საფეხბურთო იტალია IX ტურს კარგ განწყობაზე ხვდება
სერია A-ს IX ტურს საფეხბურთო იტალია კარგ განწყობაზე ხვდება, რადგან "სკუადრა აძურას" სერბეთის ეროვნულ ნაკრებთან ტექნიკური გამარჯვება, 3:0 ჩაეთვალა. შეგახსენებთ, გენუაში დაგეგმილი მატჩი ბალკანელ ულტრასთა მიერ მოწყობილი არეულობის გამო ჩაიშალა და შესაბამისად, ასეთი სასჯელი მოსალოდნელიც იყო.

ტური “ჯენოა”-“ინტერის” პაექრობით გაიხსნა, თუმცა მთავარი მატჩი დღეს შედგება და ჩვენი წინასიტყვაობის დიდი ნაწილიც სწორედ ამ მთავარ დაპირისპირებას: “მილანი”-“იუვენტუსს” დაეთმობა. “ინტერი”-“იუვენტუსის” ჯახს დიდი იტალიური დერბი ეწოდება, “ინტერი”-“მილანს” თავისთავად მილანური დერბი, აი “როსონერისა” და “ბიანკონერის” შეხვედრა რატომღაც უსახელოდ გახლავთ დატოვებული. არადა, საუბარია იტალიის ორ ყველაზე ტიტულოვან კლუბზე და პრინციპში, ასეც შეგვიძლია ვთქვათ: დღეს ვიხილავთ ორი ყველაზე ტიტულოვანი იტალიური გუნდის დაპირისპირებას. “იუვეს” სკუდეტოების რაოდენობაში ვერ შეეცილება ვერავინ, სამაგიეროდ, “მილანს” შვიდჯერ აქვს ჩემპიონთა თასი მოგებული და ამ მაჩვენებლით უკონკურენციოა.

ამ მართლაც დიდ დაპირისპირებას გუნდები სხვადასხვა განწყობით ხვდებიან. გასულ ტურში, “მილანმა” რთული გასვლითი გამარჯვება მოიპოვა ნეაპოლში და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში, “იუვენტუსმა” კი “ბოლონიასთან” ვერაფერი გააწყო და მხოლოდ ქულას დასჯერდა. ამასთან, მილოშ კრასიჩმა შეირცხვინა თავი, ვინაც ერთ ეპიზოდში სიმულაციას მიმართა, თერთმეტმეტრიანი მოინადირა და შემდეგ, ეს ეპიზოდი საყოველთაო განსჯის საგანი გახდა. სერბი ნახევარმცველი კლუბის მესვეურთა დასაცავი შეიქმნა, თუმცა სასჯელს მაინც ვერ გადაურჩა და შედეგად, ორი კალენდარული შეხვედრის გამოტოვება მოუწევს. სიტყვამ მოიტანა და “იუვეს” დანაკლისის შესახებ ვთქვათ - გარდა კრასიჩისა, “მილანის” წინააღმდეგ კარვალიო ამაურიც ვერ ითამაშებს, რომელსაც მცირე ტრავმა აქვს და ტურინში დარჩება. დაშავებულია ზდენეკ გრიგერაც და ლუიჯი დელ ნერის არც მისი იმედი უნდა ჰქონდეს. აღარაფერს ვამბობთ ჯანლუიჯი ბუფონზე, რომელსაც უკვე დიდი ხანია მარკო სტორარი ცვლის.

ლუიჯი დელ ნერიმ გასულ ტურში ტაქტიკაც კი შეცვალა თამაშის მსვლელობისას და “ბოლონიას” სამი თავდამსხმელით შეუტია, რაც მართლაც რომ უპრეცედენტო ამბავი გახლდათ. თუმცა, საქმეს ვერც ამან უშველა და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, “იუვე” მხოლოდ ქულას გამორჩა. ამჯერად, დელ ნერი ყველა შემთხვევაში 4-4-2-ს აირჩევს და “მილანს” ყველაზე კლასიკური საფეხბურთო ტაქტიკით დაუპირისპირდება. ამაურის არყოფნაში, შეტევის წინა ხაზზე ფაბიო კვალიარელა და ალესანდრო დელ პიერო გაირჯებიან. ბოლო პერიოდში, დელ პიეროს ნაკლებად სწყალობდა მწვრთნელი, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც ალემ ძირითადში უნდა ითამაშოს – მისი კლასი და გამოცდილება “ბიანკონერის” ნამდვილად დასჭირდება.

კრასიჩის ადგილს ძირითად შემადგენლობაში სავარაუდოდ ალბერტო აკვილანი დაიკავებს, მასთან ერთად კი მოედნის ცენტრში ფელიპე მელო გაირჯება. ბევრი რამე სწორედ შუა ხაზის თამაშზე იქნება დამოკიდებული და ამ ორ ფეხბურთელს განსაკუთრებული მობილიზება მართებთ - სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას ლუიჯი დელ ნერი: “წინ ურთულესი თამაში გველის და სწორედ ასეთ პაექრობებში უნდა ვაჩვენოთ რა შეგვიძლია. “მილანს” ბურთის კონტროლი ეხერხება და პირველი ნომრიდან თამაში უყვარს, რისი საშუალებაც არ უნდა მივცეთ. ამიტომ, მოედნის ცენტრი უნდა გავამაგროთ და მეტოქის შუახაზელები მაქსიმალურად შევბოჭოთ. ისეთი თამაში იქნება, სადაც შეიძლება სულ რამდენიმე მომენტი შეგექმნას და აუცილებლად უნდა გამოიყენო. თუ ისევე ვითმაშებთ დამაგვირგვინებელ ფაზაში, როგორც “ბოლონიასთან”, კარგი დღე არ დაგვადგება. ამიტომ, მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო”.

დანაკლისი “მილანსაც” აქვს და თანაც, საკმაოდ სეიოზული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, “იუვეს” წინააღმდეგ რონალდინიო ვერ შეძლებს თამაშს. ყოველ შემთხვევაში, “გაძეტა დელო სპორტი” ასეთ ინფორმაციას ავრცელებს, არადა, სულ რამდენიმე დღის წინ სრულიად საპირისპირო შინაარსის ცნობა გავრცელდა. სამაგიეროდ, ტიაგო სილვა გამოჯანმრთელებულა და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ძირითად შემადგენლობაში იქნება. სილვას ალესანდრო ნესტა დაუმშვენებენ გვერდს, ფლანგებზე კი სავარაუდოდ ლუკა ანტონინი და დანიელე ბონერა გაირჯებიან. თუმცა, ჟურნალისტთა ნაწილი ამტკიცებს, რომ მარჯვნივ არა ბონერა, არამედ მასიმო ოდო ითამაშებს, ვინაც “ნაპოლისთან” შეხვედრაში ორი საგოლე გადაცემა მიითვალა აქტივში.

“გაძეტას” მტკიცებით, მასიმილიანო ალეგრი 4-3-1-2 ტაქტიკას აირჩევს და გამთამაშებლის პოზიციაზე რობინიოს გაამწესებს. ნეაპოლში ბრაზილიელმა უდიდესი სამუშაო გასწია, ძალიან ბევრი ირბინა და თამაში საკუთარ თავზე აიღო, რაც საკმაისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მწვრთნელს პლემეიქერის პოზიციისთვის შეერჩია. ყოველ შემთხვევაში, ბოლო ვარჯიშებზე რობინიო სწორედ ამ როლისთვის იწვთნებოდა და დიდი ალბათობით, სწორედ ფორვარდების უკან გაირჯება. შეტევის წინა ხაზზე კი ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ალეშანდრე პატო იმოქმედებენ. კიდევ ერთი საინტერესო დეტალია სავარაუდო შემადგენლობაში კლარენს ზეედორფის არყოფნა – მის ნაცლად, კევინ პრინც ბოატენგზე კეთდება ფსონი და ეს ალბათ ალეგრის სიტყვების შედეგია, რომელმაც “რეალთან” მარცხის შემდეგ ღიად განაცხადა: ერთბაშად ოთხი შენტევი ფეხბურთელის ძირითად ტერთმეტეულში გამწესება ზედმეტი ფუფუნებააო. ვნახოთ, როგორ წარმოჩინდება განელი და საერთოდ, როგორ ითამაშებს ასეთი ფორმაციის “მილანი”…

ბოლო დღეებში, ალეგრი პრესასთან გამოჩენას ერიდება, სამაგიეროდ ნესტამ გააკეთა წინასამატჩო კომენტარი და იქვე დასძინა, რომ კარიერის დასრულებას “მილანში” აპირებს: “ძალიან საინტერესო მატჩის მოლოდინში ვარ და იმედი მაქვს, რომ გულშემატკივარი ნასიამოვნები დარჩება. ახალი “იუვენტუსი” ძალიან მომწონს, დაწყებული კლუბის ხელმძღვანელებიდან, დამთავრებული ფეხბურთელებით და სიმართლე გითხრათ, ვქომაგობ კიდეც. როდესაც გუნდში ამდენი მეგობარი გყავს, სხვაგვარად უბრალოდ წარმოუდგენელია. ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთხელ მომიწევს ალესანდრო დელ პიეროს წინააღმდეგ თამაში – საოცარი ფეხბურთელია და მასთან ერთად მოედანზე ყოფნა, თუნდაც მოწინააღმდეგის რანგში, უდიდესი პატივია. ჩემი სამომავლო გეგმები? – კარიერის დასრულებას “მილანში” ვაპირებ და ამით მგონი ყველაფერია ნათქვამი”.

სავარაუდო შემადგენლობები

მილანი (4-3-1-2): აბიატი – ბონერა, ნესტა, ტიაგო სილვა, ანტონინი – პირლო, გატუზო, ბოატენგი – რობინიო – პატო, იბრაჰიმოვიჩი.

იუვენტუსი (4-4-2): სტორარი – მოტა, კიელინი, ბონუჩი, დე ჩელიე – პეპე, მარკიზიო, ფელიპე მელო, აკვილანი – დელ პიერო, კვალიარელა.

რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს ჩემპიონატის მოულოდნელ ლიდერს. "ლაციო" სიცილიას სტუმრობს, სადაც "რენცო ბარბერაზე" "პალერმოს" შეეჭიდება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც უნდა დავინახოთ რამდენად კანონზომიერად უკავია "ბიანკოჩელესტეს" პირველი პოზიცია. თუ ედუარდო რეაიას შეგირდებმა "პალერმოც" მოინელეს, უნდა ჩავთვალოთ, რომ გუნდი მართლაც ბრწყინვალე ფორმაშია.

რეია ამჯერად ორი ფორვარდით შეუტევს, ერთი სერჯო ფლოკარი იქნება, ხოლო მეორე მაურო სარატე. ეს უკანასკნელი უკვე არაერთ პოზიციაზე გამოიცადა, გარემარბიც იყო და ფლანგის კლასიკური ნახევარმცველიც - როგორც ჩანს, დადგა დრო თავდამსხმელის ამპლუაში მოსინჯოს ძალები და ვნახოთ, როგორ ტანდემს შექმნის ფლოკარისთან.

კი ვთქვით, ლიდერს რთული მატჩი ელისო და წესით, ასეც უნდა იყოს, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ "პალერმო" ვერ დგას მოწოდების სიმაღლეზე. ეს ბუნებრივიც არის, რადგან გასულ სეზონთან შედარებით გუნდის შემადგენლობა აშკარად შესუსტებულია. ყველას გვახსოვს როგორ აწიოკებდნენ მეტოქე გუნდის უკანახაზელებს ედისონ კავანი და ფაბრიციო მიკოლი. ეს უკანასკნელი ტრავმირებულია და ჯერ ვერ უბრუნდება მოედანს, ურუგვაელი კი სულაც "ნაპოლიში" გადაბარგდა. მათ გარეშე "პალერმოს" აშკარად უჭირს და ეს სატურნირო ცხრილზეც შესაბამისად აისახება.

სავარაუდო შემადგენლობები

პალერმო (4-3-2-1): სირიგუ – კასანი, მუნოზი, ბოვო, ბალცარეტი – მილიაჩო, ბასინოვიჩი, ნოჩერინო – პასტორე, ილიჩიჩი – პინილია.

ლაციო (4-3-1-2): მუსლერა – ლიხტშტაინერი, ბიავა, დიასი, რადუ – ბროკი, ლედესმა, მაური – ერნანესი – სარატე, ფლოკარი.

დღეს:

რომა-ლეჩე 20.00

მილანი-იუვენტუსი 22.45

ხვალ:

პალერმო-ლაციო 14.30

ბარი-უდინეზე 17.00

ბრეშა-ნაპოლი 17.00

კალიარი-ბოლონია 17.00

ჩეზენა-სამპდორია 17.00

პარმა-კიევო 17.00

კატანია-ფიორენტინა 22.45

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] დე ბრუინის სადებიუტო გოლი - "ნაპოლიმ" ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო
"ნაპოლი" ელმასის დაბრუნებას ცდილობს
"მილანი" დივოკ ორიჯის კონტრაქტს გაუწყვეტს და კომპენსაციას გადაუხდის
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა