ჟერვინიომ "არსენალში" კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა
პრემიერლიგის 31-ე ტურში ფრე არ დაფიქსირებულა. 10 მატჩიდან მასპინძლებმა 7 მოიგეს, სამ შემთხვევაში კი გამარჯვება სტუმრებს დარჩათ. სამივე ამ შეხვედრას გარკვეული შედეგი მოჰყვა, კერძოდ: "სანდერლენდმა" ("მანჩესტერ იუნაიტედთან" წააგო) მწვრთნელი გაუშვა, "ტოტენჰემი" ("სუონსის" მოუგო) მესამე ადგილზე დაბრუნდა, "ასტონ ვილა" ("ლივერპულთან" დამარცხდა) კი გასავარდნ ზონაში ჩაეშვა...

ქუინზ პარკს ჰარი ჰუდინიც ვერ შველის

ტური ორშაბათს, ლონდონური დერბით დასრულდა, რომელშიც "ფულჰემმა" "ქუინზ პარკ რეინჯერსს" 3:2 მოუგო და ეს უკანასკნელი გასავარდნად გაწირა. "საუთჰემპტონთან" და "სანდერლენდთან" ზედიზედ მოგებული მატჩების შემდეგ "ქუინზ პარკის" ქომაგებს იმედი მიეცათ, მაგრამ მიყოლებით წაგებულმა მეორე შეხვედრამ ჰარი რედნაპის გუნდს ჩემპიონშიპისკენ მიმავალი გზა გაუხსნა. იმედი, რა თქმა უნდა, ბოლოს კვდება, მაგრამ მაინც ძნელი წარმოსადგენია, რომ რედნაპის გუნდმა "უიგანთან" არსებული 7-ქულიანი დეფიციტი აღმოფხვრას.

რაც შეეხება დერბის: "ფულჰემი" თავიდანვე დაწინაურდა - დიმიტარ ბერბატოვმა დუბლი შეასრულა და საკუთარი გოლების რაოდენობა 13-მდე გაზარდა. ბულგარელმა ეს 13 გოლი 10 შეხვედრაში გაიტანა და ამ 10 მატჩიდან "ფულჰემს" ერთიც არ წაუგია (6 მოიგო და 4 ფრედ ითამაშა). ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა. მართალია, სტუმრებმა მეორე ტაიმში გამოიღვიძეს და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, მაგრამ 10-კაციან მასპინძლებს (არბიტრმა სტივ სიდუელი 79-ე წუთზე გააძევა) გამთანაბრებელი გოლი ვეღარ გაუტანეს და მორიგი მარცხი იწვნიეს.

უახლოეს ტურში "ქუინზ პარკი" "უიგანს" მასპინძლობს და თუ მოიგო, გადარჩენის მცირე შანსს შეინარჩუნებს, მაგრამ რედნაპის გუნდის ბოლო სამი ტურის მეტოქეების ნახვა საკმარისია იმის გასააზრებლად, რომ გუნდს მცირე კი არა, ძალიან დიდი სასწაული სჭირდება. ბოლო სამ ტურში ქპრ "არსენალს" (შინ), "ნიუკასლს" (შინ) და "ლივერპულს" (სტუმრად) ხვდება.

ონილი წავიდა, დი კანიო მოვიდა

"მანჩესტერ იუნაიტედთან" თამაშის წინ "სანდერლენდს" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა. მარტინ ონილის გუნდის მდგომარეობას ამძიმებდა ისიც, რომ "შავმა კატებმა" სეზონის ბოლომდე გუნდის კაპიტანი ლი კატერმოლი და საუკეთესო ბომბარდირი სტივენ ფლეტჩერი დაკარგეს.

თუმცა იყო ერთი ფაქტორი, რასაც შესაძლოა მასპინძლების წისქვილზე დაესხა წყალი - ამ მატჩიდან ორ დღეში (ორშაბათს) "იუნაიტედს" ასოციაციის თასის 1/4 ფინალის გადათამაშება ელოდა ("ჩელსისთან"), რის გამოც სერ ალექს ფერგიუსონმა როტაციას მიმართა. მიუხედავად ამისა, სტუმრები მასპინძლებს მაინც ერთი თავით სჯობდნენ.

საბოლოოდ, შეხვედრის ერთადერთი გოლი რობინ ვან პერსის აქტიურობის და ტიტუს ბრამბლის შეცდომის შედეგად გავიდა - ჰოლანდიელის დარტყმულს ბრამბლმა ფეხი უშნოდ შეუშვირა და ბურთი საკუთარ კარში შეაგდო.

თამაშის დასრულებიდან რამდენიმე საათში მარტინ ონილს საკუთარი პოსტის დატოვება მოუწია. ჩრდილოირლანდიელის ხელში "სანდერლენდმა" 55 შეხვედრა გამართა და აქედან მხოლოდ 16 მოიგო. ასეთი ცუდი შედეგი ონილს სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში არსად ჰქონია.

ორშაბათსვე გაირკვა, რომ "შავი კატების" ახალი მთავარი მწვრთნელი პაოლო დი კანიო იქნება, რომელიც აქამდე "სუინდონში" მუშაობდა და ამ გუნდს შარშან პირველი ლიგის (რანგით მესამე დივიზიონი) საგზურიც მოუტანა.

დი კანიოს წინაშე ძალიან რთული მისიაა: პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება. ლიდერების ტრავმის გარდა, "სანდერლენდის" მთავარი პრობლემა უმძიმესი კალენდარია. დარჩენილ 7 ტურში "შავი კატები" უნდა შეხვდნენ: "ჩელსის" (სტუმრად), "ნიუკასლს" (სტუმრად), "ევერტონს" (შინ), "ასტონ ვილას" (სტუმრად), "სტოკს" (შინ), "საუთჰემპტონს" (შინ) და "ტოტენჰემს" (სტუმრად).

ერთი შეხედვით, დარჩენილ მატჩებში დი კანიოს 6 ქულის აღების იმედი თუ ექნება (შინ "სტოკთან" და "საუთჰემპტონთან"), მაგრამ ესეც ძალიან რთული გასაკეთებელი იქნება, რადგან "სანდერლენდი" ან ლიდერებს ხვდება, ან კიდევ პირდაპირ კონკურენტებს, რომლებიც არაფერს დაუთმობენ.

ლონდონელთა როქი

სამი ლონდონური გუნდი ჩემპიონთა ლიგის ორი საგზურისთვის იბრძვის. 31-ე ტურის შემდეგ მესამე ადგილზე "ტოტენჰემი" დაბრუნდა, თუმცა ანდრე ვილაშ-ბოაშის შეგირდებს ერთი თამაშით მეტი აქვთ ჩატარებული. "დეზებმა" ამ ტურში უმოტივაციო "სუონსი" დაამარცხეს და 3-მატჩიანი (ყველა ტურნირზე) წაგებათა სერია შეწყვიტეს.

გამორჩეული მატჩი ჩაატარეს იან ვერტონგენმა და გარეთ ბეილმა – ორივე ფეხბურთელმა გოლი და საგოლე პასი მიითვალა.

წააგო "ჩელსიმ" და სიტუაცია გაირთულა, თუმცა რაფაელ ბენიტესის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ "არისტოკრატებმა" ორშაბათს "იუნაიტედს" 1:0 მოუგეს და თასის 1/2-ფინალში გავიდნენ. "საუთჰემპტონმა" კი მაურისიო პოჩეტინოს მოსვლის შემდეგ მესამე თამაში მოიგო და მესამედაც გრანდი დაამარცხა. წინა ორ შემთხვევაში "წმინდანების" შემოტევებს "მანჩესტერ სიტიმ" და "ლივერპულმა" ვერ გაუძლეს.

ჟერვინიო და ედკინსი

"არსენალმა" "რედინგი" გაანადგურა, რომლის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი ნაიჯელ ედკინსს ჰქონდა. ამ სპეციალისტს "ემირეტსი" არ უნდა უყვარდეს, რადგან სეზონის დასაწყისში იქ "საუთჰემპტონით" ჩავიდა და 1:6 წააგო, ამჯერად კი 1:4 დამარცხდა.

როგორც ჩანს, ნაიჯელ ედკინსი ყველაზე მეტად ჟერვინიოს არ უყვარს. არ ვიცით რატომ, მაგრამ ფაქტია - აფრიკელი ფეხბურთელი ამ სპეციალისტის გუნდების წინააღმდეგ შესანიშნავად თამაშობს. 25 წლის ფორვარდს ამ სეზონში სულ 5 ბურთი აქვს გატანილი და აქედან სამი მან ედკინსის გუნდებს გაუტანა. "საუთჰემპტონთან" აფრიკელმა დუბლი შეასრულა, "რედინგს" კი ერთი გოლი გაუტანა და ორი საგოლე პასი მიითვალა.

აქვე აღვნიშნოთ, რომ ეს ამ სეზონში ჟერვინიოს პირველი საგოლე გადაცემები იყო. მოკლედ, ფაქტი სახეზეა - პრემიერლიგის ყველა გუნდს ედკინსი რომ წვრთნიდეს, "არსენალი" ჩემპიონი გახდებოდა, ჟერვინიო კი სეზონის ბოლოს "ოქროს ბუცს" მოიგებდა, წლის ბოლოს კი "ოქროს ბურთსაც" გამოჰკრავდა ხელს.

თურმე სასწაულები მაინც ხდება

რა იყო ამ ტურის ყველაზე მოულოდნელი ფაქტი? პასუხი ძალიან მარტივია: ენდი კეროლის დუბლი! დიახ, ასეთებიც ხდება. კეროლმა ერთ შეხვედრაში ორი გოლი ბოლოს (და პრემიერლიგაში ერთადერთხელ) 2011 წელს გაიტანა და მას შემდეგ მის ანგარიშზე სულ რაღაც 7 გოლი იყო.

ამჯერად მისი მსხვერპლი "ვესტ ბრომვიჩი" აღმოჩნდა, რომელსაც 24 წლის ფორვარდმა თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა. კიდევ უფრო საოცარი კი არის ის, რომ მეორე ბურთი ენდიმ ფეხით შეაგდო (!), თანაც მარჯვენათი (!!!), მიწაზე ბურთის დაუშვებლად (!!!!!).

ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ნამდვილად არ არის გასაკვირი ის, რომ "ვესტ ჰემის" ფორვარდი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

"უიგანი" "უიგანობს"

დადგა სეზონის გადამწყვეტი ეტაპი და "უიგანმაც" გამოიღვიძა. იცით, რამდენი მატჩი მოიგო რობერტო მარტინესის გუნდმა ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 6 შეხვედრიდან? ხუთი! პრემიერლიგაში ბოლო 4 ტურში სამჯერ იმარჯვა და გასავარდნი ზონაც დატოვა.

"უიგანის" მორიგი მსხვერპლი "ნორვიჩი" გახდა, რომელსაც ბოლო დროს ძალიან უჭირს. გადამწყვეტი გოლი არუნა კონემ გაიტანა – ივუარელის ანგარიშზე უკვე 10 გოლია და ბოლო ორ სეზონში მან უკვე 25 ბურთი შეაგდო (შარშან "ლევანტეში" გაიტანა 15), რაც გასაოცარი ფაქტია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იქამდე ჩატარებულ 4 სეზონში კონეს ანგარიშზე სულ 3 გოლი იყო (2 "ჰანოვერში" და 1 "სევილიაში").

ბომბარდირები:

22 – ლუის სუარესი (ლივერპული)

19 – რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი)

17 – გარეთ ბეილი (ტოტენჰემი)

16 – მიჩუ (სუონსი)

15 – დემბა ბა (ჩელსი)

ასისტენტები:

10 – ხუან მატა (ჩელსი)

9 – სტივენ ჯერარდი (ლივერპული), ლუკას პოდოლსკი (არსენალი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), თეო უოლკოტი (არსენალი).

8 – რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), ედენ აზარი (ჩელსი).

7 – ჟან ბოსეჟური (უიგანი), დემიენ დაფი (ფულჰემი), კარლოს ტევესი (მანჩესტერ სიტი), დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი), სანტი კასორლა (არსენალი).

5 საუკეთესო ფეხბურთელი EA SPORTS-ის მიხედვით:

1. რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი).

2. გარეთ ბეილი (ტოტენჰემი).

3. ხუან მატა (ჩელსი).

4. ლუის სუარესი (ლივერპული)

5. პატრის ევრა (მანჩესტერ იუნაიტედი).

სიმბოლური ნაკრები, "ლელოს" ვერსიით

4-4-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

პრემიერლიგა. XXXI ტური: მესამე ადგილი ლონდონელებისთვის [VIDEO]

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა