მე-20 ტურის საუკეთესო კალათბურთელებად დინამოელი ფლინ კლიმენი და ოლიმპელი ლევან ფაცაცია დასახელდნენ
სუპერლიგის მე-20 ტურში უშუალოდ შეხვედრათა მსვლელობებზე იმდენი იყო საწერი, რომ სატურნირო მდგომარეობის განხილვისთვის ადგილი არ დარჩა.

არადა, რეგულარული ეტაპი ფინიშის ხაზს ორი ნაბიჯითღა ჩამორჩება და ცხრილში ბევრი რამ გარკვეულია.

ამ თემას დღეს შევეხებით, მანამდე კი შეგახსენებთ, რომ მე-20 ტურის საუკეთესო კალათბურთელებად დინამოელი ფლინ კლიმენი და ოლიმპელი ლევან ფაცაცია დასახელდნენ.

მათ მონაგარს სიმბოლური ნაკრების ფოტოგამოსახულებიდან გაეცნობით, აქ კი დავამატებთ, რომ კლიმენის ანგარიშზე "არმიასთან" ჩაგდებული ოქროს სამქულიანია (72:69), რამაც "დინამოს" გამარჯვება განაპირობა.

"დინამოსთან" "შსს აკადემიას" 6 აპრილის დაპირისპირება გასცემს პასუხს კითხვაზე - ვინ მოიგებს რეგულარულ ჩემპიონატს.

თუ წარმატებას შსს მიაღწევს, მაშინ იგი ცხრილში პირველ ადგილსაც არ დათმობს (ბოლო ტურში "სამედიცინოს" ეთამაშება და მოუგებს).

წაგების შემთხვევაში კი "შსს აკადემიას" შესაძლოა "ოლიმპი" დაეწიოს, რომელსაც აკადემიელებთან ურთიერთშეხვედრებში მცირე უპირატესობა აქვს: პირველ წრეში 9 ქულის სხვაობით მოიგო, მეორეში 7-ით წააგო. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ "ოლიმპს" ბოლო ტურში "არმიასთან" დაპირისპირება ელის.

ასეა თუ ისე, პირველ და მეორეადგილოსნების ვინაობა გარკვეულია. ამ პოზიციებს "ოლიმპსა" და შსს-ს ვერავინ შეეცილება. ასევე ცნობილია მეშვიდე და მერვე ადგილების მფლობელების ვინაობა - თსუ და "სოხუმი". თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მეშვიდენი სოხუმელები იქნებიან.

მეოთხედფინალში ეს დუეტი "ოლიმპი"-"შსს აკადემიას" დუეტს შეხვდება.

რეგულარული ჩემპიონატი დღეს რომ დამთავრდეს, სატურნირო სიტუაციის მიხედვით, მეოთხედფინალში "რუსთავი"-"ქუთაისი" და "არმია"-"დინამო" ითამაშებდნენ, მაგრამ რეალურად ამ კვარტეტიდან ზოგს 19 შეხვედრა აქვს ჩატარებული, ზოგს - 17.

ცხრილში ამ გუნდების საბოლოო განაწილება დარჩენილ ოთხ თამაშზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული: "სოხუმი"-"დინამოზე", შსს-"დინამოზე", "ქუთაისი"-"სოხუმზე" და "არმია"-"ოლიმპზე".

ცხადია, არ ვითვალისწინებთ ისეთ შეხვედრებს, რომლებშიც ფავორიტები აუტსაიდერებს ხვდებიან და ალოგიკური შედეგი მხოლოდ განგებ წაგებამ შეიძლება განაპირობოს. ვიტოვებთ იმედს, რომ მსგავს ფაქტებზე წერა არ მოგვიწევს.

ქვემოთ სატურნირო ცხრილსაც გთავაზობთ და დარჩენილი შეხვედრების განრიგსაც. დანარჩენი თავად გამოთვალეთ.

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ წ სხ ქ

1. შსს აკადემია 18 16 2 1473/1188 34

2. ოლიმპი 18 15 3 1570/1296 33

3. რუსთავი 19 13 6 1627/1408 32

4. არმია 18 13 5 1600/1220 31

5. დინამო 17 11 6 1330/1258 28

6. ქუთაისი 18 10 8 1433/1312 28

7. თსუ 19 6 13 1329/1528 25

8. სოხუმი 17 7 10 1320/1396 24

9. ბათუმი 18 5 13 1257/1473 23

10. სამედიცინო 18 2 16 1170/1630 20

11. სტუ 18 1 17 1188/1588 19

დარჩენილი მატჩები

მე-18 ტური. 10 აპრილი

სოხუმი-დინამო

21-ე ტური. 5 აპრილი

ბათუმი-არმია

ქუთაისი-თსუ

6 აპრილი

შსს-დინამო

ოლიმპი-სტუ

სოხუმი-სამედიცინო

22-ე ტური. 12 აპრილი

რუსთავი-ბათუმი

ქუთაისი-სოხუმი

13 აპრილი

ოლიმპი-არმია

დინამო-სტუ

შსს-სამედიცინო

სუპერლიგა. XX ტური

შსს აკადემია-ქუთაისი 72:64

სტუ-სამედიცინო 90:86

ოლიმპი-რუსთავი 84:72

დინამო-არმია 74:69

თსუ-სოხუმი 71:76

რეკორდები

ქულა

49 - ნეით ბოუი (რუსთავი)

2-ქულ 17/29; 3-ქულ 5/10; საჯ 0/2

09.03.13 სოხუმი-რუსთავი

მოხსნა

26 - სერგო ათუაშვილი (სოხუმი)

(მეტოქ: 5; საკუთ: 21)

09.03.13 სოხუმი-რუსთავი

პასი

12 - დეონტა ვონი (შსს აკადემია)

03.11.12 შსს-თსუ

12 - გიორგი გაფრინდაშვილი (სამედიცინო)

15.12.12 სამედიცინო-სტუ

12 - მალხაზ აბაიშვილი (რუსთავი)

04.02.13 რუსთავი-სტუ

12 - ზაურ ფაშაევი (ქუთაისი)

06.02.13 სამედიცინო-ქუთაისი

12 - გივი ბაქრაძე (თსუ)

23.02.13 თსუ-ოლიმპი

12 - ლაშა გამყრელიძე (არმია)

23.02.13 სტუ-არმია

ჩაჭრა

8 - ლევან ფაცაცია (ოლიმპი)

23.02.13 თსუ-ოლიმპი

დაფარება

8 - მილან ოლუიჩი (დინამო)

26.10.12 ბათუმი-დინამო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ვსა-მ "ქუთაისი" დაამარცხა და თსუ ერთპიროვნულად გალიდერდა | "მარგვეთმა" რუსთავში იმარჯვა
X ტური უბრძოლველად დასრულდა: მარგვეთმა ორბი დაამარცხა, ივერიონმა დელტას მოუგო
ამჯერად აშშ-ში - ხამესის თავგადასავალი MLS-ში გაგრძელდება
დაბრუნებას განიხილავენ - "მანჩესტერ იუნაიტედს" სკოტ მაკტომინეის კვლავ თავის რიგებში ხილვა სურს
ტერ შტეგენი გუნდს გამოიცვლის, თუმცა კატალონიაში დარჩება
[VIDEO] "არსენალმა" "ასტონ ვილა" დაშალა - ემერი "ემირეითსზე" შეაჩერეს...
სერხიო რამოსი შეიძლება საფრანგეთში დაბრუნდეს
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
"ეს ძალიან რთული დრო იყო, ერთი გუნდი არ ვიყავით" - ვიტინიამ პსჟ-ში მძიმე პერიოდი გაიხსენა
"რომამ" მარტივად მოიგო და მე-4 ადგილზე გადავიდა
[VIDEO] ულამაზესი კადრები - ასე აღნიშნეს პსჟ-ის ფანებმა წარმატებული 2025 წელი
[VIDEO] იოკიჩის მძიმე ტრავმა? "დენვერი" "მაიამისთან" დამარცხდა, სერბმა კი მოედანი ნაადრევად დატოვა
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" კვლავ იმარჯვა და უკვე პლეი-ოფის ზონაშია
საქართველოს ნაკრებმა სეზონის ბოლო მატჩში საუდის არაბეთთან ფრედ ითამაშა
[VIDEO] მატჩისას მეკარე იძულებული გახდა ჩაი დაელია
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
საქმე სერიოზულადაა. წიტაიშვილს რიგი დაუდგა - ბუნდესლიგის კლუბი წინადადებას ამზადებს
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს