საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXV ტური. 7-12 ადგილები
პირველი წრის ერთ-ერთი უსუსტესი გუნდი ბათუმის "დინამო" ახალწვეულებმა მოაფერიანეს და ქვედა ექვსეულში მშვენივრად ათამაშდა: გია გურულის გაწვრთნილებმა მარტვილის "მერანისა" (1:0) და "ვიტ ჯორჯიას" (2:0) დამარცხების შემდეგ, მოღონიერებულ "სიონს" 3 ქულა ბოლნისში გამოგლიჯეს.

საგულისხმოა, რომ ზღვისპირელებს სამ შეხვედრაში ჯერ ბურთი არ გაუშვიათ.

ისინი ბოლნისს დანაკლისით ესტუმრნენ: "დინამოდან" განათხოვრებულ ნიკა დიასამიძეს კუნთი აქვს გაჭიმული და მკურნალობს.

მატჩი დაძაბულად წარიმართა, მაგრამ არა - სანახაობრივად. ერთ-ერთი მიზეზი საფარის მდგომარეობა იყო. ბოლნისელთა მცდელობის მიუხედავად, ბოლო ერთი წელიწადია, მოედნის მდგომარეობა უარესდება და როგორც ჩანს, ხანდაზმულობის გამო, შესაცვლელია.

ასეა თუ ისე, უხარისხო საფარმა თამაშზე გავლენა მოახდინა, ბურთის გაგორება და კომბინაციური თამაში შეუძლებელი იყო.

საკმაოდ მრავალრიცხოვანი გულშემატკივრებისგან გამხნევებულმა ბოლნისელებმა სტუმრებს თავიდანვე შეუტიეს, მაგრამ საჯარიმოში შეღწევა მეტისმეტად უჭირდათ. ბათუმელების კონტრშეტევების მცდელობას კი მასპინძელთა მცველები დროულად ახშობდნენ.

29-ე წუთზე "სიონში" ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ლადო ახალაია მცველებს გასცდა და მახვილი კუთხიდან კარში სახიფათოდ დაარტყა - მეკარე ივან პიცანმა ბურთი დაამიწა.

მალე ბათუმელთა მეკარემ ახალაიას კიდევ ერთი შეტევა მოიგერია, რომელიც ირაკლი კლიმიაშვილის სახიფათო ჩაწოდებას მოჰყვა.

ტაიმის მიწურულს ახალაიამ მცველს საჯარიმო ხაზთან ბურთი აართვა, კარისკენ მოულოდნელად შემოტრიალდა და გაისროლა - ამჯერადაც უშედეგოდ.

მასპინძლებმა მეორე ნახევარი აგრესიულად დაიწყეს და მე-60 წუთზე ანგარიშის გახსნაც შეეძლოთ: მარცხენა ფლანგზე ისევ კლიმიაშვილმა იაქტიურა და ბურთი საჯარიმოში ჩაკიდა, მაგრამ უმეთვალყურეოდ დარჩენილი კოკა მიკუჩაძის ახლო მანძილიდან თავური დარტყმა მიზანს ასცდა.

ბათუმელებმა მასპინძლების შეტევები შეაჩერეს, მალე თავადაც თამამად შეუტიეს და 63-ე წუთზე დაწინაურდნენ.

მარცხენა ფლანგზე ბესიკ ჩიმაკაძემ ბურთისთვის იბრძოლა, მოედნის ცენტრში ამირან მუჯირი მოძებნა, რომელმაც შეტევა მარჯვენა ფლანგზე გათავისუფლებულ სანდრო გურულს გააგრძელებინა, საქართველოს ნაკრების კანდიდატის დარტყმამ კი მასპინძლები მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო - 0:1.

"სიონმა" მთელი ძალებით შეუტია, მაგრამ კართან მიახლოება უჭირდა. 78-ე წუთზე მიკუჩაძემ ბედი შორეული დარტყმით სცადა. ერთ-ერთ ეპიზოდში ჯიმი გაბუნიამ ბურთი კარიდან გამოიტანა.

ამასობაში ბოლნისელებმა დაცვა მოაშიშვლეს და რამდენიმე სახიფათო კონტრშეტევა გამოეპარათ. ალეკო კოშკაძის უძლიერესი დარტყმა "სიონის" მეკარე მინდია ბობღიაშვილმა მოიგერია; მალე ალეკო ბაციკაძემ კარიდან გამოსული მეკარე შენიშნა, მაგრამ ბურთი თავზე ვერ გადაუგდო.

მატჩის მიწურულს ბობღიაშვილი შეტევებში უკანმოუხედავად ჩაერთო და ამ დროს ბაციკაძემ მოედნის ცენტრიდან კიდევ ერთხელ სცადა ცარიელი კარის აღება, მაგრამ სუსტად დაარტყა და ბოლნისელები ლადო უგრელიძემ გადაარჩინა.

"სიონის" მცდელობის მიუხედავად, გია გურულის გაწვრთნილებმა კარი მშრალად შეინახეს, უშუალო კონკურენტებთან დამსახურებულად გაიმარჯვეს (1:0) და ქვედა ექვსეულში ბოლოდან მეორე ადგილს თავი დააღწიეს.

"სიონმა" კი მდგომარეობა გაირთულა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს