ტურის სენსაცია საუთჰემპტონში შედგა
რთული კალენდრის მსხვერპლი

ტურის წინასიტყვაობაშიც ვწერდით, რომ "სენტ მერიზე" პრემიერლიგის გრანდებს თამაში ძალიან უჭირთ. "წმინდანებს" წინა შეხვედრებში შინ "მანჩესტერ სიტი" და "ლივერპული" ჰყავდათ დამარცხებული და ახლა "ჩელსიც" ზედ მიაყოლეს. ლონდონელებს რამდენიც უნდათ, ილაპარაკონ გადატვირთულ გრაფიკზე. მაურისიო პოჩეტინოს შეგირდები გამარჯვებას 100%-ით იმსახურებდნენ.

თამაში მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო. პირველ გოლამდე მათ ორი შესანიშნავი მომენტი შექმნეს. განსაკუთრებით, ჯეი როდრიგესის კონტრშეტევა უნდა აღინიშნოს, ვინც 4 მეტოქე ჩამოიცილა, მაგრამ საბოლოო დარტყმა აღარ გამოუვიდა. შემდეგ რიკი ლამბერტმა სცადა ბედი, მაგრამ პეტრ ჩეხმა ისევ დამაჯერებლად ითამაშა.

ანგარიში 23-ე წუთზე გაიხსნა. როდრიგესი სტივენ დევისთან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩა და შანსი აღარ დაუტოვა. "ჩელსიმ" მალე გაათანაბრა. მარკო მარინის კუთხურს ჯონ ტერი თავურით გამოეხმაურა, თუმცა ზუსტად 2 წუთში სტატუს-კვო აღდგა: ლამბერტმა შესანიშნავი ჯარიმა გაიტანა.

რაფა ბენიტესმა მეორე ტაიმში ედენ აზარი ჩართო თამაშში. ბელგიელი ბევრს ეცადა, მაგრამ უშედეგოდ. შეცვლაზე შესულმა კელვინ დევისმა საკუთარი კარი რამდენჯერმე იხსნა გოლისგან. საბოლოოდ "ჩელსი" მეოთხე ადგილამდე ჩამოქვეითდა. მას ახლა "არსენალისგან" მართებს თავის დაცვა. სხვაობა მათ შორის სულ რაღაც 2 ქულაა.

ტოტენჰემი ცოცხალია

თანაქალაქელი ცხრილში "ტოტენჰემმა" ჩააჩოჩა. "დეზებმა" "სუონსის" გასვლაზე სძლიეს. ბოლო წლებში ჩრდილოლონდონელებმა რამდენჯერმე ჩააგდეს ჩემპიონატის გადამწყვეტი ეტაპი. ამჯერადაც "ლიბერთი სთედიუმის" შეხვედრას ისინი პრემიერლიგაში ორი წაგებით შეხვდნენ.

თუმცა, როგორც ჩანს, ანდრე ვილაშ ბოაშმა სიტუაციის გაკონტროლება შეძლო. გუნდებმა ულამაზესი სანახაობა შემოგვთავაზეს. გამარჯვებულის ბედი სტუმართა ინდივიდუალურმა ოსტატობამ გადაწყვიტა. ჯერ იან ვერტონგენმა გამოიჩინა თავი, ვისაც გარეთ ბეილმა გაუმართა ხელი; მერე ბელგიელმა თანაგუნდელს ვალი დაუბრუნა და მეკარესთან პირისპირ დატოვა. ორივე გოლი მეტად ეფექტური გამოდგა.

71-ე წუთზე მიგელ მიჩუმ კის კუთხურს თავი დაუხვედრა და სხვაობა შეამცირა. ესპანელი შემტევი რატომღაც მთელი თამაში ძალიან აგრესიული იყო. ჯერ იყო და სკოტ პარკერს დაეჯახა ჰაერში, მერე ვერტონგენთან ჭიდაობა გამართა და ბოლოს ხელიც ჰკრა. ბეილს მატჩის მიწურულს კიდევ ერთის გატანა შეეძლო. უელსელის 70-მეტრიანი სოლო-რეიდი ძლიერი დარტყმით დასრულდა, მაგრამ ბურთმა ძელს სანტიმეტრებში ჩაუქროლა.

ონილის ეპოქის დასასრული

მარტინ ონილი "მანჩესტერ იუნაიტედთან" მარცხის შემდეგ "სანდერლენდის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგა. ჩრდილოირლანდიელისგან ამ ნაბიჯს არ ველოდით, რადგან ახლა, როცა "შავ კატებს" გასავარდნ ზონას კინკილა ქულა აშორებთ, ეს ბრძოლის ველიდან გაქცევას უფრო ჰგავს, ვიდრე გულშემატკივართა წინაშე ბოდიშის მოხდას.

სტუმრებს ორშაბათს "სტემფორდ ბრიჯზე" ასოციაციის თასის 1/2-ფინალისთვის ბრძოლა უწევთ. ცხადია, მათ ვერც მოსთხოვდი, რომ მაქსიმალური კონცენტრაციით ეთამაშათ, თუმცა ალექს ფერგიუსონის გუნდმა რაც ითამაშა, წარმატებისთვის ესეც ეყო.

მატჩის ერთადერთი გოლი რობინ ვან პერსის აქტიურობას მოჰყვა. 29 წლის ჰოლანდიელი საჯარიმოში ფლანგიდან შეიჭრა. ის ანტონიო ვალენსიას მისამართით აპირებდა პასის გაკეთებას, მაგრამ ტიტუს ბრამბლის მუხლი უადგილო ადგილას გამოეჩხირა და რიკოშეტის შემდეგ ბურთი ბადეში გაეხვია.

მთელი დანარჩენი თამაში საშინელი სანახავი იყო. მასპინძელს შეტევაში ფანტაზია არ ჰყოფნიდა, სტუმარს თამაშის გამწვავების სურვილი არ ჰქონდა. ამიტომაც იყო, რომ "ეშმაკების" მხრიდან ყველაზე მეტი რეალური მომენტი თამაშს მოწყურებულ ალექსანდერ ბიუტნერს ჰქონდა. ჰოლანდიელ მარცხენა მცველს ორჯერ შეეძლო გატანა.

რეაბილიტაცია

წინა ტურში "ევერტონთან" მარცხის გამო "მანჩესტერ სიტიმ" სრულიად "ეტიჰადის" წინაშე მოიხადა ბოდიში და თანაც ეს შთამბეჭდავ სტილში გააკეთა. პირველ ტაიმში "ნიუკასლი" კიდევ ახერხებდა მრისხანე მეტოქისთვის წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ ტაიმის მიწურულს უკანა ხაზი ჩამოიშალა. "ქალაქელებმა" 6-წუთიან მონაკვეთში ორჯერ გაიტანეს.

მეორე ნახევრის დებიუტში გამოჯანმრთელებულმა ვენსან კომპანიმ საჯარიმოს გარედან გარეთ ბარის ძლიერ დარტყმას უხერხული მოძრაობით მიმართულება შეუცვალა და რობ ელიოტი შეხვედრაში მესამედ დააშამათა. საბოლოო ანგარიში იაია ტურეს მონდომების წყალობით დაფიქსირდა. ივუარელის დარტყმა ჯეიმს პერჩს მოხვდა და გოლი სწორედ უკანასკნელს ჩაეწერა "აქტივში".

შესაშური სტატისტიკა

როგორც მოსალოდნელი იყო, "არსენალმა" "რედინგთან" 100%-იანი სტატისტიკა შეინარჩუნა. "მეთოფეებს" "არისტოკრატებთან" აქამდე გამართული ყველა დაპირისპირება მოგებული აქვთ. მიმდინარე სეზონში ისინი მესამედ გადაეყარნენ ერთმანეთს და წინა მატჩებისა არ იყოს (7:5, 5:2), ახლაც გოლების წვიმა ვიხილეთ. მასპინძლებმა რაც გაიტანეს, ერთი ამდენი კიდევ შეეძლოთ.

"თავი გამოიჩინა" არბიტრმა კრის ფოიმ, ვინც მე-17 წუთზე სტიუარტ ტეილორის მიერ ოლივიე ჟირუს წაქცევისთვის აშკარა პენალტი არ დანიშნა; სამაგიეროდ, 77-ე წუთზე ადრიან მარიაპას საჯარიმოს კიდეზე წესის დარღვევა შეაფასა თერთმეტმეტრიანად.

პრემიერლიგა. XXXI ტური

სანდერლენდი-იუნაიტედი 0:1

გოლი: 0:1 ბრამბლი (27 ს.კ.)

სანდერლენდი (4-4-1-1): მინიოლე – ბერდსლი (79. ლარსონი), ოში, ბრამბლი, როუზი (85. კოლბეკი) – ნდიაიე, გარდნერი, ა. ჯონსონი (76. უიკჰემი), მაკლინი - სესინიონი - გრემი

იუნაიტედი (4-4-1-1): დე ხეა – რაფაელი (33. ევანსი), სმოლინგი, ვიდიჩი, ბიუტნერი – კერიკი, ანდერსონი (84. კლევერლი), ვალენსია, იანგი – კაგავა (79. უელბეკი) – ვან პერსი

გაფრთხილება: ნდიაიე, ოში, ბერდსლი – ვან პერსი

კარში დარტყმა: 6-12 (1-9) კუთხური: 3-6 თამაშგარე: 1-2 ჯარიმა: 12-8 ბურთის ფლობა: 47%-53%

მაყურებელი: 43 760

Video

30.03.13. სანდერლენდი - მანჩესტერ იუნაიტედი 0:1

არსენალი-რედინგი 4:1

გოლები: 1:0 ჟერვინიო (11), 2:0 კასორლა (48), 3:0 ჟირუ (67), 3:1 რობსონ-კანუ (68), 4:1 არტეტა (77-პენ)

არსენალი (4-4-2): ფაბიანსკი – სანია, მერტეზაკერი, კოშელნი, მონრეალი (71. გიბსი) – რემსი, არტეტა, როსიცკი, კასორლა – ჟერვინიო (75. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), ჟირუ (75. პოდოლსკი)

რედინგი (4-5-1): ტეილორი – კელი, პირსი, მარიაპა, შორი – კარაჯანი (76. აკპანი), გატრი, მაკანუფი, ლიგერტვუდი, რობსონ-კანუ (80. მაკლირი) – პოგრებნიაკი (61. ჰანტი)

გაფრთხილება: გატრი

კარში დარტყმა: 15-2 (9-2) კუთხური: 11-3 თამაშგარე: 3-2 ჯარიმა: 8-11 ბურთის ფლობა: 70%-30%

მაყურებელი: 60 082

სიტი-ნიუკასლი 4:0

გოლები: 1:0 ტევესი (41), 2:0 დ. სილვა (45), 3:0 კომპანი (56), 4:0 პერჩი (69 ს.კ-ში)

სიტი (4-2-3-1): ჰარტი – საბალეტა, კომპანი (73. ხ. გარსია), ლესკოტი, კლიში – ბარი, ი. ტურე – ნასრი (70. აგუერო), დ. სილვა (82. სინკლერი), ტევესი - ჯეკო

ნიუკასლი (4-2-3-1): ელიოტი – სიმპსონი, ს. ტეილორი, იანგა-მბივა, ხონასი – კაბაი (74. ბიგირიმანა), ანიტა – ობერტანი (46. პერჩი), გუფრანი (63. გოსლინგი), სისოკო - სისე

გაფრთხილება: ანიტა, კაბაი

კარში დარტყმა: 16-5 (8-3) კუთხური: 9-2 თამაშგარე: 6-3 ჯარიმა: 7-9 ბურთის ფლობა: 67%-33%

მაყურებელი: 47 201

Video

30.03.13. მანჩესტერ სიტი - ნიუკასლი 4:0

საუთჰემპტონი-ჩელსი 2:1

გოლები: 1:0 როდრიგესი (23), 1:1 ტერი (33), 2:1 ლამბერტი (35)

საუთჰემპტონი (4-2-3-1): ბორუცი (46. კ. დევისი) – კლაინი, იოშიდა, ჰოიველდი, შოუ – კორკი, ს. დევისი (85. ფოქსი) – შნაიდერლინი, პანჩეონი (62. ვორდ-პრაუსი), ჯ. როდრიგესი - ლამბერტი

ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი – ასპილიკუეტა, ივანოვიჩი, ტერი, ბერტრანი – ლამპარდი, მიკელი (72. რამირესი) – ოსკარი (76. ბენაიუნი), მარინი (60. აზარი), მოზესი - ტორესი

გაფრთხილება: ლამბერტი, შნაიდერლინი - ტორესი

კარში დარტყმა: 9-6 (4-3) კუთხური: 7-7 თამაშგარე: 3-4 ჯარიმა: 12-8 ბურთის ფლობა: 40%-60%

მაყურებელი: 31 779

Video

30.03.13. საუტჰემპტონი - ჩელსი 2:1

სუონსი-ტოტენჰემი 1:2

გოლები: 0:1 ვერტონგენი (7), 0:2 ბეილი (21), 1:2 მიჩუ (71)

სუონსი (4-2-3-1): ვორმი – ბ. დევისი, უილიამსი, ჩიკო (67. მონკი), ტიენდალი – დე გუზმანი (57. კი), ბრიტონი – ერნანდესი (79. შეხტერი), რუტლეჯი, დაიერი - მიჩუ

ტოტენჰემი (4-2-3-1): ფრიდელი – უოლკერი, დოუსონი, ვერტონგენი, ნაუტონი – პარკერი, დემბელე – ლენინი, სიგურდსონი (76. ჰოლტბი), ბეილი – ადებაიორი (61. დეფო)

გაფრთხილება: მიჩუ, ბ. დევისი – ადებაიორი, უოლკერი, ჰოლტბი, პარკერი

კარში დარტყმა: 12-9 (4-7) კუთხური: 5-2 თამაშგარე: 4-0 ჯარიმა: 5-10 ბურთის ფლობა: 57%-43%

მაყურებელი: 20 604

ვესტ ჰემი-ვესტ ბრომვიჩი 3:1

გოლები: 1:0 ე. კეროლი (16), 2:0 ონილი (28), 3:0 ე. კეროლი (80), 3:1 დორანსი (88-პენ)

ვესტ ჰემი (4-3-3): იასკელაინენი – ობრაიენი, კოლინსი, რიდი, დემელი (78. მაკარტნი) – ონილი, დიამე (82. კოლისონი), ნოლანი (69. მ. ტეილორი) – ვას ტე, ჯარვისი, ე. კეროლი

ვესტ ბრომვიჩი (4-4-2): ფოსტერი – მაკაული, რიჯუელი, ბ. ჯონსი, ოლსონი – დორანსი (88. ფორჩუნი), მულუმბუ, იაკობი (71. ოდემვინგე), ბრანტი – ლონგი (71. როსენბერგი), ლუკაკუ

გაფრთხილება: რიდი – ლონგი

გაძევება: - მულუმბუ (90+5)

კარში დარტყმა: 4-3 (1-2) კუთხური: 5-3 თამაშგარე: 3-2 ჯარიმა: 11-13 ბურთის ფლობა: 45%-55%

მაყურებელი: 34 966

უიგანი-ნორვიჩი 1:0

გოლი: 1:0 კონე (81)

უიგანი (3-4-3): ჯოელი – შარნერი, ალკარასი, ფიგეროა – მაკარტი, გომესი, ბოისი, ბოსეჟური – მელონი, მაკმანამანი (67. მაკარტური), კონე (70. დი სანტო)

ნორვიჩი (4-4-1-1): კემპი – მარტინი, ტერნერი, ბასონგი, გარიდო – ბ. ჯონსონი, სნოდგრასი, ჰოუსონი (85. ტეტი), ე. ბენეტი – ჰულაჰანი (85. ბეკიო) – კამარა (80. ჰოლტი)

გაფრთხილება: შარნერი – ე. ბენეტი, ჰოლტი

კარში დარტყმა: 6-2 (1-0) კუთხური: 10-3 თამაშგარე: 0-3 ჯარიმა: 12-12 ბურთის ფლობა: 52%-48%

მაყურებელი: 17 784

ევერტონი-სტოკი 1:0

გოლი: 1:0 მირალიაში (28)

ევერტონი (4-4-2): ჰოვარდი – იაგიელკა, ჰეიტინგა, დისტენი, ბეინსი – გიბსონი, ოსმანი, მირალიაში (80. ბერკლი), კოულმენი – ანიჩებე, იალავიჩი

სტოკი (4-4-2): ბეგოვიჩი – კემერონი (79. ადამი), შოუკროსი, ჰუთი, უილსონი – უელანი, ნზონზი, შოტონი, უოლტერსი – კრაუჩი (79. ჯონსი), ჯერომი

გაფრთხილება: ბერკლი – უელანი, შოუკროსი, შოტონი

კარში დარტყმა: 11-7 (6-3) კუთხური: 4-3 თამაშგარე: 1-2 ჯარიმა: 13-18 ბურთის ფლობა: 57%-43%

მაყურებელი: 33 977

ასტონ ვილა-ლივერპული 1:2

გოლები: 1:0 ბენტეკე (31), 1:1 ჰენდერსონი (48), 1:2 ჯერარდი (60-პენ)

ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი – ლოუტონი, ვლაარი, ბეიკერი, ჯ. ბენეტი – ბენანი (62. დელფი), ვესტვუდი, სილა (77. ელ აჰმადი) – აგბონლაჰორი, ბენტეკე, ვაიმანი (63. ნზოგბია)

ლივერპული (4-2-3-1): რეინა – გ. ჯონსონი, კარაგერი, აგერი, ხ. ენრიკე – ლუკასი, ჰენდერსონი – დაუნინგი, ჯერარდი, კოუტინიო (77. სტერლინგი) - სუარესი

გაფრთხილება: ვესტვუდი - ჯერარდი

კარში დარტყმა: 7-12 (4-8) კუთხური: 7-8 თამაშგარე: 1-6 ჯარიმა: 10-9 ბურთის ფლობა: 47%-53%

მაყურებელი: 42 037

1 აპრილი

ფულჰემი-ქუინზ პარკი 23:00

სატურნირო მდგომარეობა

ბომბარდირები: 22 - ლუის სუარესი (ლივერპული), 19 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), 17 - გარეთ ბეილი (ტოტენჰემი), 16 - მიგელ მიჩუ (სუონსი), 15 - დემბა ბა (ნიუკასლი/ჩელსი) 14 – რიკი ლამბერტი (საუთჰემპტონი)

მომდევნო ტური

6 აპრილი

რედინგი-საუთჰემპტონი, ნიუკასლი-ფულჰემი, ნორვიჩი-სუონსი, სტოკი-ასტონ ვილა, ვესტ ბრომვიჩი-არსენალი

7 აპრილი

ლივერპული-ვესტ ჰემი, ტოტენჰემი-ევერტონი, ჩელსი-სანდერლენდი, ქუინზ პარკი-უიგანი, მანჩესტერ სიტი-მანჩესტერ იუნაიტედი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რობერტო მანჩინი: ტიტულისთვის ბრძოლა წაგებულია, მაგრამ ბოლომდე ასე უნდა ვითამაშოთ [VIDEO]

რაფა ბენიტესი: ყველა ორშაბათს "მანჩესტერ იუნაიტედთან" გასამართ მატჩზე ვფიქრობთ [VIDEO]

"მანჩესტერ იუნაიტედმა" "სანდერლენდს" სტუმრად სძლია [VIDEO]

უგოლო ფრე ბირმინგემში - "ასტონ ვილა" "ნიუკასლს" დაუზავდა
ედერსონი "გალათასარაისთან" ახლოს - დონარუმა "სიტიში" მიდის
ჯეიდონ სანჩო "რომაში" გადასვლასთან ახლოსაა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია