ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ბუნდესლიგა. XXVII ტური: 9 გოლი "იუვენტუსის" შესაშინებლად [VIDEO]

ბუნდესლიგა. XXVII ტური: 9 გოლი "იუვენტუსის" შესაშინებლად [VIDEO]

მიუნხენელებმა "ჰამბურგს" ცხრა გოლი გაუტანეს, კლაუდიო პისარომ პოკერი შეასრულა
"ბაიერნი" იმდენად კარგ ფორმაშია და ისეთი დაუნდობელია, რომ რეკორდმაისტერის შესაფასებლად ეპითეტები გამოგველია. თუ "ბაიერნმა" აიწყვიტა და თამაში წაუვიდა, დანდობა არ იცის - არც მაშინ, როცა 3 დღეში სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თამაში ელის "იუვენტუსთან".

როგორც ჩანს, მიუნხენელებს ამ სეზონში მართლა ყველა რეკორდის მოხსნა უნდათ - სხვა შემთხვევაში, "იუვესთან" პრინციპული პაექრობის წინ "ჰამბურგს" ასე არ გაიმეტებდნენ: იუპ ჰაინკესის გუნდმა ბუნდესლიგის "დინოს", არც მეტი, არც ნაკლები, 9 (!) გოლი გაუტანა! ასეთ დროს მოშვებაზე როგორ უნდა ილაპარაკო, მაგრამ მეორე ტაიმში "ბაიერნი" მოეშვა კიდეც, ოღონდ ეს მხოლოდ იმაში გამოიხატა, რომ "ჰამბურგმა" ორი გოლის გატანა შეძლო, 9:2 კი უკვე ნაღდად ნამეტანია!

ცხრაგზის მოკითხვა იუვენტუსს

ვერ გეტყვით, რამდენად შეაშინებს ეს ანგარიში "იუვენტუსს"; ფაქტი კი ისაა, რომ არიენ რობენი ირწმუნება, თავში არაფერი აგვივარდებაო: "9:2 შთამბეჭდავი ანგარიშია. ასეთი რამ ევროპაში ხშირად არ ხდება, მაგრამ ეს გართობა უკვე ყველამ დავივიწყეთ და ახლა "იუვესთან" მატჩზე ვფიქრობთ.”

"ჰამბურგთან" თამაშს საიუვენტუსე რეპეტიციასაც კი ვერ ვუწოდებთ, რადგან "ბაიერნს" შაბათს უსუსურზე უსუსური მეტოქე ჰყავდა. "ჰამბურგმა" კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საოცარზე საოცარი ფენომენია - ეს არის გუნდი, რომელსაც შეუძლია, "დორტმუნდს" მისსავე მოედანზე 4:1 მოუგოს, "ბაიერნთან" კი 2:9 განადგურდეს.

მიუნხენელთაგან ყველაზე ბედნიერი ვეტერანი პერუელი თავდამსხმელი კლაუდიო პისარო გახლდათ, რომელსაც მარიო მანჯუკიჩისა და მარიო გომესის გამო თამაში ძალიან იშვიათად უწევს ხოლმე, ახლა კი ძირითად შემადგენლობაში იყო და საოცარი შედეგიანობით გამოირჩა: პისაროს ანგარიშზე 4 გოლი და 2 საგოლე პასია.

"მე ყოველთვის ვამბობდი და ხშირად ვიმეორებ ხოლმე, რომ პისარო შესანიშნავი ფეხბურთელია," - თქვა მატჩის შემდეგ ჰაინკესმა.

"პოკერი შევასრულე! ეს დიდი ბედნიერებაა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ დიდი ხანია, არ მითამაშია," - ეს კი თავად პისაროს სიტყვებია, რომელიც მე-11 ტურის შემდეგ პირველად იყო "ბაიერნის" ძირითად შემადგენლობაში.

"ჰამბურგთან" დაფიქსირებული 9:2 "ბაიერნისთვის" ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება მაინც არ იყო - ეს შედეგი რეკორდმაისტერის ისტორიაში მესამე ადგილზეა. სამაგიეროდ, ეს ბუნდესლიგის ყველაზე უხვგოლიანი მატჩი გახლდათ 2006 წლის (შალკე-ლევერკუზენი 7:4) შემდეგ. ისიც ვთქვათ, რომ მიუნხენელებმა ორივე გოლი კუთხურიდან გაუშვეს და აქვე საინტერესო სტატისტიკაც, რაც "იუვენტუსის" თავკაც ანტონიო კონტეს გამოადგება: "ბაიერნს" ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში სულ 13 გოლი აქვს გაშვებული და აქედან 7 სტანდარტულებიდან მიიღო.

"ორი გოლის გაშვებამ ძალიან გამაბრაზა. ასეთი რამ აღარ უნდა დაგვემართოს. "იუვენტუსს" კი მიუნხენში ერთი გოლიც არ უნდა გავატანინოთ," - განაცხადა "ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა მათიას ზამერმა.

"როცა 7:0-ს ან 8:0-ს იგებ, კონცენტრაციის მცირეოდენი დაკარგვა კატასტროფა ნაღდად არ არის. თუმცა ზამერი მართალია იმაში, რომ ჩემპიონთა ლიგაში ასეთი რამ არ უნდა დაგვემართოს," - ეს კაპიტან ფილიპ ლამის სიტყვებია.

დორტმუნდმა ბაიერნის ჩემპიონობა გადადო

ტურის წინ მიუნხენში ბევრი ნერვიულობდა იმის გამო, რომ გაჩემპიონების შემთხვევაში ბავარიელებს ზეიმი აკრძალული ჰქონდათ. იმ შემთხვევისთვის, თუ "ვერცხლის სინს" ოფიციალურად გაიფორმებდნენ, ერთობლივი ვახშამიც კი არ იყო დაგეგმილი, რაც, დაგვეთანხმებით, უცნაურ ვითარებას შექმნიდა, მაგრამ საქმე უცნაურობამდე არ მივიდა, რადგან დორტმუნდის "ბორუსიამ" შტუტგარტში 2:1 მოიგო და "ბაიერნის" ოფიციალური ჩემპიონობაც და მინიმუმ ზეიმიც მომდევნო ტურისთვის გადადო.

შტუტგარტელებმა ტექნიკურ დორტმუნდელებს აგრესიული ბრძოლა გაუმართეს - ბრუნო ლაბადიას შეგირდების მხრიდან ზღვარგადასული უხეშობებიც ვნახეთ. 23-ე წუთზე მარტინ ჰარნიკმა მარსელ შმელცერს ცხვირი გაუტეხა და იურგენ კლოპი ნერვიულობდა, ვაითუ შმელცერი "მალაგასთან" დაგვაკლდესო, მაგრამ გაირკვა, რომ "ბორუსიას" მარცხენა მცველი ოთხშაბათს ნიღბით ითამაშებს.

ანგარიში კი "შტუტგარტთან" სწორედ შმელცერის ნაცვლად შესულმა პიშჩეკმა გახსნა. მეორე ტაიმში მაქსიმმა წონასწორობის აღდგენა შეძლო, მაგრამ 70-ე წუთზე შვაბებს ნიდერმაიერი გაუძევეს და ათკაციან "შტუტგარტს" "დორტმუნდმა" 82-ე წუთზე მაინც გაუტანა: გამარჯვების გოლი რობერტ ლევანდოვსკის ანგარიშზეა - პოლონელმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მე-20 გოლი გაიტანა (სხვათა შორის, პიშჩეკის პასით).

ბრძოლა ევროპისთვის და გადარჩენისთვის

ლევანდოვსკი ბომბარდირთა დავაში კვლავ პირველ ადგილზეა და მას "კიკერის ზარბაზნისთვის" ბრძოლაში სერიოზულ კონკურენციას მხოლოდ ლევერკუზენის ფორვარდი შტეფან კისლინგიღა უწევს - სწორედ ის კისლინგი, რომელსაც იოახიმ ლიოვი გერმანიის ნაკრებში ჯიუტად არ იძახებს. "ფარმაცევტები" "ფორტუნას" დიუსელდორფში სტუმრობდნენ და 4:1 გაიმარჯვეს. შტეფანის ანგარიშზე კი დუბლია, რითაც მან გოლების აქტივი 18-მდე გაზარდა და ლევანდოვსკის ორი გოლით ჩამორჩება.

ამრიგად, "ლევერკუზენმა" საუკეთესო სამეულში პოზიციები გაიმყარა, "ფორტუნას" კი, თუ დიუსელდორფელები ასე გააგრძელებენ, სანერვიულო გაუჩნდება.

"შალკემ" "ჰოფენჰაიმი" 3:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, თუმცა გელზენკირხენელები "ლევერკუზენს" ალბათ ვერ დაჯაბნიან, რადგან მათ შორის სხვაობა 6 ქულაა. სამაგიეროდ, "შალკეს" მეოთხე ადგილის დაკავების კარგი შანსი აქვს, რაც ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის შანსს პლეი ოფიდან იძლევა.

"მაინცმა" და "ვერდერმა" ქულები გაიყვეს (1:1), რაც თომას ტუხელის გუნდისთვის ორი ქულის დაკარგვას ნიშნავს, "ვერდერისთვის" კი არც ცუდი შედეგია და არც კარგი. ბრემენელები ევროპას ვეღარ შესწვდებიან და არც ელიტიდან გავარდნის საფრთხე ემუქრებათ სერიოზულად. აი, "მაინცის" მიზანი კი საუკეთესო ექვსეული და ევროპალიგის საგზურია.

ექვსეულში მოხვედრისთვის ერთმანეთს შეებრძოლნენ "ფრაიბურგი" და "გლადბახი" და თამამად უნდა ითქვას, რომ "ფრაიმ" უშუალო კონკურენტს უმნიშვნელოვანესი თამაში მოუგო (2:0). რაც შეეხება ბრძოლას გადარჩენისთვის: "ჰოფენჰაიმთან" ერთად, ამ ტურში "აუგსბურგიც" დამარცხდა (0:2 ჰანოვერთან) და "ფორტუნას" ისევ ხუთი ქულით ჩამორჩება.

ბუნდესლიგა. XXVII ტური

შალკე-ჰოფენჰაიმი 3:0

გოლები: 1:0 ჰიოგერი (71), 2:0 რაფაელი (79), 3:0 პუკი (83)

შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, კოლასინაცი - ჰიოგერი, ნოიშტედტერი - ფარფანი, დრაქსლერი (83. ბარნეტა), მიშელ ბასტოსი (63. რაფაელი) - მარიკა (74. პუკი).

ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): გომეში - ოხსი, აბრაამი, ვესტერგაარდი, ბეკი - ვაისი, ვილიამსი (83. შიპლოკი) - ჯონსონი (74. სალიჰოვიჩი), ვოლანდი, რობერტო ფირმინიო - ხოსელუ.

გაფრთხილება: ნოიშტედტერი - ვესტერგაარდი, რობერტო ფირმინიო

კუთხური: 3-3; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 14(5)-5(1); ბურთის ფლობა: 55%-45%.

მაყურებელი: 60 743

Video

30.03.13. შალკე - ჰოფენჰაიმი 3:0

შტუტგარტი-დორტმუნდი 1:2

გოლები: 0:1 პიშჩეკი (29), 1:1 მაქსიმი (63), 1:2 ლევანდოვსკი (82)

შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი - რიუდიგერი, ფელიპე, ნიდერმაიერი, გ. საკაი - გენტნერი, ბოკა (89. მაკედა) - ჰარნიკი, მაქსიმი (73. რიოკერი), ტრაორე - იბიშევიჩი.

დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - გროსკროიტცი, სუბოტიჩი, ფელიპე სანტანა, შმელცერი (24. პიშჩეკი) - ს. ბენდერი, ნ. შაჰინი - გიოტცე (83. შიბერი), გიუნდოგანი (60. ლაიტნერი), როისი - ლევანდოვსკი.

გაფრთხილება: ჰარნიკი, ბოკა - გიოტცე, გროსკროიტცი

გაძევება: ნიდერმაიერი (70. შტუტგარტი)

კუთხური: 3-8; ჯარიმა: 17-15; თამაშგარე: 5-7; კარში დარტყმა: 11(5)-15(6); ბურთის ფლობა: 40%-60%.

მაყურებელი: 60 000

Video

30.03.13. შტუტგარტი - დორტმუნდი 1:2

ფრაიბურგი-გლადბახი 2:0

გოლები: 1:0 მ. კრუსე (69), 2:0 მ. კრუსე (92)

ფრაიბურგი (4-2-2-2): ბაუმანი - მუიჯა (86. სანტინი), კრმასი (79. ფლუმი), დიანიე, ზორგი - გინტერი, შუსტერი - შმიდი, დ. კალიჯური - როზენტალი (61. ტერაცინო), მ. კრუსე.

გლადბახი (4-2-2-2): ტერ შტეგენი - იანჩკე, შტრანცლი, ალვარო დომინგესი, დემსი - ნორდტვეიტი, მარქსი - ჰერმანი, ვენდტი (73. ჩიგერჩი) - იუნესი (67. მლაპა), ლ. დე იონგი (71. ჰანკე).

გაფრთხილება: დ. კალიჯური - დემსი, შტრანცლი

კუთხური: 9-2; ჯარიმა: 14-15; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 13(6)-6(2); ბურთის ფლობა: 60%-40%.

მაყურებელი: 24 000

მაინცი-ვერდერი 1:1

გოლები: 1:0 სალაი (1), 1:1 ჰანტი (69)

მაინცი (4-2-3-1): ვეტკლო - ბელი, სვენსონი, ნოვესკი, პოსპეხი - ბაუმგარტლინგერი, სოტო - ნ. მიულერი (85. შ. პარკერი), ზიმლინგი (62. კირხჰოფი), ივანშიტცი (73. მალი) - სალაი.

ვერდერი (4-2-3-1): მილიტცი - გებრე სელასიე, ლუკიმია, სოკრატისი, იგნიოვსკი - ბარგფრედე (62. არნაუტოვიჩი), თრაიბული - ექიჩი, ჰანტი, დე ბრუინი - პეტერსენი.

გაფრთხილება: ზიმლინგი, შ. პარკერი - დე ბრუინი, თრაიბული

კუთხური: 4-9; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 10(5)-13(6); ბურთის ფლობა: 51%-49%.

მაყურებელი: 33 374

აუგსბურგი-ჰანოვერი 0:2

გოლები: 0:1 რაუში (61), 0:2 რაუში (91)

აუგსბურგი (4-1-4-1): ამსიფი - ვერჰეგი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ოსტრცოლეკი - ბაიერი - ჰანი, ფოგტი (71. მორავეკი), იორლი (71. ჩოი), ჟი (83. მუსონა) - მიოლდერსი.

ჰანოვერი (4-2-2-1-1): ცილერი - ჩაჰედი, ჯურუ, კ. შულცი, პანდერი (71. პოკონიოლი) - შმიდებახი, ჰოფმანი - ია კონანი, რაუში - შლაუდრაფი (90. ჰაგი) - აბდელაუ (71. ზობიხი).

გაფრთხილება: ჯურუ, ია კონანი, ცილერი, ჰოფმანი, რაუში

კუთხური: 14-1; ჯარიმა: 10-17; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 23(5)-10(2); ბურთის ფლობა: 58%-42%.

მაყურებელი: 28 511

ფორტუნა-ლევერკუზენი 1:4

გოლები: 0:1 კისლინგი (22-პენ), 1:1 შვააბი (41-საკ. კარში), 1:2 შიურლე (62), 1:3 შიურლე (84), 1:4 კისლინგი (88)

ფორტუნა (4-2-3-1): გიფერი - ბალოგუნი (46. ლეველსი), ლატკა, მალეზასი, ვან დერ ბერგი - ლამბერტცი (79. ილსიო), ტეშე - ბოლი, კრუსი, ბელინგჰაუზენი (72. დ. შაჰინი) - რაიზინგერი.

ლევერკუზენი (4-1-2-2-1): ლენო - კარვახალი, ვოლშაიდი, შვააბი, ბიონიში - რაინარტცი - ლ. ბენდერი, კასტრო (73. როლფესი) - სემი (65. ჰეგელერი), შიურლე (88. ჰოსოგაი) - კისლინგი.

გაფრთხილება: ბალოგუნი, ლამბერტცი, მალეზასი - კასტრო, რაინარტცი

კუთხური: 4-1; ჯარიმა: 11-20; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 12(3)-14(4); ბურთის ფლობა: 48%-52%.

მაყურებელი: 53 565

ბაიერნი-ჰამბურგი 9:2

გოლები: 1:0 შაჩირი (5), 2:0 შვაინშტაიგერი (19), 3:0 პისარო (30), 4:0 რობენი (33), 5:0 პისარო (45), 6:0 პისარო (52), 7:0 რობენი (54), 8:0 პისარო (68), 8:1 ბრუმა (75), 9:1 რიბერი (76), 9:2 ვესტერმანი (86)

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი (61. რაფინია), ბოატენგი, დანტე, ლუის გუსტავო - ხავი მარტინესი, შვაინშტაიგერი - რობენი (64. თ. მიულერი), კროოსი, შაჩირი (65. რიბერი) - პისარო.

ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - დიკმაიერი, ბრუმა, ვესტერმანი, აოგო - რინკონი (57. რაიკოვიჩი), ბადელი (81. კაჩარი) - სონი (57. არსლანი), ვან დერ ვაარტი, სკიელბრედი - რუდნევსი.

გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 7-3; ჯარიმა: 6-14; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 25(15)-10(8); ბურთის ფლობა: 56%-44%.

მაყურებელი: 71 000

Video

30.03.13. ბაიერნი - ჰამბურგი 9:2

ვოლფსბურგი-ნიურნბერგი 2:2

გოლები: 1:0 დიეგო (2), 2:0 ოლიჩი (27), 2:1 სიმონსი (61), 2:2 ნილსონი (66)

ვოლფსბურგი (4-1-2-1-2): ბენალიო – ჰასებე, ნალდო, კიაერი, მ. შეფერი – პოლაკი (77. მადლუნგი) – მედოიევიჩი, როდრიგესი (76. დოსტი) – დიეგო – ჰელმესი, ოლიჩი.

ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი – ბალიჩი, ნილსონი, კლოზე, პინოლა – სიმონსი, ფოილნერი – ჩანდლერი, კიოტაკე, ფრანტცი (46. პეკჰარტი) – ესვაინი (89. კანაზაკი).

გაფრთხილება: პოლაკი, დიეგო, ჰასებე

კუთხური: 7-5; ჯარიმა: 20-18; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 9(4)-18(6); ბურთის ფლობა: 46%-54%.

მაყურებელი: 25 524

ფიურტი-აინტრახტი 2:3

გოლები: 1:0 ჯურჯიჩი (2), 1:1 ინუი (12), 1:2 აიგნერი (58), 1:3 მაიერი (68), 2:3 სარარერი (72)

ფიურტი (4-2-3-1): გრიუნი – მ. ციმერმანი, სობიხი, მარვაი, ბაბა – პეკოვიჩი (80. კლაუსი), ფიურშტნერი – სარარერი, პეცოსი, ნერიგი (62. შმიდტგალი) – ჯურჯიჩი.

აინტრახტი (4-2-3-1): ნიკოლოვი – ს. იუნგი, სამბრანო, ანდერსონი, ოჩიპკა – შვეგლერი (83. ლანიგი), როდე – აიგნერი (87. რუსი), მაიერი, ინუი – ლაკიჩი (76. ჩელოცი).

გაფრთხილება: ჯურჯიჩი

კუთხური: 9-3; ჯარიმა: 17-10; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 14(5)-11(4); ბურთის ფლობა: 45%-55%.

მაყურებელი: 18 000

სატურნირო მდგომარეობა

ბომბარდირები: 20 - ლევანდოვსკი (დორტმუნდი); 18 - კისლინგი (ლევერკუზენი); 15 - მანჯუკიჩი (ბაიერნი); 13 - მაიერი (აინტრახტი), სალაი (მაინცი); 12 - იბიშევიჩი (შტუტგარტი), თ. მიულერი (ბაიერნი).

მომდევნო ტური

5 აპრილი

ჰოფენჰაიმი-ფორტუნა.

6 აპრილი

დორტმუნდი-აუგსბურგი, გლადბახი-ფიურტი, ლევერკუზენი-ვოლფსბურგი, ვერდერი-შალკე, აინტრახტი-ბაიერნი, ჰამბურგი-ფრაიბურგი.

7 აპრილი

ნიურნბერგი-მაინცი, ჰანოვერი-შტუტგარტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"შალკეს" სერიოზული განაცხადი ჩემპიონთა ლიგის საგზურზე [VIDEO]

იურგენ კლოპი: მოვიგეთ, რადგან ეს აუცილებელი იყო [VIDEO]

კლაუდიო პისარო: "ბაიერნს" ერთი ტიტული ჯიბეში აქვს, მაგრამ კიდევ ორი დარჩა [VIDEO]

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს

ლუის დიასი მიუნხენში ჩაფრინდა და დღეს "ბაიერნის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება

ჰამანმა "ბაიერნს" დონარუმას უფასოდ ხელში ჩაგდება ურჩია

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია