უკრაინის ჩემპიონატის რეგულარულ ეტაპზე 2 აპრილს ბოლო ორი შეხვედრა გაიმართა
უკრაინის ჩემპიონატის რეგულარულ ეტაპზე 2 აპრილს ბოლო ორი შეხვედრა გაიმართა.

პირველში "ოდესა" "ხიმიკს" ესტუმრა და 85:70 გაიმარჯვა, მეორეში გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკი" დონეცკში ჩავიდა და 69:80 დათმო.

მესამე პერიოდის შემდეგ ცინცაძის თანაგუნდელები 59:56-ს იგებდნენ, მაგრამ მეოთხე რაუნდში "დონეცკის" მოძალებას ვერ გაუძლეს და ბოლო ათწუთეულში 10:24 დათმეს.

ვერ ვიტყვით, რომ ეს გიორგის გამორჩეული მატჩთაგანი იყო. მან თამაშიდან 8-ჯერ სტყორცნა და მხოლოდ ერთი ორქულიანი გამოიყენა. გიორგის მონაგარი ასეთი იყო: 27 წუთი, 6 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა.

"დონეცკის" მოგება ალოგიკური ნამდვილად არ იყო, თუნდაც იმიტომ, რომ მის შემადგენლობაში არაერთი ცნობილი სახელია: ფესენკო ("ექსიუტელი"), სონგაილა (ლიტვის ნაკრების კალათბურთელი), ფიშერი (ესპანეთის ჩემპიონატში გამოცდილი უკანახაზელი), ლუკაშოვი, ლიპოვოი, გლებოვი, პუსტოზვონოვი (უკრაინის ნაკრების წევრები) და კურტის მილეიჯი.

ეს უკანასკნელი სეზონის დასაწყისში თბილისის "არმიაში" თამაშობდა და "დონეცკში" დორონ პერკინსი შეცვალა.

მილეიჯი შეხვედრის ბომბარდირი გახდა - 21 ქულა ჩააგდო.

"ბუდიველნიკმა" რეგულარული ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა (28 მოგება, 11 წაგება) და მეოთხედფინალში მერვეადგილოსან "ჰოვერლას" შეხვდება. სერიის პირველი შეხვედრა კიევში 8 აპრილს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მოულოდნელი ამბავი - პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს
რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
იტალიაში იწვევენ - ბერნარდო სილვას სერია A-ში თამაშის ვარიანტი გამოუჩნდა
ვინ შეცვლის გვარდიოლას - "სიტის" სამი კანდიდატი ჰყავს
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
18 წ. | როტაციით ინგლისთან
[VIDEO] "ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა