თავად კი მომავალში საფეხბურთო მწვრთნელობას აპირებს
ბოლო რამდენიმე კვირაა, ინგლისური პრესა "ჩელსისა" და ჟოზე მოურინიოს მეორე შესაძლო "ქორწინებაზე" აქტიურად წერს.

ლონდონური გრანდის ყოფილი თავდამსხმელი დიდიე დროგბა მიიჩნევს, რომ "სტემფორდ ბრიჯზე" 50 წლის პორუგალიელის დაბრუნება საუკეთესო გამოსავალი იქნება. ამას გარდა, 34 წლის ივუარელმა ჩვენს კოლეგებთან საკუთარ გეგმებზეც ისაუბრა:

- "ჩელსიში" მოურინიოს დაბრუნება საუკეთესო ვარიანტი იქნება. გულშემატკივრებსაც ძალიან უნდათ, რომ ეს მოხდეს. თავად ჟოზესაც ძალიან უყვარს "ჩელსი". თუკი გვინდა, რომ დავიბრუნოთ რამდენიმე წლის წინანდელი გუნდი, მოურინიო ზუსტად ის მწვრთნელია, ვინც ამას გააკეთებს.

ის თავისი ხასიათით გამარჯვებულია, თანაც, "ჩელსის" ფეხბურთელებთან დღემდე ძალიან ახლოს არის. ლონდონიდან წასვლის შემდეგ "ინტერსა" და "რეალში" იმუშავა, მაგრამ "ჩელსიზე" დღემდე დაუღალავად ლაპარაკობს. მას უყვარს ეს კლუბი. მასთან ერთად მოვიგეთ ინგლისის ჩემპიონატი და სხვა ტიტულები. ერთადერთი, სადაც მოურინიომ ვერ იმარჯვა, ჩემპიონთა ლიგაა. შეიძლება, ეს ერთ-ერთი მიზეზიც კი იყოს, რატომაც უნდა მას უკან დაბრუნება. ეტყობა, "ჩელსიში" დაუმთავრებელი საქმეები დარჩა.

შეიძლება თუ არა ლონდონში მეც დავბრუნდე? ნება მომეცით, ჩემი საქმე "გალათასარაიში" ვაკეთო. შემდეგ კი ამაზე მსჯელობაც შეიძლება. მშვენიერი იქნებოდა, თუკი მწვრთნელის პოსტზე ვცდიდი ჩემს თავს. "ჩელსისთვის" ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი და ეს კლუბიც ყველაფერს მხოლოდ საუკეთესოს მაძლევდა. ლონდონში თავს მუდამ ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. "ჩელსის" ბაზაზე დღემდე თვალდახუჭულს შემიძლია ვიარო და ზუსტად ვიცოდე, თუ სად ვარ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჟოზე მოურინიო: ერთ მშვენიერ დღეს ინგლისში დავბრუნდები, "ჩელსიში" ან სხვა კლუბში

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა