"ზოგჯერ ცუდად ვთამაშობთ, შემდეგ კი გაგვაქვს გოლი და ჩვენზე უკვე ყველა სხვანაირად ფიქრობს"
"ალისფერი ეშმაკების" ფორვარდმა ერთკვირიანი ციებცხელება და სპეკულაციები მისი მომავალი კლუბის შესახებ, კალმის ხელში დაჭერით და ოლდ ტრაფორდზე ყოფნის ვადის 5 წლით გაგრძელებით დაასრულა. მიუხედავად იმისა, რომ რუნიმ კლუბს, რომელშიც "ევერტონიდან" 2004 წელს გადავიდა, თავი მთლიანად მიუძღვნა, ის ახლა წარუმატებლობების ჭაობშია ჩაფლული და გოლი უკანასკნელად მარტში გაიტანა.

თუმცა რონალდო, რომელმაც "მანჩესტერ იუნაიტედი" 2009 წლის ზაფხულში დატოვა და რეკორდული 80 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ მადრიდის "რეალს" მიაშურა, მაინც დარწმუნებულია, რომ სულ მალე რუნი მეტოქე მცველებს კვლავ შიშის ზარს დასცემს.

"რუნიმ ეს სეზონი არცთუ კარგად დაიწყო, მაგრამ ის ისევ ფანტასტიკური ფეხბურთელია და ვიცი, რომ ძალიან მალე დაბრუნდება", - განაცხადა რონალდომ.

"მან "მანჩესტერში" დარჩენა გადაწყვიტა და ეს ჩვენ ყველამ უნდა დავაფასოთ. ჩემი კომპეტენცია არ არის მისთვის რჩევის მიცემა ამის შესახებ, მაგრამ მე ვიცი, რომ მოვლენები მართლა ძალიან სწრაფად შეიცვლება."

"მიმდინარე სეზონი არც მე დამიწყია ძალიან კარგად. ძალიან რთულია ყოველთვის უმაღლეს დონეზე ითამაშო. უბრალოდ, მე სიმშვიდეს ვინარჩუნებდი, მონდომებით ვმუშაობდი და ვასრულებდი ჩემს მოვალეობებს. შედეგად რამდენიმე გოლი გავიტანე და ყველაფერი შეიცვალა."

"ფეხბურთი ასეთია. ზოგჯერ ცუდად ვთამაშობთ, შემდეგ გაგვაქვს გოლი და უკვე ყველა განსხვავებულად ფიქრობს ჩვენზე. ასე იქნება რუნის შემთხვევაშიც".

რონალდოს სჯერა, რომ ხანდაზმული მენეჯერი სერ ალექს ფერგიუსონი, რომელიც "რეალის" ბოს ჟოზე მოურინიოსთან ერთად მსოფლიოში საუკეთესოდ მიაჩნია, "ალისფერ ეშმაკებს" სეზონის უფერული სტარტის დაძლევას შეაძლებინებს: "ალექს ფერგიუსონთან, მუშაობის 5 წლის მანძილზე, მუდამ კარგი ურთიერთობა მქონდა და ახლა მეგობრად და უდიდეს სპეციალისტად მოვიაზრებ. ჩემთვის ფერგიუსონი და მოურინიო მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელები არიან. ერთი ახალგაზრდაა, მეორე ხანდაზმული, მაგრამ ფეხბურთში ორივეს ყველაფერი მოგებული აქვთ".

მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედი" პრემიერლიგის ცხრილის სათავეში მყოფთაგან ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია, მას ისეთ გუნდებთან "ჩაეძინა", როგორიცაა "ფულჰემი," "ევერტონი" და "ვესტ ბრომვიჩი".

"როცა ინგლისში ვიყავი, "იუნაიტედმა" ბევრი ტიტული და თასი მოიგო, - ამბობს რონალდო. - შარშან მათ განსაკუთრებეული ვერაფერი მოიგეს და ამავე დროს, არცთუ კარგ ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითია. მანჩესტერელებს დრო უნდა მივცეთ, რომ თავის თავი იპოვონ. დარწმუნებული ვარ, "მანჩესტერ იუნაიტედი" ძალიან მალე ისევ ბრწყინვალე გუნდი იქნება."

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა