ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• ლელო

პსჟ VS ბარსელონა - ტიტო ვილანოვა პარიზშია

პსჟ VS ბარსელონა - ტიტო ვილანოვა პარიზშია

ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. სამშაბათის მატჩის წინ
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრის შემდეგ ფეხბურთის გულშემატკივრების დიდი ნაწილი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ "ბაიერნისა" და "იუვენტუსის" პაექრობები იმ დღეს დაემთხვა, როცა "ბარსელონა" პსჟ-ს უნდა დაუპირისპირდეს.

ეს ორი შეხვედრა დანარჩენ ორზე ("მალაგა"-"დორტმუნდი", "რეალი"-"გალათასარაი") გაცილებით დიდ ინტერესს იწვევს.

თუმცა წუწუნს ახლა აზრი არა აქვს და კარგია ის, რომ თანამედროვე ტექნოლოგია გადახვევის საშუალებას იძლევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე შეხვედრის ცქერა შესაძლებელია.

თუმცა ყველას არა აქვს ამის საშუალება და ისიც ფაქტია, რომ ნეიტრალურ ქომაგებს არჩევანის გაკეთება ძალიან გაუჭირდებათ.

"ბარსელონა" ისედაც ყველაზე საინტერესო გუნდად მიიჩნევა, "მილანთან" საპასუხო მატჩის შემდეგ კი კატალონიური გრანდი ორმაგად საინტერესო გახდა: "ბარსა" თითქოს თავიდან დაიბადა.

იმ შეხვედრაში "ბარსელონას" ფანტასტიკური ფეხბურთის ფონზე, პარიზელთა წარმატება "ვალენსიასთან" ახლოსაც ვერ მივა და რაკი კარლო ანჩელოტის გუნდი თავისთავადაა ძალიან საინტერესო კოლექტივი, ეს დუელი უდიდეს ინტერესს იწვევს.

თანაც, უეფამ ზლატან იბრაჰიმოვიჩს დისკვალიფიკაცია შეუმცირა - პსჟ-ის შვედი ლიდერი 2 აპრილს მოედანზე იქნება და მაქსიმუმს გააკეთებს იმ გუნდის გასანაწყენებლად, სადაც ვერაფრით გაბედნიერდა.

"როცა "ბარსამ" "სან სიროზე" 0:2 წააგო, ბევრი ფიქრობდა, რომ მესი და კომპანია ჩემპიონთა ლიგიდან გავარდებოდნენ, - აცხადებს ფრანგული გრანდის ინგლისელი "დივა" დევიდ ბექჰემი, - იმასაც ამბობდნენ, "ბარსელონას" გრანდიოზული ეპოქა მთავრდებაო, მაგრამ "ნოუ კამპზე" ჩატარებულმა საპასუხო შეხვედრამ საპირისპიროში დაგვარწმუნა.

ფაქტია, რომ მსოფლიოში უძლიერეს კლუბთან ძალიან გაგვიჭირდება. "ბარსელონას" არა მარტო გენიალური ინდივიდუალისტები ჰყავს, არამედ, პირველ რიგში, ერთ მუშტად შეკრული გუნდია.

თამამად ვიტყოდი, რომ ჩვენ სამშაბათს, შესაძლოა, ყველა დროის საუკეთესო გუნდს ვხვდებით".

იბრა ითამაშებს!

თუმცა პარიზელები თავდაჯერებულები არიან, რაც ლოგიკურია, რადგან ანჩელოტის უმეტესად ვარსკვლავებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს.

აღსანიშნავია, რომ პარასკევს პსჟ-ს საფრანგეთის ჩემპიონატშიც უმნიშვნელოვანესი მატჩი ჰქონდა - მოქმედ ჩემპიონ "მონპელიესთან", რომელიც პარიზელებმა 1:0 მოიგეს.

"მონპელიესთან" თამაშით აბსოლუტურად კმაყოფილი ვარ. შეიძლება ითქვას, რომ "ბარსელონასთან" თამაშის წინ გენერალური რეპეტიცია წარმატებით ჩავატარეთ. ვფიქრობ, რომ ოპტიმალურ ფორმაში ვართ", - თქვა "მონპელიესთან" გამარჯვების შემდეგ ფრანგული კლუბის იტალიელმა დამრიგებელმა.

კარლიტოს გუნდი არა მარტო ოპტიმალურ ფორმაშია, არამედ "ბარსასთან" უპრინციპულეს დუელს ოპტიმალური შემადგენლობითაც ხვდება. რაც მთავარია, უეფამ ზლატან იბრაჰიმოვიჩს "ბარსასთან" პირველივე დუელში თამაშის ნება დართო - შვედს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია ერთ მატჩამდე შეუმცირეს, ეს სასჯელი კი "ვალენსიასთან" საპასუხო შეხვედრაში მოიხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს ყოფილი გუნდის წინააღმდეგ იბრძოლებს.

ვილანოვაც პარიზშია!

აი, "ბარსამ" კი ვერ შეძლო ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი, კალენდარული მატჩის მოგება: მიუხედავად იმისა, რომ ლიონელ მესიმ მორიგი რეკორდი დაამყარა და ამ სეზონში გატანილი 43-ე გოლის შემდეგ ის "ჯადოსნური წრეც" შეიკრა, რაზეც ამ დღეებში ხშირად ვწერდით, "სელტასთან" მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

"მოსაგებად ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ სამი ქულა ვერ ავიღეთ. მართალია, სამშაბათს პსჟ-სთან გაცილებით მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქვს, მაგრამ დამიჯერეთ, "სელტასთან" მატჩის დროს პსჟ-ზე არ ვფიქრობდით", - აღნიშნა ხსენებული ფრის შემდეგ "ბარსას" დროებითმა მწვრთნელმა ჟორდი როურამ.

ამ უკანასკნელმა ტიტო ვილანოვას შემცვლელის მოვალეობები საბოლოო ჯამში კარგად შეასრულა ("ბარსამ" "მილანი" სწორედ მისი ხელმძღვანელობით გააგდო), მაგრამ 2 აპრილს როურა ისევ ასისტენტის სკამზე დაჯდება, რადგან ვილანოვა ნიუ იორკიდან დაბრუნდა, პარიზშია და 2 აპრილს გასამართ შეხვედრაში გუნდს სწორედ ტიტო უხელმძღვანელებს.

"ტიტო ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელია. ის ყველა ფეხბურთელს ძალიან უყვარს. მისი დაბრუნება "ბარსასთვის", რა თქმა უნდა, დამატებითი მუხტია," - განაცხადა როურამ.

კვირას ცნობილი გახდა, რომ ჩავი და ალბა მოედანზე გასვლას მოახერხებენ - მათ ტრავმები საბოლოოდ მოიშუშეს. მნიშვნელოვანი სიახლეა ერიკ აბიდალის დაბრუნებაც, რომელიც განაცხადში უნდა ვიხილოთ - შეგახსენებთ, რომ აბიდალმა ბოლო ოფიციალური მატჩი 2012 წლის თებერვალში ჩაატარა...

პასტორე თავდადებას ითხოვს

ხმები გავრცელდა, მადრიდის "რეალის" თავკაცმა ჟოზე მოურინიომ პარიზელებს ვიდეო მისცა, სადაც "ბარსელონას" სისუსტეები დეტალურადაა გაანალიზებულიო.

მართალია, "სამეფო გუნდის" პორტუგალიელი თავკაცის ასისტენტმა აიტორ კარანკამ ამ ცნობას "იდიოტური ჭორი" უწოდა, მაგრამ კაცმა არ იცის, რა და როგორ იყო სინამდვილეში - მოურინიოსგან ხომ გამორიცხული არაფერია.

პარიზელებმა კი ერთი რამ ნებისმიერი ვიდეოანალიზის გარეშეც კარგად იციან:

"ბარსელონასთან" წარმატების მისაღწევად უდიდესი თავდადებაა საჭირო. ჩვენ ორი ისტორიულად გრანდიოზული მატჩი უნდა ჩავატაროთ. "ბარსა" ძალიან ძლიერია, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია და თანაც, ჯერ არაფერი არაა გადაწყვეტილი.

საბედნიეროდ, ყველა შეხვედრა 0:0-დან იწყება," - ეს პარიზელთა ნახევარმცველის, ხავიერ პასტორეს სიტყვებია.

ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. I მატჩი

02.04. პარკ დე პრენსი. 22:45 სთ

პსჟ-ბარსელონა

სავარაუდო შემადგენლობები

პსჟ (4-4-1-1): სირიგუ - ჟალე, ტიაგო სილვა, ალექსი, მაქსველი - მატუიდი, ვერატი, ლუკასი, პასტორე - ლავეცი - იბრაჰიმოვიჩი.

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა - ბუსკეტსი, ჩავი, ფაბრეგასი - მესი, ვილია, ინიესტა.

არბიტრი: ვოლფგანგ შტარკი (გერმანია)

ურთიერთშეხვედრები

ჩემპიონთა ლიგა

15.03.1995

პსჟ-ბარსელონა 2:1

01.03.1995

ბარსელონა-პსჟ 1:1

თასების მფლობელთა თასი. ფინალი

14.05.1997

ბარსელონა-პსჟ 1:0

გოლი: 1:0 რონალდო (36-პენ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ზლატან იბრაჰიმოჩი VS "ბარსელონა": შენ კვერცხები არ გაქვს

ლიონელ მესი: პსჟ-სთან თამაშის წინ კარგი წინათგრძნობა მაქვს

ანდონი სუბისარეტა: როცა ვამბობ, რომ პსჟ-სთან გაგვიჭირდება, არავინ მიჯერებს

• nikolozi

ფრეედ დასრულდა ეს შეხვედრა მაგრამ ბარსა სახლში მოიგებს ნოუ კამპზე

• nikolozi

პსჟ ბანძია ხალხნოოოოოოო ბარსა მაგარია ძაანნ

• niko

ბარსა მოიგებს 3-0

ოსიმენის რეკორდი - ის ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირია

ოსიმენის ჰეთ-თრიკი, "ბრიუგესა" და" ბარსელონას" საბრძოლო ფრე და ზარია "სან სიროზე"

[VIDEO] კურტუას გმირობები საკმარისი არ აღმოჩნდა - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "რეალი" დაამარცხა

"მუდრიკი 100%-ით უდანაშაულოა, ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა" - დარიო სრნამ მიხაილო დაიცვა

"ბარსელონას" ვარსკვლავი შეიძლება თურქულ გუნდში გადაბარგდეს

[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXII ტური] იონსენის "პოკერი", ანუ როცა მოდუნება წამითაც არ შეიძლება...

"რეალი" თავდამსხმელს იჯარით "ლიონში" გაუშვებს

"ვულვერჰემპტონს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

"ბარსელონამ" ლევანდოვსკის შემცვლელი შეარჩია

U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა

"ფულჰემმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლოს

უარი დაბრუნებაზე - ოვერმასმა და ტენ ჰაგმა "აიაქსის" წინადადება უარყვეს

მანჩინი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელმა კატარული გუნდი ჩაიბარა

უკვე ვარიანტი აქვს - დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებიდან შესაძლოა, საუდის არაბეთში წავიდეს

U21 | საბერძნეთი V საქართველო - პირველი ვარჯიში ათენში

16-წლამდელებმა ნოემბრის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს

ლევანდოვსკიმ შეიძლება კარიერა დაასრულოს

ნაკრები ესპანეთთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის სრული შემადგენლობით ემზადება

18 წ. | ჩეხეთისთვის 26 შეირჩა

"ატალანტას" რაფაელე პალადინო გაწვრთნის

ოფიციალურად: დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

დე ლა ფუენტეს იამალის ნაცვლად თბილისში 28 წლის თავდამსხმელი მოჰყავს

"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა