"არსენალი" ჩაფუშულ და დაკნინებულ "ვესტ ჰემს" გაბრდღვანს უპირებს
მეათე ტურზე ლაპარაკი ლონდონური დერბით დავიწყოთ. "არსენალი", რომელიც ჩინებულ ფორმაშია, ჩაფუშულ და დაკნინებულ "ვესტ ჰემს" მასპინძლობს და გაბრდღვანს უპირებს. ამ შეხვედრისათვის "მეთოფეებს" აკლიათ განაპირა მცველი კიერან გიბსი, რომელზეც თქვეს, რომ მუხლის ტრავმის გამო გუნდს რამდენიმე კვირით ვერ დაეხმარება. გიბზი ოთხშაბათს, "ქარლინგის თასზე" "ნიუკასლთან" 4:0 მოგების დღეს დაშავდა - მყესები დაიწყვიტა. ის, რომ ერთიხანობა უქმობა მოუწევს, 21 წლის მარცხენაფლანგელს პარასკევს, მუხლის გაშუქების შემდეგ დაუდგინეს.უნდა ითქვას, რომ "არსენალის" მწვრთნელის არსენ ვენგერის სასიხარულოდ მომდევნო კვირაში სრულყოფილ ვარჯიშს დაუბრუნდებიან რობინ ვან პერსი და არონ რემსი, თუმცა ვენგერმა თქვა, რომ საქმეში ვან პერსის უფრო ადრე ჩართავს ვიდრე რემსის.

"ვესტ ჰემთან" შეხვედრაში ვერ ითამაშებენ კოჭნატკენი აბუ დიაბი, დისკვალიფიცირებული ჯეკ უილშერი და ორი მოთამაშე, რომელთაც ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი ჯერ არ დაუმთავრებიათ: მეკარე მანუელ ალმუნია, რომელსაც იდაყვი აქვს დაზიანებული და ტომას ვერმაელენი, რომელსაც აქილევსის მყესი აქვს მოსაშუსებელი.ლონდონის კიდევ ერთი გუნდი, ინგლისის ჩემპიონი და პრემიერლიგის ლიდერი "ჩელსი" კი "ივუდ პარკზე" "ბლექბერნს" ჩააკითხავს. ამ შეხვედრაში მასპინძლებს გაუმართლათ, მრისხანე მეტოქესთან დაცვის ცენტრში ორი ფეხბურთელი უბრუნდებათ კრისტოფერ სამბა და რაიან ნილსენი. ამათგან სამბას ტრავმა არ ჰქონია, მან წინა ტურში "ლივერპულთან" თამაში დისკვალიფიკაციის გამო გამოსტოვა. ერთი სიტყვით, შეიძლება ითქვას, რომ ის დასვენებულიც კია.

რაც შეეხება ნილსენს, მას ბარძაყი სტკიოდა და მართალია, ვარჯიშს ხუთშაბათიდან შეუდგა, დღეს, თამაშის წინ ჯერ კიდევ შეამოწმებენ.წვრთნა განაახლა ჯეისონ რობერტსმაც, სტივენ ნძონძისა და ვინს გრელას კი ორთავა კუნთი და საზარდული სტკივათ."ჩელსიზე" კი აბა, რა გითხრათ... "ჩელსი" "ჩელსია" და, რასაკვირველია მოგებას შეეცდება."ევერტონი" "სტოკს" მასპინძლობს. სტუმართა მწვრთნელს ტონი პულისს იმედი აქვს, რომ მისი ფეხბურთელები კინუაინ ჯონსი და ჯერმაინ პენანტი გრიპს მოერევიან და "გუდისონ პარკზე" თამაშს შეძლებენ. სხვათაშორის, როგორც გარემარბმა პენანტმა ასევე თავდამსხმელმა ჯონსმა ამ კვირის შუაში, "ქარლინგის თასზე", "ვესტ ჰემთან" ითამაშეს, თუმცა იმ შეხვედრაში ერთსაც და მეორესაც ეტყობოდა, რომ ავად იყვნენ.სტოკელთაგან "გუდისონ პარკზე" დაბრუნდებიან მეტიუ ეზერინგტონი და დენი კოლინზი, რომელბიც "ვესტ ჰემთან" არ იყვნენ მოედანზე. რაც შეეხება რიკარდო ფულერს მისი ჯანმრთელობა შესამოწმებელია. თავდამსხმელ მამადი სიდიბეზე კი აღარ ვლაპარაკობთ, ის დიდი ხნით გახლავთ მწობრიდან გამოსული. "ფულჰემისა" და "უიგანის" დაპირისპირების შესახებ იმის თქმა შეგვიძლია, რომ სამი თამაშის გამოტოვების შემდეგ "სტუმართა გუნდის შემადგენლობაში ბრუნდება მცველი სტივ გუჰური.

გარდა ამისა, მწვრთნელი რობერტო მარტინესი გადახედავს ვიდეოჩანაწერს, გაიხსენებს კაპიტნის გერი კოლდუელის სამშაბათის თამაშს "ქარლინგის თასზე" "სუონსის" წინააღმდეგ და ისე გადაწყვეტს კვლავ დატვირთოს იგი 90 წუთით თუ არა. ერთი სიტყვით, კოლდუელის ამბავი მოსაფიქრებელია - მან ზაფხულზე გაკეთებული ოპრაციის შემდეგ ამ სეზონსი ხომ პირველად ითამაშა."სუონსისთან" ვერ ითამაშა ტომ კლივერლიმ, რომელიც "ფულჰემთან" უეჭველად მოედანზე იქნება. საინტერესოა, რომ "ფულჰემისა" და "უიგანის" აქამდე არსებულ 10 დაპირისპირებაში მეტოქეებმა მხოლოდ 14 გოლი გაუტანეს ერთმანეთს. ბოლო 7 დაპირისპირებაში "ფულჰემი" დაუმარცხებელი იყო, თუმცა 5 ფრედ დასრულდა.

"მანჩესტერ იუნაიტემა" "ტოტენჰემს უნდა უმასპინძლოს. მასპინძლებს თავდასხმაში კვლავ არ ეყოლებათ უეინ რუნი და მაიკლ ოუენი. რუნის კოჭი სტკივა და ვარაუდობენ, რომ ადრე ნათქვამ სამ კვირაში ის მოედანზე ვერ დაბრუნდება და არც ოუენს ელიან ოთხ-ხუთ კვირაზე ადრე. მოკლედ, ისევ დიმიტარ ბერბატოვმა და ხავიერ ერნანდესმა უნდა ასახელონ სერ ალექს ფერგიუსონი. ოუენის მსგავსად ორთავა კუნთი სტკივა ვეტერან რაიან გიგზსაც, რომელიც ვარჯიშს ორშაბათიდან განაახლებს. "ტოტენჰემი" კი კვლავ ტომ ჰადლსტოუნის გარეშე ითამაშებს. ჰარი რედნაპს მისდა სამწუხაროდ არ ეყოლებიან აგრეთვე ლედლი კინგი, ვედრან ჩორლუკა და მწყობრიდან დიდი ხნით გამოსულები: ჯერმაინ დეფო, მაიკლ დოუსონი, ჯეიმი ო"ჰარა, და ჯონათან ვუდგეიტი. "ვულვერჰემპტონს" დიდი სტუმარი ჰყავს, "მანჩესტერ სიტი". მასპინძელთა გუნდში ბრუნდება კაპიტანი კარლ ჰენრი. მას დისკვალიფიკაციის გამო სამი თამასის გამოტოვება ჰქონდა მისჯილი. ბარძაყის ტკივილის გამო კვლავ ვერ ითამაშებს ცენტრალური მცველი ჯოდი კრედოკი. ისტლენდელთა გუნდში კი არ იქნება კარლოს ტევესი, რომელმაც ბარძაყი იტკინა და მკურნალობს. არგენტინალმა წინა ტურში, "არსენალთან" იტკინა ფეხი და შინ, სამხრეთ ამერიკაში გაეემგზავრა. სავარაუდოდ, მოედანს დაუბრუნდება კოლო ტურე, რომელმაც სამი თამაში გამოსტოვა.

კვირის თამაშებია: "ასტონ ვილა"-"ბირმინგემი" - ქალაქ ბირმინგემის დერბი, სადაც "სტუმართა" გუნდში ბელარუსი ალექსანდრ ჰლები ბრუნდება. ფეხბურთელი უბრუნდება "ასტონ ვილასაც" - მარცხენა მცველმა სტივენ უორნოკმა დისკვალიფიკაცია მოიხადა. "ვილას" მწვრთნელს ჟერარ ულიეს იმედი აქვს, რომ გრიპისგან გამოჯანმრთელდება თავდამსხმელი იონ კარეუ.კიდევ, "ნიუკასლი" მასპინძლობს "სანდერლენდს". სტუმართა გუნდში როგორც იქნა გამოჯანმრთელდა მარცხენა მცველი კიერან რიჩარდსონი.

"ბოლტონს" ბოლო დროს მორყეული, მაგრამ სახელიანი სტუმარი ჰყავს - "ლივერპული" (მის შესახებ დღევანდელ "ლელოში" ცალკე წერილი გვაქვს), ხოლო "ბლექპული" "ვესტ ბრომვიჩს" მასპინძლობს. "ბლექპულის" თავდამსხმელი დი ჯეი კემპბელი ამბობს, რომ უიღბლო პერიოდს მალე დაასრულებს და კვლავ გოლების გატანას შეუდგება. მას მერე, რაც "ნიუკასლს" ულამაზესი გოლი გაუტანა, "ლესტერის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხუთ თამაშში ვეღარ შეძლო მეტოქის კარის დალაშქვრა და ახლა "ვესტ ბრომვიჩს" ემუქრება. 28 წლის ფორვარდმა თქვა:"არ გეგონოთ, რომ უკმაყოფილო ვიყო თუ როგორ ვითამაშე "ჩელსის", "ლივერპულის", "მანჩესტერ სიტისა" და სხვა მეტოქეების წინააღმდეგ, მაგრამ დროა გოლების გატანაც განვაახლო.

დღეს

არსენალი-ვესტ ჰემი 18:00

ბლექბერნი-ჩელსი 18:00

ევერტონი-სტოკი 18:00

ფულჰემი-უიგანი 18:00

ვულვზი-მანჩესტერ სიტი 18:00

მანჩესტერ იუნ-ტოტენჰემი 20:30

ხვალ(ბრიტანეთში საათის გადაწევის გათვალისწინებით)

ასტონ ვილა-ბირმინგემი 16:00

ნიუკასლი-სანდერლენდი 17:30

ბოლტონი-ლივერპული 20:00

ზეგბლექპული-ვესტ ბრომვიჩი 24:00

თ მ ფ წ ბ ქ

1. ჩელსი 9 7 1 1 25-2 22

2. მანჩესტერი 9 4 5 0 20-12 17

3. სიტი 9 5 2 2 12-8 17

4. არსენალი 9 5 2 2 21-10 17

5. ტოტენჰემი 9 4 3 2 11-8 15

6. ვესტ ბრომვიჩი 9 4 3 2 13-15 15

7. სანდერლენდი 9 2 6 1 8-7 12

8. ბოლტონი 9 2 6 1 13-13 12

9. ნიუკასლი 9 3 2 4 14-13 11

10. ასტონ ვილა 9 3 2 4 9-13 11

11. ევერტონი 9 2 4 3 9-8 10

12. ბირმინგემი 9 2 4 3 10-12 10

13. სტოკი 9 3 1 5 10-13 10

14. ბლექპული 9 3 1 5 13-20 10

15. უიგანი 9 2 4 3 7-16 10

16. ფულჰემი 9 1 6 2 10-11 9

17. ბლექბერნი 9 2 3 4 8-10 9

18. ლივერპული 9 2 3 4 9-14 9

19. ვულვზი 9 1 3 5 8-15 6

20. ვესტ ჰემი 9 1 3 5 7-17

6ბომბარდირები: 7 - მალუდა (ჩელსი), ტევესი (მანჩესტერ სიტი); 6 - ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი), დროგბა (ჩელსი); 5 - ბენტი (სანდერლენდი), ქეროლი (ნიუკასლი), ელმანდერი (ბოლტონი), კალუ (ჩელსი); 4 - კეჰილი (ევერტონი), ნასრი (არსენალი), ნოლანი (ნიუკასლი), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი), უოლკოტი (არსენალი)

[PHOTO] ნახეთ, როგორ მკერდსავსე გოგონას ჰყვარობს "ჩელსის" ვარსკვლავი
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა