ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. პირველი მატჩის მიმოხილვა: ძლევამოსილი "ბაიერნი", უძლური "იუვენტუსი"
ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. პირველი მატჩის მიმოხილვა: ძლევამოსილი "ბაიერნი", უძლური "იუვენტუსი"
ბევრი იფიქრა თუ ცოტა, იუპ ჰაინკესმა "იუვენტუსის" წამალი მოიფიქრა: გათიშე პირლო და იბატონე!
გერმანიის საუკეთესო გუნდმა იტალიის საუკეთესო გუნდი ყველა ასპექტში დაჯაბნა და ისეთი ანგარიშით მოუგო, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეკორდმაისტერი ცალი ფეხით ნახევარფინალშია.
ცხადია, ტურინში შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ არც ეს "იუვენტუსი" ჰგავს "ბარსელონას" და არც "ბაიერნია" ისეთი "მილანი", როგორიც ამას წინათ "ნოუ კამპზე" ვნახეთ.
მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სწრაფმა გოლმა მატჩსა და შედეგზე დიდად იმოქმედა, არსებობის უფლება ნამდვილად აქვს, მაგრამ "იუვენტუსი" ისეთი გუნდია, რომელიც ასეთ დონეზე გაძლებისა და იღბლის იმედად არ უნდა იყოს.
სამშაბათს ანტონიო კონტეს გუნდს სხვა ვერაფერი შევატყვეთ. გასაგებია, რომ "ბაიერნი" ბრწყინვალე ფორმაშია, რასაც ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილიც მოწმობს, მაგრამ "იუვემ" მთელი მატჩის განმავლობაში ვერაფერი შეცვალა, თამაში ვერაფრით გააუმჯობესა. შესაბამისად, რთულია იმის მტკიცება, რომ დავიდ ალაბას სწრაფი და რიკოშეტით გასული გოლი რომ არ გაეტანა, სხვანაირ სურათს ვიხილავდით.
ავსტრიელმა ანგარიში 26-ე წამზე გახსნა - "იუვენტუსისთვის" ეს პირველი მიღებული გოლი იყო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შემდეგ. ამ გოლამდე ჯიჯი ბუფონს ჩემპიონთა ლიგაში 490-წუთიანი მშრალი სერია ჰქონდა.
აქვე ვთქვათ, რომ "ბაიერნმა" ევროტურნირებზე 150-ე შეხვედრა მოიგო, "იუვენტუსმა" კი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი მარცხი იწვნია.
02.04.13. ბაიერნი - იუვენტუსი 2:0
საპასუხო მატჩი 10 აპრილს გაიმართება და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ "ბებერი ქალბატონი" ბავარიულ გიგანტს ისეთს ვერაფერს მოუხერხებს, "ბაიერნის" ნახევარფინალში გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ რომ დააყენოს.
რეაქციები
იუპ ჰაინკესი ("ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი): "ალბათ, შეატყვეთ, რომ ამ მატჩისთვის მართლაც ძალიან კარგად ვიყავით მომზადებულები. ტურინელებს შეტევებს ადრევე, მათ ნახევარზე ვუშლიდით და ანდრეა პირლო თამაშიდან გავთიშეთ. მთელმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა. პირველიდან ბოლო წამამდე ვდომინირებდით და ისეთი შედეგი დავაფიქსირეთ, როგორიც გვინდოდა."
ბასტიან შვაინშტაიგერი (ბაიერნი): "ამ გამარჯვების მოპოვება ადვილი არ იყო, რადგან იტალიელები ძალიან საინტერესო და მეტოქეებისთვის არაკომფორტული ტაქტიკური სქემით თამაშობენ. ბუნდესლიგაში ასეთი ტაქტიკით არავინ თამაშობს და ჩვენც, ფაქტობრივად, პირველად ვეთამაშეთ გუნდს, რომელსაც სამი ცენტრალური მცველი ჰყავს. "იუვეს" საყრდენი ნახევარმცველები უჩვეულოდ წინ დგანან, ბონუჩი კი, ფაქტობრივად, ლიბეროა. იმის თქმა მინდა, რომ ძალიან კარგად ვითამაშეთ. გული კი იმაზე მწყდება, რომ კიდევ უნდა გაგვეტანა. სამწუხაროა, რომ ეს ვერ მოვახერხეთ, რადგან ტურინში რთული მატჩი გველის. 2:0 კომფორტული ანგარიშია, მაგრამ ნახევარფინალში ჯერ არ ვართ."
თომას მიულერი (ბაიერნი): "ძალიან ვწუხვარ, რომ მესამე გოლი ვერ გავიტანეთ, მაგრამ 2:0-იც ძალიან კარგი შედეგია. 3:0 რომ მოგვეგო, შეიძლება, ტურინში კონცენტრაცია დაგვეკარგა, 2:0 კი ამის უფლებას არ გვაძლევს. ჩვენი მთავარი ამოცანა პირლოს გათიშვა იყო. სწორედ ამიტომ მასთან მუდმივად ერთი ჩვენგანი მაინც იყო. სწორედ პირლოზე პერსონალური მეურვეობის დამსახურებაა ის, რომ ტურინელები ვერ გვიტევდნენ."
ფილიპ ლამი ("ბაიერნის" კაპიტანი): "იუვენტუსი დიდი გუნდია და ნურავინ იფიქრებს, რომ ნახევარფინალში თამაში განაღდებული გვაქვს. ერთ კვირაშიც ზუსტად ასე, მაქსიმალური მონდომებითა და კონცენტრაციით უნდა ვითამაშოთ."
ანტონიო კონტე ("იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი): "ბაიერნი" საუკეთესოა იმ გუნდებს შორის, რომლებსაც ამ სეზონში შევხვდით. გულახდილები უნდა ვიყოთ და ვაღიაროთ, რომ მეოთხედფინალში ჩვენზე ძლიერ მეტოქეს გადავეყარეთ. ჰო, ფეხბურთში ყველაფერი ხდება და ჩვენც ცდას არ დავაკლებთ, მაგრამ ფაქტია, რომ ნახევარფინალში გასვლა ძალიან გაგვიჭირდება."
ჯანლუიჯი ბუფონი ("იუვენტუსის" კაპიტანი): "მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ "ბაიერნმა" ეს გამარჯვება ასი პროცენტით დაიმსახურა. გული მტკივა, ამის აღიარება რომ მიწევს, მაგრამ ასეა და ამაზე ორი აზრის არსებობა დაუშვებელია. "ბაიერნი" დღეს ჩვენზე გაცილებით ძლიერი იყო, ჩვენ კი სიმსუბუქე გვაკლდა."
ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი): "მიუნხენელებმა ძალიან მაღალი ტემპი შემოგვთავაზეს და გვაიძულეს, ბურთი ხშირად უმისამართოდ მოგვეგერიებინა. ცხადია, უკეთესი შედეგის მიღწევის იმედი გვქონდა, მაგრამ წინ საპასუხო მატჩია, ჩვენ კი ზუსტად ერთი კვირა გვაქვს იმისათვის, რომ ამ მატჩისთვის რაღაც მოვიფიქროთ. მჯერა, რომ "იუვენტუსს" შეუძლია ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა და ნახევარფინალში გასვლა. ყველამ ვიცით, რომ ფეხბურთის თამაში დღეს ნაჩვენებზე გაცილებით უკეთესად შეგვიძლია და ბოლომდე ვიბრძოლებთ."
შემადგენლობები
იუპ ჰაინკესმა "ბაიერნი" იმ ძირითადი შემადგენლობით ათამაშა, როგორსაც ველოდით: ბუნდესლიგის ბოლო ტურისგან განსხვავებით (9:2 ჰამბურგთან), კლაუდიო პისაროს ნაცვლად ცენტრფორვარდის პოზიციაზე მარიო მანჯუკიჩი ვიხილეთ, არიენ რობენი კი მარჯვენა ფლანგზე თომას მიულერმა შეცვალა.
თუმცა, რაკი ტონი კროოსი მალევე დაშავდა (ამ სეზონში ალბათ ვეღარ ითამაშებს), რობენი თამაშში მე-16 წუთიდან, მარჯვენა გარემარბად ჩაერთო, ცენტრში კი მიულერმა შეიწია. დისკვალიფიცირებული ხავი მარტინესის ნაცვლად, "დონ იუპმა" მეორე საყრდენად, მოლოდინისამებრ, ბრაზილიელი ლუის გუსტავო გაამწესა.
ანტონიო კონტემ "იუვესთვის" ჩვეული ტაქტიკული სქემა 3-5-2 აირჩია. ცოტათი მოულოდნელი იყო თავდასხმაში ფაბიო კვალიარელასა და ალესანდრო მატრის დუეტის გამწესება (მირკო ვუჩინიჩი და სებასტიან ჯოვინკო სკამზე დასხდნენ). მარცხენა ფლანგზე კი კონტე ისევ პელუზოს ენდო და არა ასამოას.
გმირი
მარიო მანჯუკიჩი (ბაიერნი)
შესაძლოა, ყველაზე ეფექტურად ფრანკ რიბერი მოგეჩვენათ, მაგრამ "ბაიერნიდან" ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი ხორვატ თავდამსხმელს ჰქონდა.
მანჯუკიჩმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჰაინკესი მას მარიო გომესზე წინ სამართლიანად აყენებს. ხორვატი გუნდისთვის ბევრს შრომობდა, ძალიან ბევრი ირბინა და მნიშვნელოვანი ორთაბრძოლების აბსოლუტური უმეტესობა მოიგო.
მანჯუკიჩი ბურთსაც ჩინებულად იჭერდა და "იუვეს" მცველებს ბევრი პრობლემა შეუქმნა. ამასთან, მეორე, უაღრესად მნიშვნელოვანი გოლი სწორედ მისი ჭკვიანური მოქმედებისა და აზრიანი პასის შემდეგ გავიდა.
ანტიგმირი
კლაუდიო მარკიზიო (იუვენტუსი)
რაკი ბავარიელებმა პირლო კარგად დაკეტეს და გასაქანი არ მისცეს, ტურინელთა მხრიდან თამაშის თავის თავზე აღება, პირველ რიგში, სწორედ მარკიზიოს მოეთხოვებოდა, მაგრამ ამას ვინ ჩივის, კლაუდიო "იუვენტუსის" ნახევარდაცვაში ყველაზე სუსტი იყო.
მარკიზიო ბურთს მხოლოდ 38-ჯერ (!) შეეხო და ორთაბრძოლების მხოლოდ 50 პროცენტი მოიგო.
მსაჯი
ვერ ვიტყვით, რომ ინგლისელმა მარკ კლატენბუგმა კარგად იმსაჯა. პირველ ტაიმში ტურინელები დაინდო, მეორე ტაიმში - მიუნხენელები. ხშირად მცირეოდენ შეხებაზეც კი უსტვენდა, ზოგჯერ კი აშკარა ჯარიმას არ აფიქსირებდა. არასწორად მოიქცა, როცა რიბერიზე უხეშობის შემდეგ არტურო ვიდალი არ გააფრთხილა. კლატენბურგს ანდრეა ბარძალიც გადაურჩა - მანჯუკიჩზე ტაქტიკური ფოლის დროს ეს უკანასკნელი ყვითელ ბარათს იმსახურებდა. სამაგიეროდ, მანჯუკიჩი ასეთივე ჯარიმის გამო დაუფიქრებლად გააფრთხილა.
ლიხტშტაინერისა და ლუის გუსტავოს გაფრთხილების დროს მსაჯმა აშკარად გადაამეტა, მისმა ასისტენტმა კი ვერ შენიშნა, რომ მეორე გოლის დროს თამაშგარე მდგომარეობა იყო.
ყველა "ბედნიერებასთან" ერთად, კლატენბურგმა ვერც ის დაინახა, როგორ ჩაარტყა უკნიდან გაშლილი ფეხი რიბერიმ ვიდალს, რისთვისაც ფრანგი გაძევებას იმსახურებდა.
მწვრთნელები
ორი აზრი არ არსებობს: ჰაინკესმა "ბაიერნი" ამ მატჩისთვის ყველანაირად გაცილებით უკეთესად მოამზადა, ვიდრე კონტემ "იუვენტუსი".
"დონ იუპს" მალევე შეეცვალა გეგმები, რადგან ტონი კროოსი დაშავდა და შესაცვლელი გახდა. დანარჩენი ორი შეცვლა კი ბავარიელთა თავკაცმა 90-ე წუთის შემდეგ განახორციელა, რითაც "იუვენტუსს" უკანასკნელი შტურმის შანსი მოუსპო.
"იუვენტუსმა" პირველი გოლი პირველივე წუთზე გაუშვა და კონტეს რაღაცის მოსაფიქრებლად მთელი თამაში ჰქონდა, მაგრამ ვერაფერი მოიფიქრა, ვერაფერი შეცვალა.
ჯოვინკოსა და ვუჩინიჩის მოედანზე ერთად შემოყვანაში სიახლე მხოლოდ ის იყო, რომ თამაშში დაღლილი თავდამსხმელების ნაცვლად დასვენებულები ჩართო. "იუვენტუსი" კი ამ თამაშში უფრო ტაქტიკურ ან სტრატეგიულ ცვლილებებს საჭიროებდა.
რაც თვალში მოგვხვდა
- ალაბას სწრაფი გოლის შემდეგ, დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში, "იუვენტუსი" ოდნავ დომინირებდა. ხშირი იყო მარტივი შეცდომები როგორც ერთ, ასევე მეორე გუნდში.
- ბავარიელები "იუვენტუსის" მთავარ სტრატეგ პირლოს პერსონალურად მეურვეობდნენ, ოღონდ ამას რიგრიგობით აკეთებდნენ - ანდრეას ფეხზე ხან კროოსი "აჯდა", ხან მიულერი, ხან შვაინშტაიგერი, ხან გუსტავო და ხანაც თვით მანჯუკიჩი! შესაბამისად, პირლო ბურთს უმეტესად ბრძოლაში იღებდა, გრძელ პასებს ვეღარ აკეთებდა და მეტიც - არაერთი არაზუსტი პასი გააკეთა. საერთო ჯამში, პირლო ბურთს მხოლოდ 56-ჯერ შეეხო, რაც მისთვის ძალიან ცოტაა.
- კროოსის რობენით შეცვლის შემდეგ "ბაიერნის" შეტევები გაცილებით მძაფრი გახდა - პირველ რიგში იმიტომ, რომ მარჯვენა ფლანგიც ძალიან გააქტიურდა. მიუნხენელებმა მომენტებიც შექმნეს, მაგრამ იოლად ანიავებდნენ.
- მეორე ტაიმი "იუვენტუსმა" მნიშვნელოვნად პასიურად დაიწყო - ტურინელები მეტწილად საკუთარ ნახევარზე განლაგდნენ და ბურთი "ბაიერნს" დაუთმეს.
- მიუხედავად იმისა, რომ იგებდნენ, მიუნხენელები მაინც პრესინგს მიმართავდნენ. ბევრს შრომობდა მანჯუკიჩი, რიბერი და რობენი კი ფლანგის მცველებსაც აქტიურად ეხმარებოდნენ.
- არტურო ვიდალი "ბაიერნის" წინააღმდეგ გასაგები მიზეზის გამო უაღრესად მოტივირებული გახლდათ, ზედმეტად მოტივირებულიც კი, რამაც ჩილელს მხოლოდ ავნო. ვიდალი პროვოკაციებსაც არ ერიდებოდა და გაუმართლა, გვიან რომ გააფრთხილეს, თუმცა ასეთი ვიდალიც კი ტურინელთაგან საუკეთესო იყო.
დასკვნა
"ბაიერნს" გაუმართლა, სწრაფი გოლი რომ გაიტანა, მაგრამ მიუნხენელები მთელი 90 წუთის მანძილზე ისე დომინირებდნენ, რომ მათი გამარჯვება აბსოლუტურად დამსახურებულია, 2:0 კი - სავსებით ლოგიკური შედეგი იმისა, რაც სამშაბათს "ალიანს არენაზე" ვნახეთ.
ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი.
ბაიერნი-იუვენტუსი 2:0
გოლები: 1:0 ალაბა (1), 2:0 თ. მიულერი (63)
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ვან ბუიტენი, დანტე, ალაბა - შვაინშტაიგერი, ლუის გუსტავო - თ. მიულერი, კროოსი (16. რობენი), რიბერი (93. შაჩირი) - მანჯუკიჩი (91. გომესი).
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი, ვიდალი, პირლო, მარკიზიო, პელუზო (75. პოგბა) - მატრი (65. ვუჩინიჩი), კვალიარელა (65. ჯოვინკო).
გაფრთხილება: მანჯუკიჩი, ლუის გუსტავო - კიელინი, ვიდალი, ლიხტშტაინერი
მაყურებელი: 68 000
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბაიერნი-იუვენტუსი 2:0 - იუპ ჰაინკესს მართლა ბევრი უფიქრია [VIDEO]
[VIDEO] "იბერია 1999" "მალმიოსთან" ისევ დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაერთვება
[VIDEO] ორი არდანიშნული პენალტი - "იბერია 1999" სახლში "მალმიოსთან" 1:3 დამარცხდა
"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა