"ვწუხვარ, რომ ამ ფორმით მიწევს თქვენთვის მადლობის გადახდა. მადლობა იმ მხარდაჭერისა და გვერდში დგომისათვის, რომელსაც წლების განმავლობაში ვგრძნობდი თქვენგან"
"მოგესალმებით,

ვწუხვარ, რომ ამ ფორმით მიწევს თქვენთვის მადლობის გადახდა. მადლობა იმ მხარდაჭერისა და გვერდში დგომისათვის, რომელსაც წლების განმავლობაში ვგრძნობდი თქვენგან.

საქართველოს ნაკრების წევრობა ყოველთვის პრიორიტეტული და საამაყო იყო ჩემთვის. მიუხედავად მრავალი სირთულისა, თავი არასოდეს დამიზოგავს. გუნდისთვის, ისევე, როგორც ჩემი ქვეყნისთვის, ვაკეთებდი მაქსიმუმს. ყოველთვის დიდ ბედნიერებას მანიჭებდა ეროვნული გუნდის მაისურის ტარება.

მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც მომიწია თამაში საქართველოს ნაკრებში; ყველა იმ მწვრთნელს, ვისთანაც მიმუშავია. განსაკუთრებით მსურს გამოვყო რეზო ძოძუაშვილი, ალექსანდრე ჩივაძე და დავით ყიფიანი. მათ დიდი როლი ითამაშეს ჩემს საფეხბურთო კარიერაში.

სამწუხაროდ, ჩემი და ქართველი გულშემატკივრის ოცნება - გვეთამაშა ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატზე - ჩემთვის, როგორც ფეხბურთელისთვის, აუხდენელი დარჩა.

წარმატებებს ვუსურვებ ეროვნულ ნაკრებს. მათ დღეიდან, ჩემი სახით, ერთით მეტი ჭეშმარიტი გულშემატკივარი შეემატა.

ფეხბურთის ფედერაციაში მოღვაწეობენ ადამიანები, რომლებიც თავად იყვნენ ფეხბურთელები და სწორედ მათ კარგად უნდა ესმოდეთ, თუ რას ნიშნავს სპორტსმენისთვის ღირსეულად დამშვიდობება. ვწუხვარ, რომ მათი მხრიდან არ მოხდა შესაბამისი ქმედებები.

იმედი მაქვს, მომავალში ფეხბურთის ფედერაცია დაარღვევს ამ ცუდ ტრადიციას, გამოიჩენს მეტ პროფესიონალიზმს და ღირსეულად გააცილებს დამსახურებულ ფეხბურთელებს.

მე მივდივარ, როგორც აქტიური ფეხბურთელი ნაკრებიდან, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები ქართულ ფეხბურთში.

პატივისცემით, თქვენი ლევან კობიაშვილი"

ეს მიმართვა ლევან კობიაშვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე", საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და ვფიქრობთ, მის სიტყვებს ზედმეტი კომენტარი არ ესაჭიროება.

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ გამორჩეულ ვარსკვლავს სამშობლოში აშკარად მეტი დაფასება ესაჭიროებოდა.

ბოლო სანაკრებო მატჩი კობიმ ეროვნულ ნაკრებში 2011 წლის ნოემბერში ჩაატარა და ეს შეხვედრა მის სანაკრებო კარიერაში მეასე იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლევან კობიაშვილი

dato
ლევან დიდი მადლობა ყვლაფრისთვის რაც საქართველოს ნაკრებისთვის და ქართელი გულშემატკივრისთვის გააკეთე.წარმატებებს გისურვებ მომავალ კარიერაში. და სირცხვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას რომ ესეთი ფეხბურტელების პატივის ცემა გავიწყდებათ
3d
ეს ადამიანი ნამდვილად იმსახურებს იმას რომ გაცილება მოუწყონ, ასევე იაშვილიც და ბევრი კიდევ, და საერთოდ ეს თაობა ნამდვილად კარგები იყვენენ, ადრე გაზეთს რომ წავიკითხავდი, მრავლად გვხვდებოდა ჩვენიანებზე სასიამოვო ინფორმაციები, ამა თუ იმ წამყვან გუნდებში რომ გოლებს იტანდნენ, ან შეუცვლელად თამაშობდნენო, ასვევე სიმბოლურ ნაკრებებში ხვდებოდნენო, აბა ეხლა გადახედეთ მოზამბიკის "ჭ" დივიზიონში მოთამაშე ჩვენმა ნაკრების ფეხბურთელმა ბოლო 5 წუთი შეუცვლელად ითამაშაო :) :) :), ალბათ მაგათ კარიერის მერე დენზე შეაერთებთ. ლევან , დიდი მადლობა საქართველოს სახელზ რომ ასახელებდი.და ეს ნამდვილად ძაან ბევრჯერ იყო , ასევე იაშვილი , დემეტრაშვილი, კალაძე , არველაძე და კიდევ ბევრი იმ თაობის ფეხბურთელებს მადლობა.
reso
ლევან ჯიგარი მასჰინ იკნები საკატველოსჰი ტუ იტამასებ ბრატ,,მარა მაინც კაი კაცი ხარ ..გერმამნიასი მეც ვიცხობრე და მოკალეკეც ვარ მარა საკარტველოს არაფერი არ ჯობია
irakli
მადლობა ლევან ყველაფრისთვის ...
akhali
მიუხედავად იმისა,რომ კეცბაიას გამომდინარე ჩვენი ფეხბურთელების კლასისა ხშირად ვიცავ,უნდა ვაღიაროთ რომ შეცდომა იყო ვეტერანებიდან ხიზანიშვილის დატოვება და კობის არგამიძახება,მაგრამ კობის 6თვიანი დისკვალიფიკაცია ჰკონდა !მეორე-ეს უკვე არ კეცბაიას ჩვენი პოლიტიზირებული საზოგადოების ზარ-ზეიმი კალაძის ნაკრების დატოვების და პოლიტიკაში გადასვლის გამო!კობიაშვილი და კალაძე ის იშვიათი კართველი ფეხბურთელები იყვნენ,ვინც გამოირჩეოდნე პროფესიონალიზმით და დისციპკლინით და ჩვენი ნაკრების გაახალგაზრდავების პროცესში კეცბაია სწორედ მათ გამოცდილებას და პროფესიონალიზმს უნდა დაყრდონოდა და მათ გარშემო უნდა აეგო მომავალი გუნდი!თან სწორედ მარცხენა ფლანგი დაცვის და საყრდენის პოზიციებია ნაკრებში სათუა და კობიაშვილსაც და კალაძესაც სწორედ მაგ პოზიციებზე შეეძლოთ თამაში! კეცბაიას და საერთოდ ნაკრებშიც პრობლემატურია პლეიკმეიკერის პოზიცია,ყენია დიდი ხნით ტრამვირებული იყო და როდის შევა ჩვეულ ფორმაში საკითხავია და ანანიძეს მართლაც რეგრესი აკვსმაგ დ---მ--- სპარტაკში!საფრანგეთთან ყველაზე სუსტები,უფრო სწორედ საერთოდ ნოლები იყვნენ!ყველაზე დიდი იმედგაცრუება ყენია და ჯანო!არადა ყველაზე დიდი იმედი მკონდა!საუკეთესოდ კობახიძემ და ლობჯანიძემ წარმოაჩინეს თავი!ლობჯანიძეს კრივბასის მწვრთნელი ადრეც აკებდა-კანკავა ლობჯანიძე ვატრჯიშის შემდეგ რჩებიან და სხვადასხვა ილეთებს ამუშავებენო!ესთი კართველები არსად მინახიაო!შრომამ ნაყოფი გამოიღო!
პაატა
მადლობა ლევან !!!
vasiko basiladze
მადლობა ლევანს,ამ კაცმა ყველაფერი გაიღო მართლაც ნაკრებისთვის,კიდევ ბევრ სიხარულს მოგვიტანდა,ასეთი ფეხბურთელები გვჭირდება დღეს,ისე ასეთ ხალხს ცოტა მეტი ყურადრება სჭირდება ფედერაციიდან,ბევრს რომ არ ლაპარაკობენ არარიან გატელევიზორებულები მაგიტომ არ აქცევენ დიდ ყურადღებას და არაა მართალი ,სირცხვილია ასეთი ფეხბურთელების დაკარგვა ჩვენი ქვეყნისთვის,მადლობა ლევან
m.m.m
დინამოში დაბრუნდი, ჭირდები დინამოს.
odala
მივდავარ? ეს კაცი საჭირო იყო და არის ნაკრებისთვის. ხიზანიშვილის ნაცვლად კობიაშვილი უნდა ყოფილიყო ნაკრებში. ქეცბაია ჩაიჭრა ამ ამბავში.
Dray
სირცხვილია ამ დონის მოთამაშე ესე რომ მიდის,რამდენი ფეხბუთელი გვყავს ეხლა ვისაც ლიგაზე გოლი აქ გატანილი? ჯერ ნაკრებში კობი საერთოდ კაპიტანი უნდა ყოფილიყო და თუ თვითონ გადაწყვეთდა წასვლას ღირსეული გაცილება უნდა მოეწყო ფერდერაციას როგორც არველაძის შემთხვევაში
PARFIUMER
წარმატებები ლევან... იმედია გაცილების თამაში მაინც იქნება და ჩვენც გვექნება საშუალება ის სიყვარული დაგანახოთ რაც გვაქვს ყველა იმ ფეხბურთელის მიმართ ვინაც ღირსეულად ატარა ნაკრების მაისური...
ziko ziko
ლევანი მართლაც ღირსეული ადამიანია და ყოველთვის თავს დებდა მოედანზე და მაქსიმუმს აკეთებდა, მაგრამ ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანს, შესაბამისად მარტო ლევანის კარგი თამაში საქართველოს ნაკრებს ვერ უშველიდა... წარმატებები უსურვიოთ
123
ლევან დინამოში დაბრუნდი
kira
მადლობა ლევანს! ის არამარტო კარგი ფეხბურთელი არამედ ძალიან კარგი ადამიანიც არის!!! არ არსებობს გერმანიაში ვთქვა რომ ქართველი ვარ და ეგრევე კობიაშვილი არ მიხსენონ
დე ლა ფუენტე: გვსურს, წაუგებელი რეკორდი გავაუმჯობესოთ, მაგრამ ამაზე კონცენტრირებული არ ვართ
იური ტაბატაძე: ბიჭებმა ვისაუბრეთ და გულშემატკივრებს უნდა დავუფასოთ
სანიოლი: ჩავარდნა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაიწყო - გუნდსა და გულშემატკივარს შორის ურთიერთობა ქორწინებას ჰგავს
U21. საბერძნეთთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"მხოლოდ დიდებული მოთამაშე არ გახლავთ" - დეშამმა მბაპეზე ისაუბრა
"კამპ ნოუსთან" მესის ქანდაკება უნდა დაიდგას" - ჟოან ლაპორტა
თორნიკე შენგელია არქის გრანდ ავენიუს პროექტის ინვესტორი გახდა
"ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ვინისიუს ჟუნიორია" - ლუის ჰამილტონი
[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა - "ტორონტო რაპტორსმა" "კლივლენდ კავალიერსი" დაამარცხა
საფრანგეთმა უკრაინა გაანადგურა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა
კონტე ტურინშია - ანგისა დე ბრუინს ლაზარეთში შეუერთდა
U21 | საბერძნეთი V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ათენში
15-ქალა რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონში ერთვება
ხვიჩა კვარაცხელია: ახლა უკეთეს ფორმაში ვარ - დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ
ნაკრებს ორი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება. საქართველო - ესპანეთი | 14 ნოემბრის განრიგი
"საფონოვი ჩასვრილ შევალიეზე უკეთესია - ვის სჭირდება ბუზების დამჭერი ჩიტი მატვეი" - რუსებს პსჟ-ში თანამემამულის მდგომარეობაზე განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ
ოფიციალურად - მანჩინი "ალ-სადს" ჩაუდგა სათავეში
18 წ. | ვიწყებთ პოლონეთით
"მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა, გარიგება სწრაფად შედგა" - შენგელიას "ბარსელონას" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"გული მტკივა, როცა საფრანგეთში ამდენ უცხოელ მწვრთნელს ვხედავ" - დიდიე დეშამი
"მუდრიკი 100%-ით უდანაშაულოა, ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა" - დარიო სრნამ მიხაილო დაიცვა
სტერლინგის გმირობა - ინგლისელი მძარცველებს დანით დაუპირისპირდა
"დაბრუნდება თუ არა მესი "ბარსელონაში"? - "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა არგენტინელის ირგვლივ კითხვებს წერტილი დაუსვა