მაგრამ კიდევ ორ ტიტულს უმიზნებს
ესეც ასე: მიუნხენის "ბაიერნი" გერმანიის 2012/2013 წლების სეზონის ჩემპიონია! ბავარიულმა გრანდმა ორწლიანი ჩავარდნის შემდეგ 23-ედ მოიგო "ვერცხლის სინი" - თანაც, რეკორდმაისტერმა ჩემპიონობა სარეკორდო დროში, 28 ტურის შემდეგ გაიფორმა.
მიუნხენში დიდი ზეიმი არ გამართულა, რადგან "ბაიერნის" ხელმძღვანელებს არ უნდათ, რომ "იუვენტუსთან" საპასუხო მატჩის წინ გუნდმა კონცენტრაცია დაკარგოს, მაგრამ შეფები ფეხბურთელებს მცირეოდენ სიხარულს ნაღდად ვერ აუკრძალავდნენ (განსაკუთრებით იმათ, ვინც პირველად გახდა გერმანიის ჩემპიონი, ასეთი კი მიუნხენელებს რვა ჰყავთ) და "ბაიერნის" მოთამაშეებმაც საჩემპიონო ზეიმის იმიტაციის მაგვარი რაღაც მოაწყვეს, რაც მთავარი მწვრთნელის, იუპ ჰაინკესის ცისკენ აგდებით დაგვირგვინდა.
ბავარიული გრანდის ჩემპიონობაში ეჭვი არავის ეპარებოდა და "ბაიერნს" მიუნხენის აეროპორტში ალბათ ამიტომაც დახვდა მხოლოდ სამი (!) ფანი; "ზებენერშტრასეზე" კი, სადაც რეკორდმაისტერის ბაზა მდებარეობს, "ბილდის" ცნობით, მხოლოდ ათიოდე გულშემატკივარი შეიკრიბა.
ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ორწლიანი უტიტულობის შემდეგ მოპოვებული ტიტული, ერთი მხრივ, 20-ქულიანი უპირატესობით ლიდერობამ გააუფერულა, მეორე მხრივ კი "ბაიერნის" ხელმძღვანელების დაჟინებულმა მოთხოვნამ, ჩემპიონობის აღსანიშნავი პომპეზური ზეიმი ბოლოსწინა ტურისთვის გადავდოთო.
"ბიჭებმა ხელში რომ ამიყვანეს, თავი უბედნიერეს ადამიანად ვიგრძენი და ძირს დაცემის ერთი წამითაც არ შემშინებია. ბიჭებმა ამ სეზონში ფანტასტიკურად იშრომეს და ტიტული დაიმსახურეს. თამამად ვიტყვი, რომ ეს მართლაც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო "ბაიერნია", - განაცხადა გახარებულმა ჰაინკესმა მატჩის შემდეგ.
06.04.13. აინტრახტი - ბაიერნი 0:1
მიზანი: კიდევ ორი ტიტული ამ სეზონში
ბავარიელები ამ სეზონში რეკორდის გარეშე არაფერს აკეთებენ: ფრანკფურტში მოგებული მატჩი (1:0) რეკორდმაისტერისთვის ზედიზედ მე-11 გამარჯვება გახლდათ, რაც ერთ სეზონში მანამდე არავის მოუხერხებია. ის ერთადერთი გოლი კი, რომელმაც მიუნხენურ გრანდს 23-ე ჩემპიონობა მოუტანა, ბასტიან შვაინშტაიგერმა ძალიან ელეგანტურად შეაგდო.
ჩემპიონობა კარგია და აუცილებელი იყო. ახლა კი ბავარიელები მეორე და მესამე ტიტულს უმიზნებენ. ჰაინკესის გუნდს ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრა ელის ტურინში და მიუნხენში 2:0-ზე მოგების შემდეგ, წესით, ნახევარფინალში გასვლა არ უნდა გაუჭირდეს, 16 აპრილს კი "ბაიერნი" გერმანიის თასის ნახევარფინალში "ვოლფსბურგს" დაუპირისპირდება.
შესაბამისად, ბავარიულ გრანდს ამ სეზონში ჰეთ-თრიკის შესრულების შანსი აქვს, ჩვენ კი ლოგიკურად გაგვიჩნდა კითხვა: რაღაში სჭირდებათ მიუნხენელებს პეპ გვარდიოლა?..
გერმანიის ჩემპიონობა, როგორც წესი, ლუდის შხაპების კორიანტელით აღინიშნება ხოლმე, მაგრამ 7 აპრილს მიუნხენელებმა მოედანზე ერთი კათხაც კი არ შეიტანეს.
"ერთ-ორ ბოთლ ლუდს, რა თქმა უნდა, გავხსნით, ოღონდ მოგვიანებით. ჩემპიონობის სერიოზული ზეიმი კი ჯერ არაა საჭირო, რადგან წინ უფრო მნიშვნელოვანი თამაშები გველის და, გარდა ამისა, ამ სეზონში ჩვენი მიზნები "ვერცხლის სინის" დაბრუნებით არ ამოწურულა," - ეს კაპიტან ფილიპ ლამის სიტყვებია.
"რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ დიდი ზეიმი ავკრძალეთ, მაგრამ ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ არ გვინდა, ჩვენს სხვა მიზნებს პრობლემა შეექმნას. დორტმუნდის "ბორუსიამ" ზედიზედ ორჯერ მაგრად გაგვამწარა და ამის ფონზე, ჩემპიონობის რეკორდულ დროში, 6 ტურით ადრე განაღდება გრანდიოზული მიღწევაა," - ეს კი "ბაიერნის" პრეზიდენტ ული ჰიონესის განცხადება გახლავთ, რომელმაც ფეხბურთელისა და ფუნქციონერის რანგში თავისი 50-ე ტიტული მოიგო.
დორტმუნდის ვიცეჩემპიონობას წყალი არ გაუვა
"დორტმუნდმაც" მოიგო, მაგრამ "ბაიერნისთვის" ამას მნიშვნელობა უკვე აღარ ჰქონდა. აღსანიშნავი მხოლოდ ისაა, რომ "ბორუსიას" "აუგსბურგთან" სამი ქულის მოპოვება საკმაოდ გაუჭირდა.
იურგენ კლოპმა ძირითად შემადგენლობაში როტაციას მიმართა: რომან ვაიდენფელერი და მარკო როისი ტრავმირებულები იყვნენ, მაგრამ სათადარიგო მეკარე მიტჩელ ლანგერაკის გარდა, კლოპმა სასტარტოში ისეთი გამოუცდელი ბიჭები გაამწესა, როგორებიც არიან ბიტენკური და ჰოფმანი.
იურგენმა თვით რობერტ ლევანდოვსკიც სკამზე დასვა... შეიძლება, ამიტომაც მოიგო "აუგსბურგმა" პირველი ტაიმი, მეორე ნახევარში კი დორტმუნდელები დალაგდნენ და თამაში შეატრიალეს. ლევანდოვსკის კი მორიგი, 21-ე გოლის გასატანად 40 წუთიც ეყო.
06.04.13. დორტმუნდი - აუგსბურგი 4:2
დორტმუნდის ვიცეჩემპიონობას საფრთხე აღარ შეექმნება, რადგან მესამეადგილოსანმა "ლევერკუზენმა" ამ ტურში "ვოლფსბურგის" დამარცხება ვერ შეძლო (1:1) და "ბორუსიას" უკვე 6 ქულით ჩამორჩება.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხე საგზურისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვნად წინ წაიწია "შალკემ" - გელზენკირხენელებმა ბრემენიდან დაგეგმილი სამი ქულა წაიღეს და "ვერდერი" უკვე გვარიანად აანერვიულეს - თუ "მუსიკოსებმა" ვერაფერი შეცვალეს, გავარდნის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან.
"შალკეს" ერთ-ერთი მდევარი მეოთხე ადგილისთვის, გაგიკვირდებათ და, "ფრაიბურგია" - კრისტიან შტრაიხის გუნდი ბოლო დროს აჭრილი ჩანდა, მაგრამ ამ ტურში "ბაიერნის" მიერ ნაგვემ "ჰამბურგს" 1:0 მოუგო და "შალკეს" მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება.
ევროსაგზურებისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა "გლადბახმაც" - თუმცა ლუსიენ ფავრის ბიჭებმა აუტსაიდერ "ფიურტს" მხოლოდ 1:0 მოუგეს.
ერთი სიტყვით, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის დარჩენილ 6 ტურში ევროსაგზურებისთვის და გადარჩენისთვის ბრძოლები გველის და გერმანიის ჩემპიონატის ფინიში მოსაწყენი ნაღდად არ იქნება.
ბუნდესლიგა. XXVIII ტური
ჰოფენჰაიმი-ფორტუნა 3:0
გოლები: 1:0 რობერტო ფირმინიო (11), 2:0 ლამბერტცი (75-საკ. კარში), 3:0 ვოლანდი (94)
ჰოფენჰაიმი (4-1-2-2-1): გომეში (54. კაასტელსი) - ბეკი, აბრაამი (34. დელპიერი), ვესტერგაარდი, ჯონსონი - პოლანსკი - ვაისი, სალიჰოვიჩი - რობერტო ფირმინიო, ვოლანდი - შიპლოკი (81. რუდი).
ფორტუნა (4-2-2-1-1): გიფერი - ბალოგუნი, ლატკა, მალეზასი, ვან დერ ბერგი - ო. ფინკი, ტეშე (65. ილსიო) - ლამბერტცი (84. რაიზინგერი), ბელინგჰაუზენი - ბოლი (9. შაჰინი) - კრუსი.
გაფრთხილება: სალიჰოვიჩი, შიპლოკი, ვაისი - ლატკა, ტეშე, ილსიო
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 23-16; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 17(8)-15(4); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 28 000
დორტმუნდი-აუგსბურგი 4:2
გოლები: 1:0 შიბერი (22), 1:1 ბაიერი (43), 1:2 ფოგტი (45), 2:2 შიბერი (52), 3:2 სუბოტიჩი (64), 4:2 ლევანდოვსკი (92)
დორტმუნდი (4-2-3-1): ლანგერაკი - გროსკროიტცი, სუბოტიჩი, ფელიპე სანტანა, შმელცერი - ს. ბენდერი, ნ. შაჰინი - ჰოფმანი, ლაიტნერი (52. გიოტცე), ბიტენკური (52. ლევანდოვსკი) - შიბერი (83. კელი).
აუგსბურგი (4-1-4-1): მანინგერი - ვერჰეგი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ოსტრცოლეკი - ბაიერი - ჰანი, ფოგტი (68. იორლი), ჟი, ვერნერი (80. ჩოი) - მიოლდერსი (46. მორავეკი).
გაფრთხილება: შიბერი - ჰანი, კლავანი, ბაიერი
კუთხური: 4-7; ჯარიმა: 12-21; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 13(7)-12(8); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 80 400
გლადბახი-ფიურტი 1:0
გოლი: 1:0 ლ. დე იონგი (74)
გლადბახი (4-2-2-2): ტერ შტეგენი - იანჩკე, ბრუვერსი, ალვარო დომინგესი, ვენდტი - ნორდტვეიტი, მარქსი (73. ჯაკა) - ჰერმანი (87. დემსი), არანგო - იუნესი (78. ჰანკე), ლ. დე იონგი.
ფიურტი (4-2-2-2): ჰესლი - ციმერმანი, სობიეხი, მავრაი (57. კლაინე), ბაბა - ფიურშტნერი, პეცოსი - კლაუსი, პრიბი (80. აზემი) - სარარერი, ჯურჯიჩი (73. ნერიგი).
გაფრთხილება: სობიეხი, აზემი
გაძევება: მ. ციმერმანი (66. ფიურტი)
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 10-16; თამაშგარე: 1-9; კარში დარტყმა: 19(6)-20(8); ბურთის ფლობა: 64%-36%.
მაყურებელი: 50 206
ლევერკუზენი-ვოლფსბურგი 1:1
გოლები: 1:0 შიურლე (12), 1:1 კიაერი (70)
ლევერკუზენი (4-3-2-1): ლენო - კარვახალი, ვოლშაიდი, შვააბი, ბიონიში - ლ. ბენდერი, რაინარტცი (73. როლფესი), კასტრო - სემი (60. ჰეგელერი), შიურლე - კისლინგი.
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ფაგნერი (86. ტრეში), ნალდო, კიაერი, როდრიგესი - პოლაკი, მედოიევიჩი - ჰასებე, დიეგო, არნოლდი (62. ჰელმესი) - ოლიჩი (90. მ. შეფერი).
გაფრთხილება: რაინარტცი, ბიონიში - კიაერი, ფაგნერი, ჰელმესი
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 15-13; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 14(7)-11(2); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 29 288
ვერდერი-შალკე 0:2
გოლები: 0:1 დრაქსლერი (51), 0:2 მარიკა (69)
ვერდერი (4-2-3-1): მილიტცი - სოკრატისი, პრიოდლი, ლუკიმია, იგნიოვსკი (78. ა. სტევანოვიჩი) - ჰანტი, თრაიბული - არნაუტოვიჩი, დე ბრუინი, ელია (72. ილდირიმი) - პეტერსენი.
შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - უჩიდა, ჰიოვედესი, მატიპი, კოლასინაცი - ჰიოგერი, ნოიშტედტერი - ფარფანი, დრაქსლერი (70. ფუხსი), მიშელ ბასტოსი (46. რაფაელი) - მარიკა (89. პუკი).
გაფრთხილება: სოკრატისი - ნოიშტედტერი
კუთხური: 9-5; ჯარიმა: 14-17; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 9(5)-17(9); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 42 100
აინტრახტი-ბაიერნი 0:1
გოლი:L0:1 შვაინშტაიგერი (52)
აინტრახტი (4-2-3-1): ნიკოლოვი - ს. იუნგი, სამბრანო, ანდერსონი, ოჩიპკა - რუსი (71. შტენდერა), როდე - აიგნერი, ლანიგი (30. ჩელოცი), ინუი - მატმური (75. ლაკიჩი).
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, დანტე, ალაბა - ხავი მარტინესი, შვაინშტაიგერი - რობენი (63. რიბერი), თ. მიულერი (63. ლუის გუსტავო), შაჩირი - გომესი (75. პისარო).
27-ე წუთზე ალაბამ (ბაიერნი) ვერ გაიტანა პენალტი (ძელი)
გაფრთხილება: აიგნერი - ლუის გუსტავო, ხავი მარტინესი
კუთხური: 7-9; ჯარიმა: 16-11; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 13(4)-15(5); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 51 500
ჰამბურგი-ფრაიბურგი 0:1
გოლი: 0:1 შმიდი (68)
ჰამბურგი (4-2-2-2): ადლერი - დიკმაიერი, მანსიენჯი, ვესტერმანი, იანსენი - არსლანი (70. ბადელი), ვან დერ ვაარტი - სკიელბრედი (68. კაჩარი), აოგო (89. რაიკოვიჩი) - რუდნევსი, სონი.
ფრაიბურგი (4-2-2-2): ბაუმანი - მუიჯა, კრმასი, დიანიე, ზორგი - გინტერი, შუსტერი - შმიდი (93. გუედე), დ. კალიჯური - როზენტალი (79. მაკიადი), მ. კრუსე (90. სანტინი).
გაფრთხილება: არსლანი, სონი
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 8-3; კარში დარტყმა: 13(5)-8(3); ბურთის ფლობა: 58%-42%.
მაყურებელი: 53 021
ნიურნბერგი-მაინცი 2:1
გოლები: 1:0 ნილსონი (54), 1:1 ნ. მიულერი (60), 2:1 ნილსონი (69)
ნიურნბერგი (4-1-4-1): რ. შეფერი – ბალიჩი, ნილსონი, კლოზე, პინოლა – სიმონსი – ჩანდლერი, კიოტაკე (81. ფრანტცი), ფოილნერი, ესვაინი (92. დაბანლი) – პეკჰარტი (88. პოლტერი).
მაინცი (4-1-2-1-2): ვეტკლო – პოსპეხი, სვენსონი, ნოვესკი, ჟუნიორ დიასი – კირხჰოფი (80. ივანშიტცი) – ბაუმგარტლინგერი, სოტო (69. ჩუპო-მოტინგი) – ზიმლინგი (80. ედე) – ნ. მიულერი, სალაი.
28-ე წუთზე სალაიმ ვერ გაიტანა პენალტი (ააცილა)
გაფრთხილება: ბალიჩი, პოლტერი - ბაუმგარტლინგერი
კუთხური: 2-6; ჯარიმა: 16-12; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 5(4)-12(3); ბურთის ფლობა: 33%-67%.
მაყურებელი: 35 082
ჰანოვერი-შტუტგარტი 0:0
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი – ჩერუნდოლო, ჯურუ (51. ჰაგი), კ. შულცი, პოკონიოლი – ჰოფმანი, და სილვა პინტუ (78. შლაუდრაფი) – ჰ. საკაი (62. აბდელაუ), რაუში – ია კონანი, დიუფი.
შტუტგარტი (4-2-3-1): ულრაიხი – გ. საკაი, ტასკი, რიუდიგერი, მოლინარო – გენტნერი, ბოკა – ოკაზაკი (67. კვისტი), მაქსიმი, ტრაორე (79. მაკედა) – იბიშევიჩი.
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 6-6; ჯარიმა: 22-9; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 13(1)-14(6); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 46 000
სატურნირო მდგომარეობა
მომდევნო ტური
12 აპრილი
ფრაიბურგი-ჰანოვერი.
13 აპრილი
ბაიერნი-ნიურნბერგი, ვოლფსბურგი-ჰოფენჰაიმი, მაინცი-ჰამბურგი, ფიურტი-დორტმუნდი, ფორტუნა-ვერდერი, შალკე-ლევერკუზენი.
14 აპრილი
შტუტგარტი-გლადბახი, აუგსბურგი-აინტრახტი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
იურგენ კლოპი: "ბაიერნმა" წარმოუდგენელი სეზონი ჩაატარა [VIDEO]
"ბაიერნი" ბუნდესლიგის ჩემპიონია - რეკორდი მიუნხენელებისგან [VIDEO]
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" ახალი მეკარე ჰყავს
ლუის დიასი მიუნხენში ჩაფრინდა და დღეს "ბაიერნის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
ჰამანმა "ბაიერნს" დონარუმას უფასოდ ხელში ჩაგდება ურჩია
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია