საქართველოს ნაკრებიდან წასულ ფეხბურთელს გერმანიაში დავუკავშირდით
ლევან კობიაშვილმა სოციალური ქსელი "ფეისბუქის" საშუალებით განაცხადა, რომ მიდის ეროვნული ნაკრებიდან, მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს და კბილი გაჰკრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას.

"ფეხბურთის ფედერაციაში მოღვაწეობენ ადამიანები, რომლებიც თავად იყვნენ ფეხბურთელები და სწორედ მათ კარგად უნდა ესმოდეთ, თუ რას ნიშნავს სპორტსმენისთვის ღირსეულად დამშვიდობება.

ვწუხვარ, რომ მათი მხრიდან არ მოხდა შესაბამისი ქმედებები. იმედი მაქვს, მომავალში ფეხბურთის ფედერაცია დაარღვევს ამ ცუდ ტრადიციას, გამოიჩენს მეტ პროფესიონალიზმს და ღირსეულად გააცილებს დამსახურებულ ფეხბურთელებს", - ნათქვამია კობიაშვილის განცხადებაში (იხილეთ ვრცლად).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცი თემურ ქეცბაია მიმდინარე შესარჩევი ციკლისთვის აღარ იწვევდა კობიაშვილსა და ალექსანდრე იაშვილს.

ყოველივე ამაზე ბევრი ითქვა და დაიწერა, მათ შორის "ლელოშიც", თუმცა აქამდე არც კობიაშვილს და არც იაშვილს არ უთქვამთ, რომ ნაკრებში აღარ ითამაშებდნენ.

ახლა კი კობიაშვილი ოფიციალურად აცხადებს ნაკრებიდან წასვლის თაობაზე და იმავდროულად, ფეხბურთის ფედერაციასა და იქ მომუშავე ყოფილ ფეხბურთელებზე ამბობს სამდურავს.

ყოველივე აქედან გამომდინარე, ჯერ კობიაშვილს დავურეკეთ გერმანიაში და შემდეგ კომენტარი ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანს, ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს რევაზ არველაძესაც ვთხოვეთ.

- ქეცბაია ნაკრებში აღარ გიწვევს, თუმცა კვლავ მოქმედი ფეხბურთელი ხარ და იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ნაკრებში მწვრთნელი შეიცვლება, იმის შანსიც გაჩნდება, რომ კობიაშვილი ისევ გამოიძახონ ეროვნულ გუნდში. აქედან გამომდინარე, რას ეფუძნება უკმაყოფილება ფედერაციის მიმართ?

- იმის გარდა, რომ არსებობენ ნაკრების მწვრთნელი და ფედერაციის პრეზიდენტი, სხვა ფაქტორიც გასათვალისწინებელია. ის ადამიანი არ ვარ, მწვრთნელის შეცვლას ველოდო და მისი შემცვლელის გამოძახების იმედად ვიყო.

ნაკრებიდან წასვლა არ იყო ორი დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება, ეს ჩემთვის ყველაზე ძნელად მისაღები არჩევანი გამოდგა.

ქეცბაიას აქვს ამხელა კონტრაქტი, ამხელა მხარდაჭერა... გაუგებარია ფედერაციის პოზიცია. ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორ დაემშვიდობა ფედერაცია კახა კალაძეს.

ძალიან ცუდია, თუ ფედერაცია ამდენს ვერ ხვდება. რა შუაშია ჩემი განცხადება ნაკრებიდან წასვლაზე? მე ხომ უკვე 35 წლის ვარ და ყველა ხვდება, რაშიცაა საქმე.

სეზონებს შორის შესვენებისას თემურ ქეცბაია თურქეთში წავიდა და შეკრებაზე მყოფ ქართულ გუნდებში მოთამაშე ფეხბურთელებს აკვირდებოდა. იქვე, 50 მეტრში იყო ალექსანდრე იაშვილიც, მაგრამ მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია.

არ შეიძლებოდა ორმოცდაათი ნაბიჯის გადადგმა? რატომ არის ასეთი იგნორირება ჩვენ მიმართ?

- როცა ფეხბურთელს ნაკრებში არ იწვევენ და ღვაწლმოსილი მოთამაშე გულნატკენი მიდის გუნდიდან, აქ უფრო, ალბათ, მწვრთნელისა და ფეხბურთელის ურთიერთობა დგება წინა პლანზე...

- მწვრთნელს თავისი საქმე აქვს... განა სწორი იყო ის, რაც კალაძის ნაკრებიდან წასვლის მერე გააკეთა ფედერაციამ?

იმედია, რომ ამ ყველაფერზე ფედერაციაში დაფიქრდებიან.

ჯერ კლუბიდან რომ მიდის ფეხბურთელი, იმას აფასებენ ჯეროვნად და ეროვნულ ნაკრებს რომ ტოვებ, აქაც უნდა არსებობდეს რაღაც ფორმა.

- საბენეფისო მატჩის გამართვას გულისხმობ?

- გამოსამშვიდობებელ მატჩს შოთა არველაძე ან კახა კალაძე თვითონ თუ მოაწყობენ, ეს სულ სხვა რამეა. ფეხბურთის ფედერაციამ კი თვითონ უნდა გამოიჩინოს ყურადღება ნაკრების ფეხბურთელების მიმართ.

გული მწყდება ამ ყველაფერზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ალექსანდრე იაშვილი: სულ ცოტა, ღირსეულ მადლობას ვიმსახურებდით

კახა კალაძე ლევან კობიაშვილის განცხადებაზე: სფფ-ში უნდა გამოფხიზლდნენ!

zaur gazashvili
ჩემის აზრით ნაკრების ფეხბურთელი როცა ამთავრებს სანაკრებო კარიერას, ფედერაციამ რაღაც ფორმით უნდა გააკეთოს ამაზე რეაგირება (მადლობა და ამგვარი სხვა რამ), მაგრამ იმ მიღწევებიდან გამომდინარე, რაც ჩვენს ნაკრებს აქვს, ნებისმიერი ნაკრების წევრი ფეხბურთელის პომპეზური გაცილება ამ ეტაპზე, ბოდიში და სასაცილოა.
asea es
ნაკრების არც ერთი წევრი ნაკრებში მიღწეული შედეგებით არანაირ გაცილებას არ იმსახურებს. კლუბებმა გააცილონ კი ბატონო, თუ თვლიან საჭიროდ. კობის და იაშკს (სხვებსაც)გაცილება არა, მაგრამ მაგლობა კი ეკუთვნით. მე ვერ გამიგია, რატომ, რა კრიტერიუმით იმსახურებს კალაძე ნაკრებიდან პომპეზურ გაცილებას? იმისათვის ხომ არა საკუთარ კარში ერთ თამაშში ორი ბურთი რომ გაიტანა? (ნაკრების დონეზე ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს) კარგით რა ხალხო. გააცილოს მილანმა, რასაც ნამდვილად იმსახურებს.
mamulo
გაიგეთ ყრუებო--35 წლისაა კობიაშვილი,რა დროს ბაბუაჩემის ხნის კაცის ნაკრებში თაბაშია,მით უმეტეს რომ მომავლის (2016 წლის)ნაკრებს აყალიბებ.35 წლისაა დროგბა და იაშვილს ყოველთვის ჯობდა,მაგრამ თუ თამაშობა ნაკრებში ან თუ აქვს პრეტენზია ნაკრების მწვრთნელთან.სანამ ქართული ფეხბურთისთვის საშუალო ევროპული დონის ფეხბურტელები(კობიაშვილი,იაშვილი და კალაძე)ვარსკვლავებად ითვლებიან,მანამ საქარტველოს ნაკრები მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატებზე ვერ მოხვდება,რადგან იქ თამაშს მაღალი კლასი უნდა და არა საშუალო დონის ფეხბურთელები,რომლებსაც თავი ვარსკვლავები გონიათ.
გაიყიდა სამართალი წითელ თუმნიანებზე
ყველაფერს თავი რომ დაანებოს კაცმა - ბუნდესლიგის მოქმედ ფეხბურთელს არაფრის შემატება შეუძლია მალტის დონის გუნდისთვის და რუსეთის ჩემპიონატში მონაწილეები სამაგალითო კლასის არიან?
roma
ქართველები ყველაფერში გაუთვითცნობიერებლები ვართ,უკვე გავიდა 23-იწელი საბჭოთა კავშირის დაშლიდან და სასწაულია პირდაპირ მოსახლეობის 70-ი პროცენტი ისევ იქ ვართ ჩარჩენილი.რა შუაშია ხალხო ფედერაცია თუ ნაკრები ვერ თამაშობს,ფეხბურთელებს აცილებენ თავიანთი კლუბები და ფედერაცია.ამ ფეხბურთელების მე მადლობელი ვარ,რომ თამაშობდნენ ეროვნულ ნაკრებში,მაგრამ მათ რა სიხარული მოგვიტანეს,რა გააკეთეს ჩვენი ფეხბურთის საკეთილდღეოდ,არაფერი.მათ გაუკეთეს მხოლოდ საკუთარ თავს,მოიწყეს კარგი ცხოვრება.კი ბატონო ეს კარგია,კარგია მათვის და არა ჩვენთვის.მოდი ყველამ გულზე ხელი დავიდოთ და ვაღიაროთ,რამდენი სიმწარე და დამცირება გვახსოვს ამ ფეხბურთელებისგან.ჩვენ გვიგებდნენ არასაფეხბურთო ქვეყნები,ლატვია,ლიტვა,კვიპროსი,მონტენეგრო,ბულგარეთი,ვერ უგებთ მალტას და სხვა.გააცილონ ეს ხალხი მილანმა,ჰერტამ, ბოხუმმა მე ამის წინააღმდეგი არ ვარ.სირცხვილია ხალხო ეს ხალხი რასაც ითხოვს,სირცხვილი და ჩვენც ამაში ხელს ვუწყოფთ.
ზურა
ლევან კობიაშვილი არის თანამედროვე ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი. სამაგალითო დისწიპლინით, ვარჯისებიასა და თამაშისადმი პასუხისმგებლური და თავდადებული დამოკიდებულებით. სამართლიანად დაიმსახურა გულშემატკივართა სიყვარული და პატივისცემა. ღირსეული გაცილება ფეხბურთიდან ლევანს!
alex
დიდ პატივს ვცემ ლევან კობიაშვილს,მაგრამ ფეხბურთელები 32-33 წლის ასაკში თვითონ აკეთებენ განცხადებას ნაკრებიდან წასვლზე.როცა 40 წელს უახლოვდები და ასეთ განცხადებას კიდევ არ აკეთებ იგნორორებაც არ უნდა გაგიკვირდეს.
ილია
მარადონას გაცილებას გავიხსენებ,მარადონას გაცილება მოუწყო ბოკა ხუნიორსმა და არა ფედერაციამ სანაკრებო თამაშით.და საერთოდ სირცხვილია როდესაც ფეხბურთელი ითხოვს ნაკრებში თამაშს თავისით,მწვრთნელს არ უნდა და მორჩა. რა კობიაშვილი რომ ყოფილიყო მოუგებდით ესპანეთს ან საფრანგეთს თუ რა. ძალიან დიდ პატივს ვცემ კობის, მაგრამ მწვრთნელზე არ უნდა ლაპარაკობდეს რატომ არ გამომიძახაო.
პ.ა.
ქართული ფეხბურთი მკვდარია სანამ ფედერაციაში ეს ხალხი იქნება ყველამ ისწავლა თამაში ჩვენს გარდა ჯობია ეს ხალხი შეიცვალოს ახლები მოვიდენ და აქცენტი ფიზიკურ მომზადებაზე გააკეთონ ჩვენ ამ დისციპლინაში ვარტ 0 ნუთუ ამას ვერავინ ხვდება მე მგონია კი მაგრამ მათი აზრით ფულის შოვნა უფრო ჯობია.
mamulo
ქარტველები პირდაპირ საოცარი ხალხი ვართ--კი ბატონო შეიძლება მოუწყო გაცილება ვეტერან ფეხბურთელს,მაგრამ ერთი დავფიქრდეთ--იმ 100 თამაშსი კობიმ ,იაშვილმა ან კალაძემ რომ ჩაატარეს ნაკრებსი რით იხეირა ნაკრებმა?არაფრით -0:6 წააგო ბულგარეთთან ჩატარებულ 66 ტამაშში ნაკრებმა მხოლოდ18 მოიგო და 48წააგო.-აი ეს შედეგი დადეს ამ "ვარსკვლავებმა".არც ერთი ატ არის ვარსკვლავ .მასეთი ფეხბურთელები გერმანიაში,ინგლისში ,ესპანეთში ,საფრანგეთში--კონა აბაზადაა ,და არც ასეთი პრეტენზიები აქვთ.ფეხბურთიდან ისე წავიდა მანუჩარ მაჩაიძე(,რომელის კობისაც ჯობდა ბეევრად და იაშვილსაც)რომ არ გაუცილებიათ,მაგრამ ასეთი ამბავი არ ატეხილა.ახლა რაც ხდება ყველაფერი სიჭინავას და ქეცბაიას წინააღმდეგაა მიმართული თორემ ვინ მოუსმენდა იაშვილის ბჟუტურს.
zizi
ფეხბურთელმა რომელიც ყველაზე მეტად იმსახურებდა გაცილების მატჩს უარი თქვა ამაზე-არ დამიმსახურებიაო. დღეს ისევ ქართული ფეხბურთის სამსახურში დგას და სხვებისგან ისმენს პრეტენზიებს. ასეთია ქართული საფეხბურთო სამყარო
akhali
კობიაშვილი და იაშვილი ყოველთვის იხარჯებოდნენ ნაკრებში და იმსახურებენ ნაკრებიდან გაცილებას.მაგრამ ამ ნაკრებს ერთხელ მაინც მიეღწია თუნდაც მხოლოდ ეუროზე ან მუნდიალზე გასვლას.20წლია სამარცხვინო შედეგების!ათასი ინტრიგები და კორუფცია კართულ ფეხბურთში,განსხვავებით რაგბისტებისგან,კალათბურთელებისგან მუდამ რაღაც უთანხმოებაა საფეხბურთო სამყაროში,და ეს ერთმანეთის ლანძღვა დღესაც გრძელდება.სამარცხვინოა რაც გიშინ ხუბუტიამ განუცხადა მსოფლიო სპორტს.მხოლოდ ფულზე ფიკრობს კართველ ფეხბურთელთა უმრავლესობა და ავიწყდებათ,რომ პირველ რიგში სპორტსმენები არიან და სპორტულ წარმატებებზე და გულშემატკივარი სპორტული შედეგებით უნდა გაახარონ.ერხელ რომ გასულიყვნენ მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატზე ,მგონი სულ ცოტა 4მლნ დოლარით შეეწეოდნენ კართულ ფეხბურთს და მერე აღარ დადგებოდა სათუო გასაცილებელი მატჩი.ჩვენზე უფრო მცირერიცხოვანი კერების ნაკრებებს მეტი წარმატებები გააჩნიათ-ლატვიას,ესტონეთს(1მლნ მოსახლეობა),სლოვენიას,მონტენეგროს(1მლნ მოსახლეობა),ბოსნიას,რომ აღარაფერი ბთკვათ ურუგვაი და ხორვატიაზე!იკნებ დაჯდეთ ეს ფეხბურთელები და ერთმანეთს ,,ჩახედოთ,,თვალებში-რა სპორტული წარმატებით გავახარეთ კართველი ხალხი ეროვნული ნაკრების მაისურით?
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
"რატომ ის? რადგან ბოსი მე ვარ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ანჟესთან" მატჩის შემდეგ?
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა