მალხაზ ჭეჟიამ და ელგუჯა ქომეთიანმა კლუბის წარუმატებლობის მიზეზებზე ისაუბრეს
"ზუგდიდის" დირექტორი მალხაზ ჭეჟია და გუნდის მთავარი მწვრთნელი ელგუჯა ქომეთიანი გულშემატკივრებს შეხვდნენ და კლუბის წარუმატებლობის მიზეზებზე ესაუბრნენ.

შეგახსენებთ, ამ შეხვედრას წინ უძღოდა ქომეთიანის განცხადება გადადგომის თაობაზე, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ მას დარჩენა სთხოვა.

"გუნდი როცა იგებს, ეს არის ფეხბურთელების დამსახურება; როცა გუნდი აგებს, ეს მწვრთნელის ბრალია. ამიტომ მე უფლებას ვერ მივცემ ჩემს თავს, გამართლება სხვაგან მოვძებნო.

ცუდ შედეგებს თავისი მიზეზები აქვს. გუნდიდან გამოცდილი ფეხბურთელები წავიდნენ. მივიჩნიეთ, რომ რადგან გუნდს ევროსაგზურისთვის ბრძოლის ამბიცია არ ჰქონდა, უმჯობესი იქნებოდა, ადგილობრივ კადრებს დავყრდნობოდით.

ამ ნაბიჯმა არ გაამართლა, რასაც საკუთარ თავს ვერ ვპატიობ", - უთხრა გულშემატკივრებს ელგუჯა ქომეთიანმა, რომელმაც საქმისადმი ფეხბურთელთა არაპროფესიონალურ დამოკიდებულებასაც გაუსვა ხაზი.

მისივე თქმით, გუნდის წარუმატებელი თამაშების გამო რვა ფეხბურთელი დაისაჯა და დუბლშემადგენლობაში გადაიყვანეს, მაგრამ უკეთესი თამაშის შემთხვევაში მათ აქვთ შანსი, მთავარ გუნდს დაუბრუნდნენ.

ქომეთიანმა არასახარბიელო პირობებზეც ისაუბრა:

"არ გვაქვს სათანადო სავარჯიშო პირობები, გადაადგილების პრობლემები გვაქვს, არ გაგვაჩნია საკუთარი სტადიონი, საშხაპე. ასე რომ, ბოლოს მაინც ფინანსურ პრობლემებამდე მივდივართ".

"ზუგდიდის" ფინანსური მდგომარეობა არ არის ისეთი, როგორიც გორის "დილას" აქვს. არ გვაქვს ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც შეეფერება უმაღლესი ლიგის გუნდს, თუმცა ვფიქრობთ, ეს პრობლემაც გამოსწორდება", - განაცხადა მალხაზ ჭეჟიამ.

კლუბის გულშემატკივრების შეფასებით, "ზუგდიდის" წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი მოკრძალებული ბიუჯეტია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ელგუჯა ქომეთიანი "ზუგდიდში" დარჩება, ფეხბურთელები კი დაისჯებიან

დილა-ზუგდიდი 6:0 - მესამე მწვრთნელის გაორმაგებული [VIDEO]

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა