"როკერებმა" ზედიზედ მეორე ლიტვურ გუნდ "პერლას"'სძლიეს - 61:56
"ტარტუ როკმა" ბალტიის ლიგაში ლიტვური "პრიენაი" როგორ დაამარცხა, გუშინ გამცნეთ. დღესაც იგივეს გავიმეორებთ - "როკერებმა" ლიტვაში გაიმარჯვეს, თუმცა ამჯერად მეორე ლიტვურ გუნდ "პერლას"'სძლიეს - 61:56. ეს ორი მატჩი ერთმანეთის მიყოლებით 27 და 28 ოქტომბერს გაიმართა.

მესამე პერიოდის დასაწყისში ესტონელები 13 ქულის სხვაობით იგებდნენ (37:24), თუმცა მეოთხედის ბოლოს ლიტველებმა სხვაობა ქულამდე შეამცირეს - 43:44.

მეოთხე პერიოდის დაწყებიდან 5 წუთში ტაბლოზე თანაბარი ანგარიში ეწერა - 51:51. სწორედ ამის შემდეგ იყოჩაღეს "როკერებმა", გადამწყვეტ მომენტში მასპინძლებზე უკეთესად ისროლეს, დაცვაშიც მტკიცედ დადგნენ და საბოლოოდ 61:56 მოიგეს.

გიორგი ცინცაძემ 15 წუთი ითამაშა, 2 სამქულიანიდან და 4 საჯარიმოდან 2 თავისუფალი ტყორცნა გამოიყენა და 2 ქულას თითო მოხსნა-პასი მიამატა. ვალო აალინგუსა და სილვერ ლეპიკს "როკის" ბომბარდირობისთვის 10-10 ქულაც ეყოთ.

ბალტიის ლიგაში "ტარტუს" 7 მატჩიდან 5 აქვს მოგებული და სატურნირო ცხრილის სათავეშია. ცინცაძის თანაგუნდელები ამ ტურნირის მომდევნო მატჩს 6 ნოემბერს ჩაატარებენ - ერთ-ერთ ფავორიტს, "ვეფ რიგას" (4 მოგება, 1 წაგება) მიიღებენ. მანამდე "როკს" ესტონეთის ჩემპიონატში საპასუხისმგებლო მატჩი ელის - 2 ნოემბერს "კალევს" უმასპინძლებს.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა