”მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდმა ოჯახური ურთიერთობების დალაგება კურორტზე გადაწყვიტა

სანამ ინგლისელი თავდამსხმელის გუნდი, ”მანჩესტერ იუნაიტედი” პრემიერლიგაში გაცხარებული იბრძვის, მისი წამყვანი მოთამაშე შვიდვარსკვლავიან სასტუმროში, დუბაის ”ბურჯ ალ-არაბში” ერთობა. რუნი ცოლთან ერთად უკვე მეხუთე დღეა იქაა, მაგრამ როგორც ჩანს, წყვილს ეს მოკლევადიანი დასვენება ნელ-ნელა ბეზრდება.

რუნიმ გადაწყვიტა რომანტიკული შვებულება მეუღლესთან ერთად გაეტარებინა. წყვილი დუბაიში შაბათს ვაჟიშვილის, კაიას გარეშე გაემგზავრა. მოუგზაურობის საბაბი ფეხბურთელის ოცდამეხუთე დაბადების დღე და ”მანჩესტერთან” გაფორმებული ახალი ხუთწლიანი კონტრაქტი გახდა.

რუნის მიერ ახალი კონტრაქტის გაფორმების პროცესი ძალიან დაძაბულად მიმდინარეობდა. თავიდან ფორვარდმა განაცხადა, რომ გუნდში დიდხანს არა დარჩებოდა, მაგრამ ზუსტად ორიოდე დღის შემდეგ მან გადაწყვეტილება შეცვალა და ”მანცესტერში” 2015 წლამდე დარჩენა ამჯობინა. ახალი კონტრაქტის თანახმად, თავდამსხმელი კვირაში 250 ათას დოლარს მიიღებს.

უთანხმოება მანჩესტერელთა მთავარ მწვრთნელ ალექს ფერგიუსონსა და რუნის შორის, პრესაში სკანდალური პუბლიკაციების გამოქვეყნების შემდეგ გაჩნდა, რომელიც ინგლისის ნაკრების თავდამსხმელის პირად ცხოვრებას შეეხებოდა. სტატიების თანახმად, უეინი ცოლს ღალატობდა და ამის გამო ფერგიუსონის რისხვა დაიმსახურა. ბევრი მიიჩნევს, რომ რუნიმ ამ მოგზაურობით, პირველ რიგში, მეუღლესთან კოლინთან ურთიერთობის დალაგება სცადა.

როგორც ამბობენ, დუბაიში რუნი და კოლინი ერთმანეთს არცთუ ხშირად ესაუბრებიან. ფეხბურთელის ცოლი ძირითადად პლაჟზე გარუჯვითაა დაკავებული, უეინი კი ცდილობს, მზეზე რაც შეიძლება ცოტა დრო გაატაროს, რადგან მგრძნობიარე კანი აქვს.

იმასაც ამბობენ, რომ კოლინმა მკერდის გაზრდა გადაწყვიტა, რათა რუნიმ მას მეტი ყურადღება დაუთმოს. თუმცა არსებობს დიდი საშიშროება, რომ გოგონა ქმრის გულგრილობისგან ვერც ამან იხსნას. ჟურნალისტებმა უეინი ჰოტელის ჰოლში მარტო მჯდომი შენიშნეს, მაშინ როდესაც მისი ცოლი სანაპიროზე იხრუკებოდა.

ყველაფრიდან ჩანს, რომ რუნის კლუბში მისი ამჟამინდელი მდგომარეობა მოსვენებას არ აძლევს. ინგლისის ნაკრების ფორვარდმა ერთერთ თავის ფანს სასტუმროში გულახდილად განუცხადა, რომ სინამდვილეში, ფერგიუსონთან უთანხმოების მიუხედავად, ”მანჩესტერის” დატოვებას არასდროს აპირებდა.

roma
შეცდომა არაა, სხვადასხვა გაზეთები სხვადასხვა ციფრს ასახელებენ, მაგრამ ეს 250 ათასი ჯერ-ჯერობით უკანასკნელია რაც დასახელდა
gio
"თავდამსხმელი კვირაში 250 მილიონ დოლარს მიიღებს" შეცდომაა რაღაც... გამოასწორეთ...
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა