დოჰაში წლის შემაჯამებელი ტურნირის მეორე დღეს ყველა მატჩი კვლავ ორ სეტში დასრულდა, თუმცა ამჯერად მაყურებელმა გაცილებით დაძაბული ბრძოლები იხილა
დოჰაში წლის შემაჯამებელი ტურნირის მეორე დღეს ყველა მატჩი კვლავ ორ სეტში დასრულდა, თუმცა ამჯერად მაყურებელმა გაცილებით დაძაბული ბრძოლები იხილა. ამ მხრივ გამორჩეული იყო რუსი ვერა ზვონარევასა და ბელარუსი ვიქტორია აზარენკას შეხვედრა. ეს უკანასკნელი კრემლის თასის მოგების შემდეგ ჩავიდა დოჰაში და დაღლილობის მიუხედავად, თანაბრად ებრძოლა მსოფლიოს მეორე ნომერს და სულ ცოტა დააკლდა გამარჯვებამდე.

პირველ სეტში ბელარუსი ორჯერ დაწინაურდა ბრეიკით, მაგრამ ორივეჯერ მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა. მეშვიდე გეიმიდან მოყოლებული, ბრეიკები არ ყოფილა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც რუსმა სამმაგი სეტბოლი მოიპოვა და შანსი ხელიდან არ გაუშვა.

მეორე პარტიაში აზარენკა 3:1 დაწინაურდა და კარგა ხანი ლიდერობდა. ზვონარევამ მეექვსე გეიმში გაათანაბრა ანგარიში და სეტისა და მატჩის ბედი კი 5:4-ზე გადაწყდა. ბელარუსის მოწოდებაზე ვერამ ორი მატჩბოლი მოიპოვა, რომელიც ვიქტორიამ მოიგერია, მაგრამ მესამე ცდაზე არაფერი გამოუვიდა და 2 საათისა და 17 წუთის შემდეგ 6:7(4), 4:6 დამარცხდა.

თეთრი ჯგუფის მეორე მატჩში კიმ კლაისტერსი და წინა დღეს ზვონარევასგან განადგურებული ელენა იანკოვიჩი შეხვდნენ ერთმანეთს. ბელგიელს ამერიკის ღია პირველობაზე ტრიუმფის შემდეგ არ უთამაშია ოფიციალურ ტურნირებში და მისი სპორტული ფორმის შესახებ ინფორმაცია არ არსებობდა. იანკოვიჩთან მატჩმა აჩვენა, რომ ბელგიელს ყველაფერი წესრიგში აქვს. კიმმა საათი და 14 წუთი იკმარა სერბის დასამარცხებლად - 6:2, 6:3.

დღის ბოლო მატჩში ნამდვილი სენსაცია მოხდა. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა კაროლინ ვოზნიაცკიმ ისე შეგვაჩვია მოგებებს, რომ მის მარცხს ავსტრალიელ სამანტა სტოსურთან არავინ ელოდა. როლან გაროსის ფინალისტმა სწორი ტაქტიკა აირჩია - დანიელის ბრწყინვალე დაცვას აგრესიული თამაში დაუპირისპირა და ამის ხარჯზე გაიმარჯვა. რა თქმა უნდა, ვოზნიაცკი მთლად უშანსოდ არ ყოფილა. მან მთელი მატჩის განმავლობაში ექვსი ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ სტოსურმა ყველა საფრთხე მოიგერია, თავად კი ორი ბრეიკი მიითვალა - პირველი სეტის ბოლოს და მეორე სეტის დასაწყისში და საათსა და 27 წუთში გაიფორმა ჯგუფურ ეტაპზე მეორე გამარჯვება - 6:4, 6:3.

ასე შეწყდა ვოზნიაცკის 11-მატჩიანი მოგებათა სერია და გუშინ დანიელს აუცილებლად სჭირდებოდა მესამე მატჩში ფრანჩესკა სკიავონესთან მოგება, თორემ ნახევარფინალში გასვლის შანსთან ერთად, სეზონის მსოფლიოს პირველი ჩოგანის რანგში დასრულების შესაძლებლობასაც დაკარგავდა.

ვოზნიაცკისა და სკიავონეს მატჩამდე სტოსურმა კი გაინაღდა ნახევარფინალში თამაში. მართალია, მან სამ სეტში წააგო ელენა დემენტიევასთან, მაგრამ ერთი პარტიის მოგებაც საკმარისი აღმოჩნდა საუკეთესო ოთხეულში ადგილის გასანაღდებლად.

ამის შემდეგ კაროლინისა და ფრანჩესკას ჯერი დადგა. დანიელი პირველი სეტის შემდეგ კატასტროფის წინაშე დადგა. 6:2 - ასეთი ანგარიშით გაანადგურა იტალიელმა მსოფლიოს პირველი ჩოგანი, რის შემდეგაც ისევ წარმოიშვა ეჭვი იმის თაობაზე, რომ ვოზნიაცკი გადაღლილია და ფიზიკურად არ არის მზად წლის მთავარი ტურნირისთვის. მაგრამ მეორე და მესამე სეტებში სკანდინავიელს სრული უპირატესობა ჰქონდა, რაც ანგარიშშიც ნათლად გამოიხადა - 6:1, 6:1.

ამ მოგებით ვოზნიაცკიმ ორი კურდღელი დაიჭირა - 2010 წელს პირველი ჩოგანის სტატუსით დაასრულებს და დოჰაში ნახევარფინალში ითამაშებს. ასე რომ, ამ ჯგუფში ბოლო შეხვედრა - დემენტიევა-სკიავონე ფორმალობად გადაიქცა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
მოგებული მატჩი სეტის 0:6 წაგების შემდეგ - ბასილაშვილს პრესტიჟული "ინდიან უელსის" მასტერსის ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის