ალექს ფერგიუსონი და უეინ რუნი სანდერლენდთან შურისძიებაზე ალაპარაკდნენ
ამ უქმეებზე "მანჩესტერ იუნაიტედს" სანდერლენდის "სტედიუმ ოფ ლაითზე" ელის გასვლითი შეხვედრა.

"მანჩესტერ სიტისთან" 15-ქულიანმა ფორამ თითქოს ჩემპიონატის ლიდერის თამაშებს ხიბლი დაუკარგა, რადგან "ეშმაკებს" მხოლოდ საკუთარ თავთან, საკუთარ მოტივაციასთანღა მართებთ ჭიდილი. თუმცა არა, არსებობს გარემოება, რომელიც ამ მატჩს განსაკუთრებულ ინტრიგას სძენს. ეს არის შურისძიების გრძნობა.

შარშან, 13 მაისს, პარალელურ შეხვედრაში "სიტის" გამარჯვებისა და მის მიერ ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ, "შავი კატების" ფანებმა "იუნაიტედის" ფეხბურთელებს განსაკუთრებულად მტკივნეულ წერტილში დაარტყეს, როცა "სიტის" ჰიმნი შემოსძახეს.

უეინ რუნის თქმით, ეს ინციდენტი არავის დავიწყებია და სანდერლენდელებთან ისინი ანგარიშის გასწორებას აპირებენ. "სტედიუმ ოფ ლაითზე" ისეთი რამ მოხდა, რაც დღემდე არ დაგვვიწყებია. როცა ჩვენი თამაში დასრულდა, წარმოდგენა არ გვქონდა, რა ხდებოდა "სიტის" თამაშში. თუმცა გავიდა რამდენიმე წამი და ადგილობრივმა ფანებმა "ეტიჰადზე" გასული გოლის გამო ტაში შემოსცხეს," - თქვა რუნიმ.

შეგირდის განწყობას იზიარებს "იუნაიტედის" თავკაცი ალექს ფერგიუსონიც. მეტიც, შოტლანდიელი 21 წლის წინანდელ ანალოგიურ ამბავს იხსენებს, როცა 41-ე ტურში "ენფილდზე" "ლივერპულთან" 2:0 მარცხის შემდეგ ჩემპიონი "ლიდსი" გახდა.

მაშინ მერსისაიდელმა ფანებმა "ეშმაკების" ფეხბურთელებს ავტოგრაფები ჩამოართვეს, მერე დემონსტრაციულად გადახიეს და ფურცლები ჰაერში ააფრიალეს. "ბიჭებს მაშინაც ვუთხარი, რომ კარგად დაეხსომებინათ ეს დღე. წინა სეზონში მომხდარ ინციდენტს რაც შეეხება, თუკი "სანდერლენდის" ფანები "სიტის" ფანებიც არიან, ეს მათი საქმეა, მაგრამ ის, რაც მათ ჩაიდინეს, მშვენივრად გვახსოვს. დიახ, ამას გეუბნებით მე," – არაორაზროვნად დასძინა ფერგიუსონმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ალექს ფერგიუსონი: "სანდერლენდთან" უფრო მეტი უნდა გაგვეტანა [VIDEO]

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა