კითხვას პასუხი ლოგიკური თანამიმდევრობით: 1. მიუხედავად ყოველ წელს ათობით მილიონი დოლარის ჩასხმისა, რატომ არის ქართული ეროვნული ჩემპიონატი ასეთი უღიმღამო და რატომ არ დადის ხალხი? პასუხი - იმიტომ, რომ არის დაბალი დონის და არის არასანახაობრივი. 2. რატომ არის ასეთი? პასუხი - იმიტომ, რომ არის უაღრესად კორუმპირებული და პოლიტიზირებული, სადაც ყველაფერი იყიდება მსაჯებიდან დაწყებული მთელი მატჩებით დამთავრებული. ამას უყურებს გულშემატკივარი, რომელსაც გული უცრუვდება და ფეხბურთელები, რომლებსაც უცხოეთში წასვლა უნდათ, სადაც გარიგებული თამაშის გამო ნაკლებად წააგებინებენ მის გუნდს. მაგალითი: შარშან შსს-ს გუნდი გორის დილა რომ გასულიყო თასზე, ნამდვილ ჩემპიონს მეტალურგს ჩემპიონობა ჩამოართვეს, მისცეს ზესტაფონს, ზესტაფონის პირველობით კი გორის დილა გავიდა ევრო-ლიგაზე. ეს არის ქართული ფეხბურთის სახე. 3. რაშია გამოსავალი? პასუხი - ფეხბირტოს სრული დეპოლიტიზაციაში და ფედერაციაში ახალი, პროფესიონალი და სუფთა კადრების მოსვლაში, რომლებიც დააწესებენ სასტიკ ჯარიმებს და სასჯელს ყოველნაირ მოსყიდვებზე და გარიგებულ თამაშებზე. ამის შედეგად, ბრძოლა იქნება მხოლოდ სპორტული პროფესიონალობიდან გამომდინარე. ხალხიც დაინახავს, რომ მის გუნდს უსამართლოდ არ სჯიან, დაიწყებენ სიარულს, ქართული ფეხბურთი უფრო პოპულარული გახდება და ინვესტიციებიც გამოჩნდება შემდეგ... მაგრამ, არა მგონია ეს გამოვიდეს... ჭირი იქა ლხინი აქა...

• Gia

პროქტების განხილვის დროა! გაიღვიძეთ:)

• tedo69

რა არის საჭირო რომ პროექტი განხორციელდეს?

• hunter

ქომაგი კერძო მესაკუთრეს მაქსიმუმ 49% ფლობის უფლება აქვს.

• puma

იმედია სპორტის მინისტრი, ან ფინანსთა მინისტრი ან კიდევ ვინმე ვისაც ეს პრობლემა აწუხებს თვალს მაინც შეავლებს ამ პრობლემას, ის კლუბები კი რომლებიც პესიმიზსი არიან გადავარდნილები გამოცოცხლდებიან და მხარს აუბავენ ამ პრექტს, თუ არადა ვქექოთ ნაცარი და უყუროთ ტელევიზორს რა ხდება ევროპაში და ჰეეეეე

• ქომაგი

HUNTER ევროპული გუნდების უმრავლესობა, გერმანული გუნდების 99,9% ბიუჯეტი აფინანსებს, ქალაქის ბიუჯეტი. ერთი გერმანული გუნდი დაასახელეთ კერძო მეპატრონე რომ ყავს გამონაკლისი ბორუსია, სააქციო საზოგადოებაა. საიდან მოგაქვთ ასეთი ინფორმაციები, არასწორად ხართ იფორმირებული :) მიუხენის ბაიერნს მიუნხენის თვითმმართველობა აფინანსებს? ჰოფენჰაიმს დაბა ზინჰაიმი თუ მიარდელი დიტმარ ჰოფი? ვოლფსბურგს კონცერნი ფოლცვაგენი, ლევერკუზენს ფარმაცევტული ფირმა ბაიერი, სხვები სააქციო საზოგადოებებია და ა.შ. წამყვან რუსულ კლუბებს აღარ აფინანსებენ ქალაქის თვითმმართველობები და არც უკრაინულს

• bibo

მართალია ბიუჯეტით უნდა ფინანსდებოდეს, მაგიტომაა მარტო დინმოს რო ყავს პატრონი და მარტო დინამოზე რო ამოსდით მზე და მტავზე თუ ქვეყნის ჩემპიონატი არ გაძლიერდა რომელ ევროპულ წარმატებაზეა ლაპარაკი, მოიგე ქვეყნის თასი 100 ჯერ აზრი?

• HUNTER

ტყუილი და არასწორი ინტერპრეტაციაა ის რომ უეფა კრძალავს საბიუჯეტო გუნდებს. ევროპული გუნდების უმრავლესობა, გერმანული გუნდების 99,9% ბიუჯეტი აფინანსებს, ქალაქის ბიუჯეტი. ერთი გერმანული გუნდი დაასახელეთ კერძო მეპატრონე რომ ყავს გამონაკლისი ბორუსია, სააქციო საზოგადოებაა.

• hunter

ეს ასათიანზე რომაა სტატია იქ უნდა დამეწერა მაგრამ ბლოკავს "ინვალიდ ტოკენ":) მე მალხაზას კალაძეზე წინ ვაყენებ კლასით ერთი თავით მაღლა დგას.. სტაბილურობა,ტექნიკა,თავით მაღალ ბურთზე თამაში, პასი... ამ კაცის ასე დაკარგვა ქუთაისის სირცხვილია, იპოვეთ, დააბით, ტორპედოს მაისური ჩააცვით და დააფასეთ

• hunter

მე მალხაზას კალაძეზე წინ ვაყენებ კლასით ერთი თავით მაღლა დგას.. სტაბილურობა,ტექნიკა,თავით მაღალ ბურთზე თამაში, პასი... ამ კაცის ასე დაკარგვა ქუთაისის სირცხვილია, იპოვეთ, დააბით, ტორპედოს მაისური ჩააცვით და დააფასეთ

"დილამ" ქუთაისში მოიგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა

"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

ფრე წყალტუბოში: "გარეჯის" თავურები

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა