6 აპრილს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 26-ე ტურის მატჩები გაიმართა
6 აპრილს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 26-ე ტურის მატჩები გაიმართა.
ტურის ცენტრალური შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩატარდა, სადაც ერთმანეთს უმაღლესი ლიგის ზედა ექვსეულის სატურნირო ცხრილში მეორე და მეოთხე ადგილზე მყოფი გუნდები,"დილა" და ქუთაისის "ტორპედო" დაუპირისპირდნენ.
საგულისხმოა, რომ სტუმრებმა მატჩის დებიუტშივე შეძლეს ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურება. მასპინძლები შოკში გიორგი ბერიაშვილმა ჩააგდო, რომელმაც მესამე და მეოთხე წუთებზე, ზედიზედ დალაშქრა გორელთა კარი.
ვალდას ივანაუსკასის შეგირდებმა მცდელობა არ დააკლეს, თუმცა მხოლოდ ანგარიშში სხვაობის შემცირება შეძლეს.
შეხვედრის 86 წუთზე, საჯარიმოს მისადგომებიდან გოგოტა გოგუას დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე კი ირაკლი მოდებაძემ იყოჩაღა. საბოლოოდ 1:2 "ტორპედოს" სასარგებლოდ.
06.04.13. დილა - ტორპედო 1:2
გატანილი გოლის გარეშე გაილია შეხვედრა "ზუგდიდსა" და "ზესტაფონს" შორის, ისევე როგორც, ქვედა ექვსეულში რუსთავის "მეტალურგისა" და ბოლნისის "სიონის" დაპირისპირება.
ამ ტურში, ტორპედოელი ბერიაშვილის მსგავსად, დუბლით გამოირჩა საბა ლომია, რომელმაც "მერანს" მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე "ვიტ ჯორჯიასთან" გამართულ მატჩში გაამარჯვებინა.
მარტვილელთა ბომბარდირმა თავი 37-ე და 68-ე წუთზე გამოიჩინა.
ფოთში ქულას დასჯერდა ბათუმის "დინამო", რომელიც ბესიკ ჩიმაკაძის გოლით 43-ე წუთზე დაწინაურდა. თუმცა გიორგი ბუხაიძემ 62-ეზე გაათანაბრა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1.
ტურის ბოლო შეხვედრა თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართა, სადაც "დინამომ" შესუსტებული შემადგენლობით მოთამაშე საჩხერის "ჩიხურას" სამი უპასუხო გოლი გაუტანა.
დუბლი შეასრულა ჩისკომ, რომელმაც სოსო ფრუიძის გუნდის კარი 28-ე და 61-ე წუთებზე აიღო, შუალედში კი გატანა ლევან ხმალაძემ შეძლო (32).
06.04.13. დინამო - ჩიხურა 3:0
ამ გამარჯვებით თბილისის "დინამომ" სატურნირო ცხრილში ლიდერობა განიმტკიცა (60 ქულა) და მეორე ადგილზე მყოფ "დილას" (56) ახლა უკვე ოთხი ქულით უსწრებს. მეოთხედან მესამე საფეხურზე აინაცვლა ქუთაისის "ტორპედომ" (51 ქულა), რომელმაც ადგილი საჩხერის "ჩიხურას" გაუცვალა (50).
zako
ucnobi, მართალი ხარ. ერთს დავამატებ მხოლოდ, მილანის ინტერიც არაფერია ლეგიონერების გარეშე.
ucnobi
ჩემი აზრით დინამო ლეგიონერების გარეშე არაფერია, მე თბილისელი ვარ მარა ტორპედო უფრო მომწონს ვიდრე დინამო, და კიდევ აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც რომ ტორპედომ დინამოს მსაჯის წყალობით ვერ მოუგო.. 100% პენალტი იყოოოოო
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა