სამი ინგლისური კლუბი გადამწყვეტი შტურმის წინ
4 აპრილს ევროპალიგის მე-4 გათამაშების მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება - მეოთხედფინალური სტადია. აქამდე ვერ მოაღწია მოქმედმა ჩემპიონმა მადრიდის "ატლეტიკომ". ასე რომ, ევროპალიგას ახალი, რიგით მესამე (2010 - "ატლეტიკო", 2011 - "პორტუ", 2012 - "ატლეტიკო") გამარჯვებული გვეყოლება. ის შეიძლება ჩემპიონთა ლიგის ჯერ კიდევ მოქმედი გამარჯვებული ლონდონის "ჩელსი" იყოს.

"ჩელსი" რუსეთის წარმომადგენელს, ყაზანის "რუბინს" მასპინძლობს. აი, რას ამბობს მასპინძელთა თავკაცი რაფა ბენიტესი:

"ეშლი კოულისა და კეჰილის ტრავმების გარდა, საკადრო პრობლემები არ გვაქვს. სამწუხაროდ, დაძაბული გრაფიკის გამო "რუბინთან" მატჩისთვის სათანადოდ ვერ მოვემზადეთ. როცა თამაშებს შორის ასე ცოტა დროა, შეუძლებელია, ფეხბურთელები ფიზიკურად დატვირთო. ამიტომაც დღეს ჩვენ მსუბუქად წავივარჯიშეთ და მთელი ყურადღება ტაქტიკას დავუთმეთ. ახლა დროა, მხოლოდ "რუბინთან" მატჩზე ვიფიქროთ", - "ლურჯების" ესპანელი თავკაცი მართლაც შავ დღეშია - "ჩელსიმ" შაბათს პრემიერლიგის მატჩი ითამაშა, ორშაბათს კი ასოციაციის თასის.

ეშლი კოულს, რომელიც ახლახან 2 კვირით დაშავდა, შემადგენლობაში რაიან ბერტრანდი შეცვლის. გარი კეჰილიც ტრავმირებულია. ასე რომ, დაცვის ცენტრში დავიდ ლუისისა და ჯონ ტერის წყვილს ვიხილავთ. შეტევაში სასტარტოს უბრუნდება ფერნანდო ტორესი, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედის" კარში გამარჯვების გოლის ავტორი დემბა ბა ევროპალიგაზე ვერ ეხმარება "ჩელსის".

ყაზანის "რუბინის" თავკაც ყურბან ბერდიევს საკადრო პრობლემები არ აქვს. გუნდიც უფრო დასვენებულია. უეფას ფორმატში ეს გუნდები ერთმანეთს პირველად შეხვდებიან. თუმცა "ჩელსის" დადებითი ბალანსი აქვს რუსულ კლუბებთან დაპირისპირებაში - ყველა (4) შეხვედრა მოიგო და მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა.

"ჩელსის" გარდა, ინგლისისთვის ტიტულისთვის კიდევ "ნიუკასლი" და "ტოტენჰემი" იბრძვიან. ლონდონელებმა ახლახან ჯერმაინ დეფო დაკარგეს, რაც "დეზებისთვის" დიდი დანაკლისია.

ევროპალიგა. 1/4-ფინალი. I მატჩები

ბენფიკა-ნიუკასლი 23:05

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: სალვიო - ტეილორი, ვუკჩიჩი, ბენ არფა, დებუში, ჰაიდარა (?), ტიოტე (?), კოლოჩინი (?)

ჩელსი-რუბინი 23:05

დისკვალიფიკაცია: ბა (ჩელ)

ტრავმა: კოული, კეჰილი (?)

ფენერბაჰჩე-ლაციო 23:05

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: კლოზე (?)

ტოტენჰემი-ბაზელი 23:05

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ლორისი, სანდრო, ქაბული, დეფო - დეგენი (?)

ბომბარდირები: 8 - ლიბორ კოზაკი (ლაციო); 7 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 6 - როდრიგო პალასიო (ინტერი); 5 - რაულ ბობადილია (იანგ ბოისი), სალომონ რონდონი (რუბინი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ევროპის ლიგის 1/4-ფინალში გუნდები დაწყვილდნენ

ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა