მარტინ ონილს ალექს ფერგიუსონთან დაპირისპირება ურთულეს პერიოდში უწევს
"შავი კატების" შავბნელი პერსპექტივა

"სანდერლენდი"-"მანჩესტერ იუნაიტედის" უმთავრესი წინასამატჩო ინტრიგის შესახებ გუშინდელ ნომერში ვწერდით. მოკლედ შეგახსენებთ, რომ 2011/12 წლების სეზონის ბოლო ტურში "სტედიუმ ოფ ლაითსზე" მას შემდეგ, რაც "შავი კატების" ფანებმა "სიტის" გაჩემპიონების შესახებ შეიტყვეს, სტუმართა გასაღიზიანებლად ზეიმი წამოიწყეს. "ეშმაკებს" მათგან "ბრიყვული წყენა" კარგად ახსოვთ და დღეს შურისძიებას გეგმავენ. გაავებული "იუნაიტედის" შეჩერება ურთულესი ამოცანაა, მით უფრო გუნდისთვის, ვინც ძალიან ცუდ ფორმაშია. მარტინ ონილსა და კომპანიას გასავარდნ ზონას 4 ქულა აშორებს.

"სანდერლენდმა" "იუნაიტედის" ძლევა უკანასკნელად 1997 წელს მოახერხა. თანაც ბოლო 5-დან 4 საშინაო შეხვედრაში მან გოლის გატანაც კი ვერ მოახერხა. ჩვენი აზრით, წყვილის ფავორიტი აშკარაა.

მხოლოდ სამი ქულა

"არსენალს" ერთადერთი მიზანი აქვს: "რედინგთან" 3 ქულა უნდა აიღოს, რათა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ "ტოტენჰემს" არ ჩამორჩეს.

"მეთოფეებს" "დეზებთან" შედარებით 4 ქულითა და 1 მა¬ტჩით ნაკლები აქვთ. ბუნებრივია, ეს გარემოება არსენ ვენგერს იმედიანად განაწყობს. "არისტოკრატებს" ახალი მთავარი მწვრთნელი ნაიჯელ ედკინსი დამოძღვრავს. 48 წლის სპეციალისტს ურთულესი მისია აკისრია, თუმცა ისიც ესმის, რომ ჩემპიონშიპში გავარდნის შემთხვევაში მას არავინ დაძრახავს, რაც ფსიქოლოგიურ ტვირთს ერთი ორად ამსუბუქებს.

მოქმედმა ჩემპიონებმა თეთრი ბაირაღები გამოფინეს. "სიტის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ აღიარა, რომ საჩემპიონო რბოლა პრემიერლიგის დასრულებამდე 8 ტურით ადრე (თუმცა "იუნაიტედსა" და "სიტის" 9-9 თამაში აქვთ დარჩენილი) უკვე დასრულებულია.

"ქალაქელებმა" წინა ტურში კაცნაკლულ "ევერტონთან" წააგეს და დღეს საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ მოუწევთ შელახული იმიჯის გამოსწორება. "ნიუკასლმა" "ეტიჰადზე" ბოლო 4 თამაში წააგო. ახლაც გვგონია, რომ "კაჭკაჭებს" წარმატების დიდი შანსი არ აქვთ.

დიდთან დიდი

მაურისიო პოჩეტინიოს "საუთჰემპტონი" პრემიერლიგის გრანდებთან ყოველგვარი კომპლექსის გარეშე თამაშობს. "წმინდანებმა" ბოლო სამ საშინაო შეხვედრაში ერთნაირი ანგარიშით დაამარცხეს "მანჩესტერ სიტი" და "ლივერპული" (3:1), მაგრამ უსახელოდ დამარცხდნენ "ქუინზ პარკთან" (1:2). მათ ახლაც ბოლომდე კონცენტრირება მართებთ, რადგან პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება ჯერ არ გაუნაღდებიათ.

თავის მხრივ, თუ შეიძლება ასე ითქვას, "ჩელსის" გონება აქვს გაფანტული, რადგან უახლოეს 8 დღეში "პენსიონერებს" 3 ტურნირზე 4 თამაშის გამართვა უწევთ: 1 აპრილს ასოციაციის თასის 1/4-ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედთან", 4-ში - ევროპა ლიგის 1/4-ფინალში ყაზანის "რუბინთან", 7-ში კი ჩემპიონატის მორიგ ტურში "სტემფორდ ბრიჯს" "სანდერლენდი" სტუმრობს.

"საუთჰემპტონმა" "სენტ მერიზე" "ჩელსისთან" ყველა ტურნირის გათვალისწინებით, მიჯრით სამი შეხვედრა დათმო უსახელოდ. მათ შორის წელს, ასოციაციის თასის მე-3 ეტაპზე (1:5).

ცუდი დროება

მეოთხეადგილოსანი "ტოტენჰემი" მიმდინარე სეზონში ასეთ ცუდ ფორმაში ჯერ არ ყოფილა. "დეზებმა" ზედიზედ 3 თამაში წააგეს, მათ შორის 2 ჩემპიონატში. თუკი ანდრე ვილაშ ბოაშმა და კომპანიამ ასევე განაგრძეს, ოცნებას ჩემპიონთა ლიგაზე ქარი წაიღებს, მით უფრო, რომ "არსენალის" სუნთქვა ჩრდილოლონდონელებს ზურგს უკან ესმით.

გულშემატკივარმა საყვარელი გუნდისგან შეიძლება ბევრი რამე მოითმინოს, მაგრამ პრინციპულ მეტოქესთან ბრძოლაში მარცხი ნამეტანი იქნება. "დეზებს" ეს კარგად ესმით. "უილიამ ჰილში" მატჩის ფავორიტად სტუმრებს ასახელებენ.

სიტის მერე სტოკი

"ევერტონმა" წინა ტურში "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლა, 2:0 დაამარცხა და საჩემპიონო რბოლას წერტილი დაუსვა. დევიდ მოიესის შეგირდებს ახლა "სტოკ სიტისთან" მართებთ გამარჯვება, რათა ჩემპიონთა ლიგის თუ არა, ევროპალიგის საგზური მაინც ჩაიგდონ ხელთ.

"ლურჯებს" თანაქალაქელ "წითლებთან" სოლიდური უპირატესობა აქვთ: 3 ქულა და თამაში თადარიგში. ტონი პულისი კი თავს იმით თუ დაიმშვიდებს, რომ დაცვის ერთ-ერთმა ლიდერმა რობერტ ჰუთმა 3-თამაშიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა და ძირითადს უბრუნდება.

ამ მიზეზით მასპინძლებს ნახევარდაცვის ორი ლიდერი არ ეყოლებათ. მარუან ფელაინი სეზონში მე-10 ყვითელი ბარათისთვის 2 თამაშით დაისვენებს, სტივენ პიენაარმა კი წინა ტურში წითელი ბარათი დაიმსახურა და ამდენსვე გამოტოვებს.

"ასტონ ვილამ" პირველ წრეში საუკეთესო თამაში "ენფილდზე" გამართა (3:1). ბირმინგემელებმა მთავარი დარტყმა სწორედ ამის მერე მიიღეს, როცა ზედიზედ 3 თამაში წააგეს 0:15-ზე ბურთების ბალანსით. პოლ ლამბერტის გუნდმა ბოლო ორ შეხვედრაში უშუალო კონკურენტები ("რედინგი" და "ქუინზ პარკი") დაამარცხა და დიდი ნაბიჯი გადადგა ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად.

პრემიერლიგა. XXXI ტური

30 მარტი

სანდერლენდი-იუნაიტედი 16:45

ტრავმა: ვეს ბრაუნი, ლი კატერმოული, დევიდ ვონი, კარლოს კუელიარი, სტივენ ფლეტჩერი, სტეფან სესინიონი – ფილ ჯონსი, ლუიშ ნანი, პოლ სქოულზი, დარენ ფლეტჩერი

ბოლო 6 მატჩი

+0=2-4 +6=0-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 113 თამაში: +33=27-53 (156-198)

არსენალი-რედინგი 19:00

ტრავმა: ვასირიკი დიაბი, ჯეკ უილშირი, თეო უოლკოტი, კირან გიბსი – ადამ ფედერიჩი, ჯიმი კებე, დენი გატრი, ჯეისონ რობერტსი

ბოლო 6 მატჩი

+4=1-1 +1=0-5

ურთიერთშეხვედრები

სულ 7 თამაში: +7=0-0 (26-9)

სიტი-ნიუკასლი 19:00

ტრავმა: მიკა რიჩარდსი, სისენანდო მაიკონი, ჯეკ როდუელი – ტიმ კრული, ფაბრისიო კოლოჩინი, დავიდე სანტონი, ჰატემ ბენ არფა, რაიან ტეილორი, მასაიდო აიდარა, შეიკ ტიოტე, მატიე დებუში, ჰარის ვუკჩიჩი

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +3=0-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 129 თამაში: +46=32-51 (176-184)

საუთჰემპტონი-ჩელსი 19:00

ტრავმა: იოს ჰოიველდი, ადამ ლალანა, ლუკ შოუ – ორიოლ რომეუ, ოსკარი, ედენ აზარი, ნათან ეიკი

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 60 თამაში: +17=16-27 (78-98)

სუონსი-ტოტენჰემი 19:00

ტრავმა: ნილ ტეილორი, ჩიკო ფლორესი, დარნელ შიტუ, კემი აგუსტიენი – იუნეს კაბული, რანიერ სანდრო

ბოლო 6 მატჩი

+2=0-4 +4=0-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 7 თამაში: +2=1-4 (7-9)

ვესტ ჰემი-ვესტ ბრომვიჩი 19:00

ტრავმა: კევინ ნოლანი, მარკ ნოუბლი, დენიელ პოტსი – ჯეიმს მორისონი, ჯორჯ ტორნი, ზოლტან გერა

ბოლო 6 მატჩი

+2=0-4 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 65 თამაში: +23=13-29 (99-107)

უიგანი-ნორვიჩი 19:00

ტრავმა: ალბერტ კრუსატი, ბენ უოტსონი, მაიკლ პოლიტი, კალუმ მაკმანამანი, ივან რამისი, რიო მიაიჩი – ჯონ რადი, ენდრიუ სერმენი, ენტონი პიკლინგტონი

დისკვალიფიკაცია: - მარკ ბენი

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +1=4-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 5 თამაში: +0=3-2 (4-7)

ევერტონი-სტოკი 21:30

ტრავმა: ტონი ჰიბერტი, ფილ იაგიელკა, ტიმ ჰოვარდი – ჯეიმი ნესი, ფლორან კუველიე

დისკვალიფიკაცია: მარუან ფელაინი, სტივენ პიენაარი -

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +1=1-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 85 თამაში: +34=26-25 (125-93)

31 მარტი

ასტონ ვილა-ლივერპული 16:30

ტრავმა: რიჩარდ დანი, კირან კლარკი, მარკ ოლბრაიტონი, ბრეტ ჰოლმენი, სტილიან პეტროვი, კრის ჰერდი, გარი გარდნერი – ჯო ალენი, ფაბიო ბორინი, მარტინ კელი, ჯონ ფლენაგანი

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 161 თამაში: +48=35-78 (221-282)

1 აპრილი

ფულჰემი-ქუინზ პარკი 23:00

ტრავმა: მაჰამადუ დიარა, კერიმ ფრეი, ნილ ეთერიჯი – რობერტ გრინი, სამბა დიაკიტე, არმან ტრაორე, ენდრიუ ჯონსონი

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 7 თამაში: +5=1-1 (13-2)

სატურნირო მდგომარეობა

ბომბარდირები: 22 - ლუის სუარესი (ლივერპული), 19 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), 16 - გარეთ ბეილი (ტოტენჰემი), 15 - მიგელ მიჩუ (სუონსი), დემბა ბა (ნიუკასლი/ჩელსი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა