ირლანდიის რაგბის კავშირმა დაადასტურა, რომ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს დეკლან კიდნის კონტრაქტს აღარ გაუხანგრძლივებს
ირლანდიის რაგბის კავშირმა დაადასტურა, რომ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს დეკლან კიდნის კონტრაქტს აღარ გაუხანგრძლივებს.

ხელშეკრულებით კიდნიმ "სამყურებთან" 30 ივნისამდე უნდა იმუშაოს, თუმცა ის ნაკრების თავკაცად უკვე 4 აპრილიდან არ ითვლება.

დეკლან კიდნიმ ირლანდიის ნაკრები 2008 წელს ჩაიბარა, მას შემდეგ, რაც გუნდი ედი ოსალივანმა დატოვა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაბარგდა.

მომდევნო წელს "სამყურებმა" ექვსი ერის გათამაშებაში "დიდი სლემი" შეასრულეს, თუმცა მერე "მწვანეების" საქმე სულ უკან და უკან წავიდა.

კიდნისადმი უკმაყოფილების ბოლო წვეთი იყო წლევანდელი ექვსი ერის გათამაშება. მიუხედავად იმისა, რომ ტრავმირებულნი იყვნენ გუნდის წამყვანი მორაგბეები - პოლ ოკონელი, სტივენ ფერისი და ტომ ბოუი, ირლანდიის ნაკრებმა შთამბეჭდავად სძლია სასტარტო მატჩში უელსის ეროვნულ გუნდს - 30:22, მაგრამ ეს გამარჯვება ტურნირში უკანასკნელი გამოდგა.

კიდნის განაჩენი "სკუადრა აძურამ" გამოუტანა, როცა "სამყურები" თავის ისტორიაში პირველად დაამარცხეს რომის "სტადიო ოლიმპიკოზე".

ეს იყო ირლანდიის რაგბის კავშირის მოთმინების ბოლო წვეთი. "სამყურებს" ივნისში ჩრდილოამერიკული ტურნე აქვთ, სადაც აშშ-ისა და კანადის ნაკრებებს დაუპირისპირდებიან. გუნდს კიდნის ნაცვლად დროებით ლი კისი უთავკაცებს. მოგვიანებით კი, როგორც ამბობენ, ირლანდიის ნაკრებს მსოფლიოს დონის მწვრთნელი ეყოლება.

"გვინდა მადლობა ვუთხრათ დეკლან კიდნის ირლანდიური რაგბის ერთგული სამსახურისთვის. მან ძალიან დიდი სამუშაო გასწია და ახალი ტალანტების ძიებაში წარმატებული იყო.

თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენს ეროვნულ გუნდს სერიოზული პრობლემები ჰქონდა, განსაკუთრებით, ბოლო წლებში.

დარწმუნებულნი ვართ, მალე მოვძებნით უმაღლესი დონის მწვრთნელს, რომელიც ჩვენი ნიჭიერი და საკმაოდ ამბიციური მოთამაშეებით შესანიშნავ გუნდს შექმნის" - თქვა ირლანდიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ფილიპ ბრაუნმა.

"სამყურების" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ყველაზე რეალურ კანდიდატად ბრისბენის "რედსის" თავკაცი ოუენ მაკკენზი განიხილება, თუმცა ირლანდიელებს, როგორც ჩანს, ზე რაგბის გათამაშების დასრულებამდე მოუწევთ ლოდინი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა