იტალიის ეროვნული გუნდის მეკარემ თავის სანაკრებო კარიერასა და მალტასთან შეხვედრის პერიპეტიებზე ისაუბრა
იტალიის ნაკრების მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ თუკი ჯანმრთელობა ხელს შეუწყობს, შეძლებს, ეროვნულ გუნდში ჩატარებული მატჩების რაოდენობის 150-იან ნიშნულს უწიოს.

26 მარტს მალტასთან გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრა, რომელიც "სკუადრა აძურამ" 2:0 მოიგო, ბუფონისთვის სანაკრებო კარიერაში 126-ე იყო. ამით ის ლეგენდარულ მცველ პაოლო მალდინის გაუტოლდა.

იტალიის ნაკრებში ამ მხრივ რეკორდი კი ფაბიო კანავაროს ეკუთვნის, რომლის აქტივში 136 შეხვედრაა.

"30 წელს გადაცილებული სპორტსმენის ცხოვრება რაღაცით 7 წელს გადაცილებული ძაღლისას ჰგავს. ახლა ზუსტად ვაცნობიერებ, ვინ ვარ და რა შემიძლია. თუნდაც ორი ან სამი წლის წინ კი მსგავს რამეს არ ვიტყოდი.

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დანიას მილანში ვეთამაშებოდით, მალდინიმ იწინასწარმეტყველა, რომ ნაკრებში 150-მატჩიან ნიშნულს მივაღწევდი. ეს, რა თქმა უნდა, ოპტიმისტური განაცხადი იყო, თუმცა ღვთის წყალობითა და ჯანსაღად ყოფნის შემთხვევაში, ვფიქრობ, ეს მართლა შესაძლებელია. თუკი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძველებურად კარგად ვიქნები, რატომაც არა?

რაც შეეხება ბოლო თამაშს მალტასთან, ის იოლი არ იყო. ქარმა და სველმა მოედანმა ამოცანა გაგვირთულა. თანაც, თუკი თითოეული მატჩისთვის სათანადოდ არ განეწყობი და კონცენტრაციას დაკარგავ, უსიამოვნებები გარდაუვალი იქნება.

თერთმეტმეტრიანთან დაკავშირებული ეპიზოდი? პენალტის დროს თავდაპირველად მარცხენა კუთხეში გადახტომა დავაპირე, მაგრამ შემდეგ მაინც ადგილზე დავრჩი და დაველოდე დარტყმას. ასე რომ, იმ ეპიზოდში ცოტა გამიმართლა კიდეც.

იმ პენალტის გარდა, მეტოქემ კიდევ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. ასე რომ, იოლი თამაში ნამდვილად არ გვქონია.

Video

26.03.13. მალტა - იტალია 0:2

ბუნებრივია, პრანდელი შესვენებაზე განრისხებული იყო და საამისოდ საფუძველიც ჰქონდა. მრავალი წლის განმავლობაში გავიძახით, რომ კონცენტრაცია თითოეულ მატჩში უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ შემდეგ რაღაც გვაკლდება ხოლმე და სატურნირო მდგომარეობასაც ვირთულებთ.

წინ არცთუ იოლი გამოცდები გველის, რაც ჩვენს ნამდვილ დონეს გამოააშკარავებს. ევროპის ჩემპიონატზე რაღაც მართლა ვაჩვენეთ, ახლა კი უნდა გავამყაროთ ჩვენი ამბიციები და პროგრესირება გავაგრძელოთ", - აქვეყნებს ბუფონის სიტყვებს Football Italia.

ასევე იხილეთ:

მუნდიალი 2014. შესარჩევი ციკლი: ჩერნოგორიაში სისხლი დაიღვარა! [VIDEO]

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე